გთავაზობთ 4 ძირითად ნიშანს, რომელიც გიკარნახებთ, აქვს თუ არა ბავშვს მეტყველების პრობლემები და საჭიროა თუ არა სპეციალისტის კონსულტაცია.
- 2-2,5 წლის ასაკში პატარა თითქმის არ ლაპარაკობს. მისი ესმით მხოლოდ მშობლებს ან ძიძას.
- 5 წლის ასაკშიც ჩლიფინებს, ტოვებს ან ანაცვლებს ბგერებს.
- 3-4 წლის ასაკში სულმოუთქმელად სწრაფად ლაპარაკობს ან პირიქით, სიტყვებს აჭიანურებს.
- დიდი ხნის განმავლობაში არ შეიმჩნევა წინსვლა - ერთნაირად დამახინჯებით ლაპარაკობს 2, 3 და 4 წლის ასაკში.

როგორ მოქმედებს ეკრანი ბავშვის მეტყველებაზე და როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში