დიასახლისების ერთი ნაწილი კვერცხს მაღაზიიდან მოტანისთანავე რეცხავს და ვერც წარმოუდგენია, გაურეცხავი კვერცხი როგორ უნდა შეინახოს. მეორე ნაწილს კი არასოდეს გაურეცხავს და ფიქრობს, რომ ეს ზედმეტი ძალისხმევაა. რომელი უფრო სწორად იქცევა? ექიმები მიიჩნევენ, რომ არცერთი ქცევა არ არის სწორი.
კვერცხის ნაჭუჭზე სალმონელა არსებობის რისკი ყოველთვის მაღალია. მას მაცივრის გარემოც არ კლავს. ამიტომ კვერცხის გარეცხვა ნამდვილად საჭიროა. თუმცა, მეორე შეცდომაა ის, რომ მაღაზიიდან მოტანილი კვერცხი გავრეცხოთ და ისე შევინახოთ.
საქმე იმაშია, რომ კვერცხის გარეცხვა პრაქტიკულად, ორჯერ ამცირებს მის ვარგისიანობის ვადას. გარეცხილი კვერცხი მაქსიმუმ 12 დღის განმავლობაშია საკვებად ვარგისი, როცა გაურეცხავი კვერცხი მაცივარში თვეზე მეტი ხნის განმავლობაში შეიძლება შეინახოთ.
ამიტომაც მაღაზიიდან მოტანისთანავე ნუ იჩქარებთ კვერცხის გარეცხვას - ამით ნაჭუჭის დამცავ ფენას ჩამორეცხავთ და ვარგისიანობის ვადას შეამცირებთ. შეინახეთ გაურეცხავი და მხოლოდ გამოყენების წინ გარეცხეთ.
თუ ნაჭუჭი დაზიანებულია, ამ კვერცხს საერთოდ ნუ გამოიყენებთ. მაცივარში კი ისინი ხილისა და ბოსტნეულისგან მოშორებით დააწყვეთ. თუ გაურეცხავი კვერცხი შენახვამდე მაგიდაზე გეწყოთ, მაგიდაც კარგად გაწმინდეთ, რადგან სალმონელას ბაქტერიამ შეიძლება სხვა პროდუქტებიც დააბინძუროს.
რამდენ ხანს უნდა იხარშოს კვერცხი?
რას წარმოადგენს ეს თეთრი ძაფები კვერცხში და ვარგისია თუ არა საჭმელად