"ბავშვი რომ ცივდება, ხშირად მშობლის ბრალია" - როგორ უნდა ეცვას ბავშვს ცივ ამინდში სეირნობისას
"ბავშვი რომ ცივდება, ხშირად მშობლის ბრალია" - როგორ უნდა ეცვას ბავშვს ცივ ამინდში სეირნობისას
ზამთრის სიცივეში გარეთ გამოყვანილი ბავშვი რომ არ გაცივდეს, დედები და ბებიები ზედმეტად თბილად ფუთნიან. თუ თქვენც ასე იქცევით, დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვის გადახურება გაციებაზე არანაკლებ სახიფათოა. მაინც როგორ უნდა ჩავაცვათ ზამთარში სასეირნოდ გამოყვანილ ბავშვს, რომ არც ჩახურდეს და არც გაცივდეს. გთავაზობთ უკრაინელი ექიმის, ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციებს:
სუფთა ჰაერზე სეირნობას, მით უმეტეს ზამთარში, გამაკაჟებელი ეფექტი აქვს. ბავშვი
თანდათან ეჩვევა ტემპერატურის ვარდნას, სინესტეს, ეჩვევა ქარს. მისი ბრონქიალური სისტემა სუფთავდება სახლის მტვერისგან, თერმორეგულაციის მექანიზმი კი, რომელიც ჯერ ისევ სუსტია, თანდათან იკრებს ძალას.

ბავშვი ცივ
ამინდებს დაბადებიდანვე უნდა შეეჩვიოს. ამიტომ, როცა ეტლის გარეშე სეირნობის დრო მოვა, ბავშვის სისხლძარღვები ადეკვატურად რეაგირებენ დაბალ ტემპერატურაზე: სისხლი შინაგანი ორგანოებისკენ უფრო აქტიურად მიედინება, რათა მათი დამცავი სისტემა გააძლიეროს. სწორედ ამიტომაა, რომ ყინვაში ჩვენც და ბავშვებსაც კანი გვიცივდება. უარესია, როცა გარეთ ცივა, ბავშვი კი გაუნძრევლადაა. ამ დროს სისხლი უფრო ძლიერად ცივდება და სრულყოფილად ვერ აღწევს კანის კაპილარებამდე. სწორედ ეს იწვევს გაციებას.
ასე რომ არ მოხდეს, სისხლძარღვები უნდა "გაავარჯიშოთ": ნუ დაუშლით სახლში სირბილს, მოძრაობას. თხლად ჩაცმული უნდა იყოს ნატურალურ ბამბის ქსოვილში, ოთახი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს. ამ მარტივი გასაკაჟებელი მოქმედებების წყალობით, სისხლი "ეჩვევა" სწრაფად გადაადგილებას საჭიროების მიხედვით და თანაბრად ათბობს ბავშვის მთელ სხეულს.

mshoblebi
მხოლოდ გაციება როდია საშიში. ტემპერატურის
მკვეთრი ცვლილებაც არასახარბიელოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ზოგჯერ სასეირნოდ უკვე გამოწყობილი ბავშვი ისევ სახლშია და იცდის, სანამ დედა გაემზადება. ბავშვს სცხება, გახურებული კი შემდეგ გარეთ გაჰყავთ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ჯობია ჯერ დედამ ჩაიცვას. ამასთანავე, სეირნობად ნუ ჩათვლით მაღაზიაში წასვლას ან სტუმრად წაყვანას.
კიდევ ერთი რეკომენდაცია მშობლებს: არ მოახვიოთ შარფი პირსა და ცხვირზე. ეს სიცივისგან ვერ დაიცავს, სამაგიეროდ ამონასუნთქი ორთქლისგან დასველდება და უფრო გააციებს ბავშვს.
რამდენიმე მარტივი ხერხით გაარკვევთ, სცივა თუ არა ბავშვს - ჩაუყავით ხელი ყელის მიდამოში. თუ გახურებული და ნესტიანია, ესე იგი სცხელა და სხვა დროს უფრო თხლად უნდა ჩააცვათ. თუ ცივი აქვს - ესე იგი სცივა და მალე სახლში უნდა წაიყვანოთ. თუ ყველაფერი კარგადაა, ყელი თბილი დ მშრალი უნდა იყოს.
გახსოვდეთ, გაცივება ხშირად ოფლიანობის ბრალია, რასაც ზედმეტად თბილად ჩაცმა იწვევს. რაც შეეხება შიშს, რომ უქუდოდ სიარული მენინგიტს იწვევს, კომაროვსკი მას მითს უწოდებს. მისი თქმით, მენონგიტს შემთხვევათა 99%-ში მიკრობი მენინგოკოკი იწვერვს და ამ მიკრობთან შეხვედრა სულაც არ არის დამოკიდებული ქუდის დახურვა-არდახურვაზე. 

mshoblebi
"სასეირნოდ გაყვანილ ბავშვს თუ შესცივდა, ხშირად მშობლის ბრალია. თუ მეგობართან საუბარს გააბამთ და ამ დროს ქურქში გამოწყობილი ბავშვი ხელჩაკიდებული იცდის, რა თქმა უნდა, გაოფლიანდება და შემდეგ დიდი შანსია, შესცივდეს. ამიტომ ბავშვს საშუალება მიეცით აქტიურად იმოძრაოს და ამ პროცესში სამოსი ხელისშემშლელად არ უნდა იქცეს. გახსოვდეთ, რომ ბავშვის სხეულში ნივთიერება ცვლა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. ამიტომ როცა თქვენ ცოტათი გცივათ, ამ დროს ბავშვი თავს კარგად გრძნობს, თუ თქვენ გრძნობთ თავს კომფორტულად, ესე იგი ბავშვს სცხელა" - წერს ევგენი კომაროსვსკი.

ასევე იხილეთ: გარეთ სეირნობა ხშირად წამალზე უკეთ მოქმედებს
მარტივი, მაგრამ აუცილებელი წესები, როცა ბავშვი სასეირნოდ მიგყავთ
33496
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები