"არასდროს აიძულოთ ბავშვს საზოგადოებაში ლექსის მოყოლა და არ მოსთხოვოთ დაფასთან გასვლა, თუკი მას არ სურს" - როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი
"არასდროს აიძულოთ ბავშვს საზოგადოებაში ლექსის მოყოლა და არ მოსთხოვოთ დაფასთან გასვლა, თუკი მას არ სურს" - როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი
კარგი თვითშეფასება მნიშვნელოვნად ეხმარება ყველა ადამიანს, გაუმკლავდეს ყოველდღიურ გამოწვევებსა და სხვებთან ურთიერთობას. ყველა ადამიანშია პოტენციალი, თუმცა ზოგიერთს სჭირდება, ვინმემ უთხრას, თუ როგორ განავითაროს ის. თვითშეფასება ნიშნავს, გრძნობდე საკუთარ ღირსებასა და უპირატესობას, რაც ძალიან ხშირად ეხმარება ადამიანს, გახდეს ბედნიერი და წარმატებული სხვადასხვა სფეროში. ხოლო, ისინი, რომლებსაც არ სჯერათ საკუთარი თავის, ემოციურად ჩაკეტილები არიან და ცდილობენ, თავიანთი ინიციატივა საჯაროდ არ გააჟღერონ, ეშინიათ შეცდომების დაშვების.
არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელიც გასწავლით, თუ როგორ შეიძლება ბავშვებს აუმაღლოთ თვითშეფასება.

1.წარმატებაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება

mshoblebi

შეგიძლიათ შექმნათ სპეციალური კალენდარი,
რომელშიც ბავშვის წარმატებებს აღნიშნავთ ისე, რომ ისიც ხედავდეს ამას. ყოველდღიური დაკვირვება მას დაეხმარება მოვლენებისადმი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებასა და მნიშვნელობის მინიჭებაში. ეს შეიძლება იყოს თამაშისას კალათში ჩაგდებული ბურთი, მეზობლის ბავშვთან პოზიტიური ნაცნობობა თუ სხვა.

2.ყოველთვის გააკრიტიკეთ კონსტრუქციულად

mshoblebi

მაგალითად, თუ ბავშვი სუფრის გაშლაში გეხმარებოდათ და ამ დროს ჭიქა გაუტყდა, უმჯობესია, თუ ჯერ კომპლიმენტს ეტყვით, რომ დაგეხმარათ და შემდეგ მიუთითებთ, რომ სხვა დროს უფრო ფრთხილად იყოს. ხაზგასმით უთხარით, რომ ის, რაც მოხდა, ყველას შეიძლება დაემართოს.

3. დაუსახეთ რეალისტური მიზნები

ყველა დავალება ბავშვის ასაკსა და შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. ნუ გექნებათ ილუზია და ნურც მას ეტყვით, რომ კონკრეტულ საგანში მაინცდამაინც თავიდანვე უმაღლესი შეფასება უნდა ჰქონდეს. პატარა ნაბიჯებით იარეთ წინ და აუცილებლად მიაღწევთ
შედეგს.

4. უპირობოდ გიყვარდეთ თქვენი შვილი

უპირობოდ სიყვარული ნიშნავს იმას, რომ აფასებდეთ და ზრუნავდეთ მასზე, მიუხედავად იმისა, რას აკეთებს, რას ამბობს ან როგორ იქცევა. არასდროს დაიღალოთ იმის თქმით, რომ გიყვართ, მიუხედავად საქციელისა. თუ საყვედურობთ ან სჯით, აუცილებლად კარგად აუხსენით, რატომ აკეთებთ ამას და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ასეთ ქცევას. არასდროს უთხრათ პირდაპირ : "ცუდი ბავშვი ხარ, რადგან ასე იქცევი." ეს არაკონსტრუქციული პოზიციაა.

5. გჯეროდეთ მისი

mshoblebi

ბავშვებისთვის ნდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ეხმარება საკუთარ შესაძლებლობებში ყოველგვარი შიშის გარეშე იყოს დარწმუნებული. თუნდაც, ეს ახალი გამოწვევა იყოს. შეგიძლიათ სახლში გარკვეული ვალდებულებები დააკისროთ, რა თქმა უნდა, ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი, რომ ნახოს, ენდობით და გჯერათ მისი.

6. აუხსენით, რომ შესაძლოა მარცხი ყველას მოუვიდეს

მხარი დაუჭირეთ და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარეთ საკუთარ შვილს, როცა დაეცემა. როგორც სიტყვებით, ასევე საქციელით. აუხსენით, რომ წარუმატებლობა შეიძლება ყველას ჰქონდეს, რომ უნდა გაძლიერდეს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევს იმას, რაც უნდა.

7. დააწესეთ წესები და შეზღუდვები

დააწესეთ ისეთი რამ, რაც ყოველდღე არ შეიცვლება და მნიშვნელობას არ დაკარგავს. ხშირად აუცილებელია, რომ გარკვეული წესები ბევრჯერ გავუმეოროთ ბავშებს, მაგრამ ყოველთვის შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ასე ისინი უფრო სტაბილურ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან.

8. ხელი შეუწყვეთ მის ნიჭს

mshoblebi

განავითარეთ ბავშვის ნიჭი და შესაძლებლობები, მაგრამ აუცილებლად უარი თქვით ზედმეტ მოლოდინებსა და საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ არასწორ შეხედულებებზე. უმჯობესია თქვენი შვილი ძალიან კარგი მექანიკოსი იყოს, ვიდრე ცუდი ექიმი. ასევე, არასდროს აიძულოთ ბავშვს საზოგადოებაში ლექსის მოყოლა ან არ მოსთხოვოთ გავიდეს დაფასთან სკოლაში, თუკი ეს მას არ სურს. მსგავსი ქმედება კიდევ უფრო დაუცველსა და მორცხვს ხდის.

9. ყოველთვის უგულშემატკივრეთ

შექება და მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უმაღლებს ბავშვს თვითშეფასებას. ეს შეიძლება უმნიშვნელო კომპლიმენტებითაც კი გამოიხატოს. მაგალითად: "შენი ოთახი უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე ადრე იყო." "ველოსიპედით სიარული კარგად გისწავლია, ყოჩაღ!" და ასე შემდეგ. უბრალოდ, იყავით გულწრფელები, ზედმეტი გადაჭარბების გარეშე.

10. დაუთმეთ მეტი დრო

ბავშვისთვის ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც იცის, რომ უფროსები მასზე ზრუნავენ და ბევრ დროს უთმობენ, ძალიან უხარიათ. ბევრი გუნდური თამაში და აქტივობა არსებობს, რომლებიც დაგეხმარებათ, დაძლიოთ სტრესს და ურთიერთობა უფრო ახლო და თბილი გახადოთ. ეს შეიძლება იყოს ბურთის ერთად თამაში, სუფრის გაშლა, ბაღზე ზრუნვა თუ სხვა ყოველდღიური საქმიანობა.



6710
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი