საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს და ადამიანებს ხშირად აქვთ შეკითხვა, ვაქცინის გაკეთებიდან რა პერიოდის შემდეგაა ალკოჰოლის მიღება შესაძლებელი. კითხვაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში "ახალი დღე" სცემს პასუხს:
- ჭარბი ალკოჰოლის გამოყენება იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს. დალევას რაიმე გამძაფრებული ალერგიული რეაქცია კი არ მოჰყვება, უბრალოდ ვაქცინას არ ექნება შედეგი. პირველი 2 კვირა ყველაზე მნიშვნელოვანია იმუნიტეტის ფორმირებისთვის, თუ ამ დროს თრობას მოაყოლებთ, ვაქცინა სათანადო ეფექტს ვეღარ მოგვცემს. ანტისხეულების ტიტრთან მიმართებაში, დაბალი ექნება ორგანიზმს. ამიტომ, მინიმალური რაოდენობით 1-2 ჭიქა დასაშვებია, მაგრამ თრობა და ზეჭარბი გამოყენება მიუღებელია და არ უნდა გავაკეთოთ.