10 ხერხი, როგორ განუვითაროთ ბავშვს სასარგებლო ჩვევები - სათამაშოების და ოთახის მილაგება, ტანსაცლის გასწორება, ჩაცმა...
10 ხერხი, როგორ განუვითაროთ ბავშვს სასარგებლო ჩვევები - სათამაშოების და ოთახის მილაგება, ტანსაცლის გასწორება, ჩაცმა...

ძალიან ბევრი მშობელი წუხს, რომ ბავშვი ვერაფრით მიაჩვია სათამაშოების ალაგებას, თავისი ნივთების მოწესრიგებას, დამოუკიდებლად ჩაცმას ან ჭამას. თუ ბავშვს თავის მოვლის აუცილებელი ჩვევები ადრეული ასაკშივე არ ჩამოუყალიბდა, მოზარდობისას აკურატულობა, წესრიგის და სისუფთავის დაცვას ძალიან გაუჭირდება. ამ ყველაფრის სწავლება რთული არაა. მთავარია, დროულად ჩამოუყალიბოთ სწორი ჩვევები: კოვზის დაჭერა, დამოუკიდებლად ჩაცმა, თავისი სათამაშოების და ოთახის მილაგება. ეს რჩევები სწორედ ამაში დაგეხმარებათ:

ჭუჭყიანი ნივთები კალათში

2 წლის ბავშვმაც კი უნდა შეძლოს ჭუჭყიანი სამოსის ან სათამოების მოგროვება.
  • გამოუყავით ერთი კალათი ჭუჭყიანი თეთრეულისთვის. აირჩიეთ საშუალო სიმაღლის, ისეთი, ბავშვი თავისუფლად რომ
    მისწვდეს მის სახურავს. დაუდეთ საბავშვო ოთხში, რათა მიახვედოს, რომ მასში უნდა ჩაყაროს ჭუჭყიანი სამოსი.
  • ასწავლეთ თამაშ-თამაშით! ჩვენ ვყრით ჭუჭყიან სათამაშოებს კალათში, როგორც ბურთს. რა თქმა უნდა, თავიდან ბავშვს გაუჭირდება ნივთების კალათში მოხვედრა, მაგრამ გარკვეული პერიოდში, სწავლა-ვარჯიშის შედეგად, დედის დახმარების გარეშეც გამოუვა.
  • ვიმღეროთ. შეარჩიეთ მარტივი სიმღერა, ვითომ ჭუჭყიანი სამოსი ითხოვს კალათაში ჩაყრას, რათა მერე გაირეცხოს და ისევ სუფთა გახდეს.
  • ასარგებლო რჩევა. სასურველია ჭუჭყიანი ნივთების ორი კალათი გქონდეთ: ფერადი და თეთრი ფერის ნივთებისთვის. ამგვარად, ბავშვი ფერების გარჩევასაც ისწავლის.

გაასწორე საწოლი

ნუ გგონიათ, რომ კარგ შედეგს სწრაფად მიაღწევთ. თუმცა, თუ ყოველდღიურ ჩვეულებად აქცევთ, დიდობაშიც აკურატული იქნება.
  • ყოველ დილით. უთხარით ბავშვს, რომ ეს მისი დილის საქმიანობაა. სთხოვეთ, გადააფაროს საწოლს პლედი, რათა
    მას არ შესცივდეს. და არც ბალიშის გადაფარება დაავიწყდეს, მასაც ხომ სჭირდება სითბო...
  • მაგალითისთვის. ასწავლეთ, როგორ უნდა გაასწოროს საბანი, ზეწარი, როგორ ააფუმფულაოს ბალიში.
  • რბილი სათამაშოები. ახლა კი სთხოვეთ, სათამაშოები ლამაზად, ერთ კუთხეში მოათავსოს.
  • სასარგებლო რჩევა. საბნის დაფერთხვა ბავშვისთვის რთული იქნება, მას ზეწარი ან ბალის პირი დააფერთხინეთ.
mshoblebi

3. ავალაგოთ სათამაშოები

ბავშვი სახლის დალაგებაში შეგიძლიათ წლინახევრის ასაკიდან ჩართოთ, მაგრამ ნუ ელით, რომ მუდამ მზად იქნება ამისთვის. ხანდახან უნდა შეახსენოთ კიდეც.
  • მარტივი შენახვა. სათამაშოები კალათებში, ყუთებში (საწოლის ქვეშ) დაბალ უჯრებში, მოუთავსეთ, სადაც ადვილად მიწვდება.
  • არ მისცეთ გაქცევის უფლება. ბავშვს დალაგება არ მოსწონს და ადვილად შეეცდება თავის დაღწევას. არ დართოთ ნება, რომ გაგეპაროთ. პირიქით, შეაქეთ, გაამხნევეთ, წაახალისეთ, რომ ინტერესი გაუჩნდეს.
  • გაახალისეთ. სათამაშოების დალაგების დროს შეგიძლიათ იმღეროთ, ან თამაშის ფორმა მისცეთ: "ჯერ წითელი ფერის სათამაშოები შევაგროვოთ, ახლა - მწვანე".
  • სასარგებლო რჩევა. იმისათვის, რომ სათამაშოების ყუთები არ გადაგევსოთ, პერიოდულად გადაახალისეთ, გააჩუქეთ ისეთები, რომლებიც ბავშვისთვის უინტერესოა. ნუ გამოტენით სათამაშოებით კარადებს, სარდაფს, ავტოფარეხს.

4. ვჭამთ კოვზით

გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან ბავშვი მოისვრება, მაგრამ ამას უნდა შეეგუეოთ, სამაგიეროდ, პროცესი ეფექტურად და მხიარულად ჩაივლის.
  • დაიკავე კოვზი. 6 თვიდან უკვე შეგიძლიათ ბავშვს შედარებით მყარი საკვები მისცეთ და ამიტომ აჩუქეთ ახალი კოვზი, მიეჩვიოს მის ხელში დაჭერას.
  • დაიწყეთ მცირედით. კოვზზე საკვების პატარა ულუფა დაუდეთ და დაეხმარეთ, რომ კოვზი პირში ჩაიდოს. თავიდანვე შედეგს ნუ ელით. კოვზით ჭამას ბავშვი წლინახევრის ასაკიდან შეძლებს.
  • შეუქეთ დამოუკიდებლობა. მიეცით უფლება, რომ თვითონ დაიწყოს ჭამა. ნუ ეჩხუბებით, თუ საჭმელი ყველგან იქნება მიმობნეული. სამაგიეროდ, კოვზის დაჭერას მიეჩვევა.
  • სასარგებლო რჩევა. იქონიეთ ორი კოვზი. ერთი თქვენთვის და მეორე - ბავშვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადილობა შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს.

mshoblebi

5. გააცანით ჩანგალი

სამი წლიდან ბავშვს შეიძლიათ ჩანგალიც "გააცნოთ".
  • აარჩიეთ ასაკისთვის შესაფერისი ჩანგალი. ჩანგალი უნდა იყოს მსუბუქი, რბილი და სამი კბილანით. აჩვენეთ, როგორ უნდა ეჭიროს.
  • დაიწყეთ იმ პროდუქტით, რომელსაც მარტივად ჩაჩხვლიტავს. ღრმა თეფშში ჩაუყარეთ მრგვლად დაჭრილი სტაფილოს ან მოხარშული კარტოფილის კუბები და ასწავლეთ ჩანგლის გამოყენება.
  • ერთად სცადეთ. მზად იყავით, რომ ბავშვს უნდა მიეხმაროთ. ეს ნერვების მოშლის გარეშე, თამაშით გააკეთეთ.
  • მიეცით თავისუფლება. აცადეთ, რომ თავადაც გაივარჯიშოს ჩანგლის გამოყენებაში. თვითონ სცადოს ჩანგლის ჩარჭობა პროდუქტებში.
  • სასარგებლო რჩევა. სადილობის დროს ბავშვის გვერდით იჯექით. ამგვარად კარგ მანერებსაც ჩამოუყალიბებთ და თან გაამხნევებთ, როცა ყველაფერი გამოუვა.

6. შარვლის ჩაცმა

შარვლის ჩაცმა ბავშვს მხოლოდ 3 წლიდან შეეძლება დამოუკიდებლად. მანამდე უნდა მიეხმაროთ.
  • იატაკზე. დასვით ბავშვი იატაკზე და გვერდით დაუდეთ შარვალი.
  • დაიწყეთ მარჯვენათი. ჯერ შარვალში მარჯვენა ფეხი შეაყოფინეთ და უთხარით: აქ ახლა ფეხი ბოლომდე გააცურე. იგივე გაიმეორეთ მარცხენა ფეხის შემთხვევაში.
  • ადექით. სთხოვეთ ბავშვს შარვლის დაჭერა. თავიდან თქვენ უნდა მიეხმაროთ, აჩვენოთ, შეგიძლიათ დასახმარებლად კედელზე ან საწოლზე მიყრდნობაც ასწავლოთ. მომავალში დამოუკიდებლად შეძლებს ჩაცმას.
  • ღილაკი. აჩვენეთ, როგორ უნდ აიწიოს შარვალი და შეიკრას შესაკრავი.
  • სასარგებლო რჩევა. უმჯობესია, ბავშვს შარვალი რეზინის სარტყელზე ჰქონდეს. ასე უფრო გაუადვილდება ჩაცმა-გახდა, ქოთნის გამოყენების შემდეგ.

mshoblebi

7. პალტოს ჩაცმა

პალტოს ჩაცმის კლასიკური მეთოდი სახალისოცაა და მარტივიც.
  • დააფინეთ პალტო. გახსნილი პალტო იატაკზე დააფინეთ, სარჩულით ზემოთ, კაპიშონთან ბავშვი დასვით. ამგვარად პალტო "ფეხებით ზევით" გამოვა.
  • დახრა. სთხოვეთ ბავშვს წამოჯდეს, ბაყაყივით და ხელები სახელოებში გაუყაროს.
  • გადაბრუნება. თქვენი მითითების შემდეგ, ბავშვმა პალტო თავს ზემოთ უნდა გადიგდოს. ამგვარად პალტო ზურგზე მოექცევა.
  • დარჩა "ელვა". ახლა ბავშვს ელვაშესაკრავის გამოყენება ასწავლეთ. იმისათვის, რომ პალტო დამოუკიდებლად შეიკრას, გავარჯიშება მოგიწევთ.
  • სასარგებლო რჩევა. ელვის შეკვრა ცოტა რთულია. უმჯობესია, ბავშვს ფხრიწიანი სამოსი შეურჩიოთ.

8. თასმის შეკვრის ხელოვნება

ახლა ბავშვის უამრავი ფეხსაცმელი იყიდება, რომელსაც თასმა შეიძლება არც კი ჰქონდეს. ფხრიწიანი ფეხსაცმლის ჩაცმა უფრო მარტივია, მაგრამ თასმის შეკვრა მაინც უნდა ისწავლოს.
როცა ბავშვი 4 წლის გახდება, აჩვენეთ, როგორ ისწავლოს თასმის შეკვრა.
თავდაპირველად, თავად შეკარით და ბავშვს აჩვენეთ.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ბავშვი თავად გთხოვთ რომ თვითონ სცადოს. ჯერ ერთად დაიწყეთ შეკვრა, ბავშვის თითებს თავიდან გაუჭირდებათ თოკებთან გამკლავება.
მონახეთ სათამაშო ბაჭია, რომელის ყურებზეც ისწავლით თასმების შეკვრას. გადააჯვარედინეთ ყურები Х ასოსავით, მერე ერთი ყური გამოძვრინეთ არსებულ ხვრელში და გამოქაჩეთ ყურები.
mshoblebi

9. კბილების გამოწმენდა

თავიდან უნდა გააკონტროლოთ ბავშვი როგორ იხეხავს კბილებს.
  • აჩუქეთ ბავშვს კბილის ჯაგრისი. ბავშვს თავიდან ჯაგრისის დაჭერა და მისი სწორად გამოყენება ასწავლეთ. კბილის პასტას ჯერ ნუ გამოიყენებთ, ბავშვს მისი შეჭმის სურვილი გაუჩნდება.
  • მატარებლობანა. 2 წლის ბავშვს აუხსენით, რომ კბილები რკინიგზის ნაწილებია, ზედა კბილები ზედა რელსები, ქვედა - ქვედა. ახლა მათზე მატარებელმა უნდა გაიაროს. შეგიძლიათ ხმაც გამოსცეთ: ტუ-ტუუ. გაატარეთ კბილებზე ჯაგრისი-მატარებელი და ნურც თითეული კბილის ჩამოწმენდა დაგავიწყდებათ. ამასთან, დააკვირდით, რომ ბავშვს ჯაგრისი ხელში სწორად ეჭიროს.
  • სასარგებლო რჩევა. დააყენეთ ტაიმერი, ბავშვმა კბილები 2 წუთის განმავლობაში უნდა გაიხეხოს.

10. ვსწავლობთ ცხვირის გამოწმენდას

ცხვირის გამოწმენდა საბავშვო ბაღში მისვლამდე უკვე უნდა იცოდეს ბავშვმა.
  • სადაა შენი ცხვირი? აუხსენით ბავშვს, რა განსხვავებაა ცხვირით ჩასუნთქვისა და პირით ჩანსუნთქვას შორის. დაახურინეთ პირი და ჩაასუნთქებინეთ ცხვირით, ახლა კი ნესტოებზე მოუჭირეთ ხელი და პირით ჩაასუნთქებინეთ.
  • ასწავლეთ ცხვირსახოცის გამოყენება. როცა ბავშვი ცხვირს მოიხოცავს, აუხსენით, რომ "ხელსახოცი ისე უნდა დაკეცოს, რომ მიკრობები შიგნით დარჩეს და ლორწო არ გამოჩნდეს".
  • გადაგდება. ასწავლეთ ბავშვს ხელსახოცის ურნაში ჩაგდება გამოყენების შემდეგ და ხელების დაბანა.
  • სასარგებლო რჩევა. შეიძინეთ ხელსახოცები და დაალაგეთ სხვადასხვა, ბავშვისთვის ადვილად მისაღწევ ადგილას. საჭიროების დროს მათ ძებნა რომ არ გაუჭირდეს.


2850
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი