ყველა მშობელს საუკეთესო უნდა შვილისთვის და არაფერს დაიშურებს მისთვის. ცდილობს, ბავშვს არაფერი მოაკლოს და ყველაფერი ჰქონდეს, რაც მისი განვითარებისთვის საჭიროა. თუმცა არსებობს ნივთები, რომლებსაც თითქმის ყველა ბავშვი მოიხმარს, მაგრამ ამ ნივთებთან სიფრთხილეა საჭირო. ზოგ შემთხვევაში მათ ზიანი მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. რომელია ეს ნივთები?
თუ მაინც გარდაუვალია მისი გამოყენება, ძალიან კარგად უნდა იყოს ბავშვის სიმაღლესთან მორგებული ისე, რომ ბავშვი არც ფეხის წვერებზე იდგეს, არც მოხრილი ჰქონდეს ფეხები. ამასთან გახსოვდეთ, რომ ბავშვი ჭოჭინით არ იწყებს სიარულს. მან ჯერ ნაბიჯების გადადგმა უნდა ისწავლოს და ჭოჭინა საყრდენად გამოიყენოს. თუ ბავშვი ჯერ ნაბიჯებს არ დგამს და მას ჭოჭინაში ჩასვამთ, ეს არასასურველ შედეგებს გამოიწვევს.
თანამედროვე შეხედულების თანახმად, გაცილებით უკეთესია ბავშვს მისცეთ ხოხვის საშუალება, ჭოჭინას პედიატრები ნაკლებად გვირჩევენ, მენჯ-ბარძაყის სახსრის განვითარებისათვის გაცილებით უკეთესია ხოხვა.
ყურის შესასვლელი. თვეში ორჯერ ყურსაწმენდის გამოყენება სრულიად საკმარისია... ზოგიერთი დედა წარა-მარა იყენებს და თანაც ყურში ძალიან ღრმად მიდიან, რაც საჭირო არ არის. რაც ეს ყურსაწმენდები გამოვიდა, დაახლოებით სამჯერ-ოთხჯერ იმატა პაციენტთა რიცხვმა. მეცოდება ეს ხალხი და ამიტომაც ვაფრთხილებ" - ამბობს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის "ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" დირექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე ერთ-ერთი ინტერვიუში.
კვლევის შედეგების თანახმად, ამგვარი სათამაშოები ნაკლებად სასარგებლოა ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის,
გაცილებით უკეთესია ტრადიციული, ჩვეულებრივი სათამაშოები. ასევე წიგნები, საბავშვო ჟურნალები. როცა ბავშვი მანათობელი ან მოლაპარაკე სათამაშოებით თამაშობს, მშობლები გაცილებით ნაკლებად ელაპარაკებიან მას და ერთმანეთს, ასევე ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თანაც, როცა ბავშვს ეს სათამაშოები სთავაზობენ ხმებს, მოქმედებას, სიმღერას და ლაპარაკსაც კი, თავად ბავშვი ნაკლებ აქტიურია ამ დროს, არც ლაპარაკობს, არც მღერის, ძირითადად, ჩუმად უსმენს და უყურებს. ამ დროს წარმოსახვა და ფანტაზიაც არ მუშაობს. ჩვეულებრივი სათამაშოებით ან წიგნებით გართობისას კი ბავშვი თავად ახმოვანებს ყველაფერს, ლაპარაკობს, მღერის, ხმებს გამოსცემს, მოძრაობს და გაცილებით აქტიურია. ხშირად ამ დროს მშობლებიც ერთვებიან, განსაკუთრებით, თუ საქმე წიგნებს ეხება. ამგვარი ურთიერთობა პატარაზე გაცილებით მეტ დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე ელექტროსათამაშოებთან დასმა.
4. შლოპანცები რეზინის ე.წ. შლოპანცები მედიკოსებმა ყველაზე მავნე ფეხსაცმელად დაასახელეს. ორთოპედების შეფასებით, ამ ტიპის ფეხსაცმელი ვერ აფიქსირებს ტერფის თაღს, რის გამოც კუნთები იჭიმება და ქუსლის მყესები იძაბება. საბოლოოდ მუხლებში, მენჯსა და ზურგში სახსრების პრობლემებს ვღებულობთ.
"შლოპანცს", როგორ წესი, თხელი ძირი აქვს, ამიტომ ფეხი მჭიდროდ ებჯინება მიწას. ასეთი ძალით დაწოლა კი ძვლებისა და სახსრებისთვის უსაფრთხო არ გახლავთ. იმის გამო, რომ მეტისმეტად ღიაა, მის ფეხზე "გასაჩერებლად" ფეხისთვის ძალის დატანებაცაა საჭირო. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მშობლებს - ბავშვის ჯერ კიდევ გაუმაგრებელი ძვალ-სახსროვანი სისტემა კიდევ უფრო სუსტია ამ რისკებისადმი. ამიტომ ეცადეთ, რომ ასეთი ღია ფეხსაცმელი ბავშვს დიდი ხნით არ ეცვას.
განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მშობლებს - ბავშვის ჯერ კიდევ გაუმაგრებელი ძვალ-სახსროვანი სისტემა კიდევ უფრო სუსტია ამ რისკებისადმი. ამიტომ ეცადეთ, რომ ასეთი ღია ფეხსაცმელი ბავშვს დიდი ხნით არ ეცვას.