რა უნდა მოიმარაგოთ წინასწარ, თუ პასკის გამოცხობას აპირებთ - სია, რომელიც დაგჭირდებათ
რა უნდა მოიმარაგოთ წინასწარ, თუ პასკის გამოცხობას აპირებთ - სია, რომელიც დაგჭირდებათ
პასკა მარტივი გამოსაცხობი არ არის. სირთულე მხოლოდ რეცეპტში არ მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ პასკას ძალიან მრავალფეროვანი სუნელები და ინგრედიენტები სჭირდება, რომლებიც ზოგჯერ სხვადასხვა ადგილას იყიდება. საღდგომო სამზადში გართულ დიასხლისს კი შეიძლება რამე გამორჩეს. წარმოიდგინეთ, ცხობას რომ დაიწყებთ და აღმოჩნდება, რომ რაღაც სუნელი გაკლიათ, რომელიც უბნის მარკეტში არ იყიდება... ეს იმას ნიშნავს, რომ გჭირდებათ პასკის ინგრედიენტების წინასწარ შედგენილი სია, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.
2-3 დღით ადრე 1 ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს 30 მლ არაყი დაასხათ, რათა პასქისთვის საჭირო ნაყენი მიიღოთ (ძალიან ცოტა
დაგჭირდებათ)
  1. მუსკატის კაკალი,
  2. მიხაკი,
  3. დარიჩინი,
  4. ილი (ყველა ამ სუნელის რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.)

  5. ფქვილი - 3-4 კილოგრამი. ეცადეთ, უმაღლესი ხარისხის იყოს და უშულოდ ცხობის დღეს გაცერით. ამ დროს ის ჟანგბადით მდიდრდება და ცომი გაცილებით ფაფუკი გამოდის

  6. საფუარი - რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩვეულებრივი მშრალი საფუარი გამოიყენოთ, მაგრამ უკეთესია თუ პლასტილინის კონსისტენციის, ნოტიო, ცოცხალ საფუარს შეარჩევთ. სუპერმარკეტებში ის ხელმისაწვდომია, ოღონდ ვადას კარგად დააკვირდით
  7. კვერცხი 10 ცალი მაინც
  8. შაქარი 1,5 2 კილოგრამი
  9. რძე 1 ლიტრი საკმარისია
  10. კარაქი არ მარგარინი - ზოგიერთი რეცეპტს ორივე სჭირდება. ორივე ერთად 500 გრამი საკმარისი იქნება
  11. ზეთი - 1 ჭუქა საკმარისი იქნება
  12. ქიშმიში - 300-400 გრამი
  13. ცუკატები
  14. მინანრისთვის კაკაო
  15. მოსაყრელი ფერადი დეტალები
  16. პასკის საცხობი ქაღალდის ფორმები
პასკის
გამოცხობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას - ეცადეთ, მშვიდმა და მობილიზებულმა წამოიწყოთ ცომის ზელა.
ცომს უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ სახლის კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი. პასკის ცხობის კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია იხილეთ სტატიაში: ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 10 საიდუმლო

 

1173
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები