სალათი "ხარი" და სუფრის საახალწლოდ მორთვის იდეები + რა კერძები უნდა მოამზადოთ ხარის წელთან შესახვედრად
სალათი "ხარი" და სუფრის საახალწლოდ მორთვის იდეები + რა კერძები უნდა მოამზადოთ ხარის წელთან შესახვედრად
სულ მალე თეთრი ვირთხის წელს მეტალის ხარი შეცვლის. ხარი ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ საახალწლო სუფრის გაწყობისას ამ ფაქტს ნუ დაივიწყებთ. გარდა ამისა, აღნიშნული სუფრით უნდა დავემშვიდობოთ ვირთხის წელს და 2020 წლის ამბები წარსულში დავტოვოთ. მოგიყვებით, როგორ უნდა გააწყოთ საახალწლო სუფრა და როგორ უნდა მორთოთ სახლი ხარის წელთან შესახვედრად.

რა უნდა გქონდეთ სადღესასწაულო სუფრაზე

2021 წლის შესახვედრად ყველა დიასახლისი უნდა დარწმუნდეს, რომ სუფრაზე საკმარისი რაოდენობის მწვანილი და ბალახეულობაა, რადგან ხარს სწორედ ეს პროდუქტები უყვარს. ასევე, კარგი იქნება, თუ ბევრ ბოსტნეულს გამოიყენებთ სხვადასხვა ასორტს,
წასახემებლებს მწვანილითა და სოკოთი შეზავებულს. გარდა ამისა, ხარს ძალიან უყვარს მარცვლეული. ამიტომ, კარგი იქნება, თუ სუფრაზე რამდენიმე სახეობის პური გექნებათ. ასევე, სუფრაზე მარტივი სალათებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, პომიდორი და ბულგარული სხვადასხვა მწვანილით შეაზავოთ. ქართული სამზარეულო ამ მხრივ ძალიან მდიდარია და ბევრი არჩევანი გვაქვს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფხალეული, მოამზადოთ ისპანახი, მწვანე ლობიო, ჭარხალი. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო გააერთიანოთ და მრავალფეროვნად შეხვდეთ 2021 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ ხარი ბალახის მჭამელია, სუფრაზე მხოლოდ აღნიშნული კერძები არ დაიკავებს ადგილს. შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ თევზი, ფრინველისა და ღორის ხორცი. ხორცის ეს სახეობა ხარს არ "გააბრაზებს". სადღესასწაულო სუფრისთვის შეგიძლიათ იხვი ან ბატი ვაშლთან ერთად გამოაცხოთ ღუმელში. სხვათა შორის, სეზონური ხილიც უხვად
უნდა იყოს სუფრაზე.
ნუ დაივიწყებთ ვირთხას, რადგან საახალწლო სუფრით მას ვემშვიდობებით და მიუხედავად ბევრი სირთულისა, მაინც მადლობას ვეუბნებით 2020 წლისთვის. ამიტომ, მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს ყველი. ნებისმიერი სახეობა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე, ნუ უგულებელყოფთ დესერტებსა და სხვადასხვა ტკბილეულს, რადგან მომავალი წლის სიმბოლო ამ ყველაფერს აფასებს.

რა არ უნდა გქონდეთ სადღესასწაულო სუფრაზე

ხარს იმედს გაუცრუებთ, თუ სადღესასწაულო სუფრაზე ძროხის ან ხბოს ხორცი გექნებათ. ამიტომ, ყველა ის კერძი, რაშიც ძროხის ხორცს იყენებდით, სხვა ტიპის ხორცით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. წელს გამონაკლისი უნდა გააკეთოთ და უარი უნდა თქვათ ძროხის ხორცით მომზადებულ კერძებზე ან კიდევ ფრინველისა და ღორის ხორცით მოამზადოთ. ასევე, ნუ გამოიყენებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან ხარს ეს არ უყვარს.
mshoblebi

როგორ უნდა გააწყოთ საახალწლო სუფრა

ახალი წლის ღამეს, პანდემიიდან გამომდინარე, რესტორნები დახურული იქნება და არც ხალხმრავალი შეკრებებია რეკომენდებული. ამიტომ, ნამდვილი ოჯახური სუფრა უნდა გაშალოთ. წელს არა მხოლოდ საახალწლო კერძებს ენიჭება მნიშვნელობა, არამედ მათ სუფრაზე განლაგებასა და სახლში ატმოსფეროს შექმნას. მნიშვნელოვანი ელემენტია სუფრა, რადგან თუ მისი დიზაინი, ფერი კარგადაა არჩეული და უხდება სახლს, უბრალო ვახშამიც კი სადღესასწაულოდ გადაიქცევა. თუმცა, თეთრი სუფრა, სხვადასხვა ჭურჭლით, დეკორითა და სანთლებით გაწყობილი, უკონკურენტოა. კლასიკურია და მოდიდან არასდროს გადადის. ასევე, ჭიქები შეგიძლიათ ატლასის ლენტით გააფორმოთ. იგივე გააკეთოთ ღვინისა თუ სხვა სასმელის ბოთლების გასაფორმებლად.

როგორ უნდა მორთოთ სახლი

2021 წელი, როგორც იცით, მეტალის ხარის წელია, ამიტომ დეკორსა და ინტერიერში მინიმალიზმი მნიშვნელოვანია. სადღესასწაულო მაგიდისთვის თეთრი ფერის სუფრა შეარჩიეთ, ფოლადის დანა-ჩანგალი, ხელსაცოხები უმჯობესია თუ ნახატებისა და გაფორმების გარეშე, სადა ფერის იქნება. ასევე, თუ მთლიანი სახლის გაფორმებას გადაწყეტთ, უნდა იცოდეთ, რომ ხარს პატივისცემა და დაფასება უყვარს. ამ წლის სიმბოლო შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ნაძვის ხეზე, კარსა თუ კედლებზე. გარდა ამისა, ეტიკეტის ექსპერტები წელს წითელი ფერის გამოყენებას არ გვირჩევენ. ამიტომ, ჯობს უპირატესობა თეთრს, ყავისფერს, ვერცხლისფერს მიანიჭოთ.
mshoblebi
ასევე გთავაზობთ ბევრ იდეას, როგორ მოამზადოთ სალათი "ხარი", ხარის წელის პატივსაცემად. შიგთავსი ნებისმიერი შეიძლება იყოს, ოლივიედან დაწყებული, ქათმის სალათით, ე.წ. "შუბით" და სხვა სალათეულობით დამთავრებული, ზემოდან კი გააფორმოთ ასე და დაამსგავსოთ ხარს.
mshoblebi
ასევე გთავაზობთ სუფრის გაფორმების და საახალწლო კერძების რამდენიმე იდეას:
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi


altროგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ იღბლიანი იყოს ჩვენთვის - როგორ მოვაწყოთ სახლი და სუფრა


2954
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი