სისხლის ჯგუფი თუ ადამიანის ჩვევები? - რატომ კბენენ კოღოები ზოგს მეტად და ზოგს - საერთოდ არა
 სისხლის ჯგუფი თუ ადამიანის ჩვევები? - რატომ კბენენ კოღოები ზოგს მეტად და ზოგს - საერთოდ არა
თბილი ამინდების, ზაფხულის შვებულებისა და მეგობრებთან ერთად საღამოს გასეირნების ემოცია შეიძლება სეზონის მარადიულმა თანამგზავრმა, კოღომ სულ ცუდისკენ შეცვალოს.
არსებობს რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რითაც კოღოებისგან თავდაცვას დამცავი სპრეისა და აეროზოლის გარეშე შეძლებთ.

მოსკოვში მოღვაწე ქირურგმა ზურაბ მელაძემ გადაწყვიტა, გაერკვია, რატომ კბენენ კოღოები ზოგიერთ ადამიანს, ზოგს კი - არა. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბრობს, ვის უფრო მეტად ემტერება მწერი.

მისი თქმით, კოღოები პოტენციურ "მსხვერპლს" სუნის მიხედვით არჩევენ. მოსწონთ ნახშირორჟანგი, ამიტომ, ის ვინც დიდი რაოდენობით ამოისუნთქავს, მალევე შეამჩნევს, რომ კოღო იქვეა.
მეორე
ადგილს კოღოს "მაგნიტთა" შორის რძემჟავა იკავებს. სუნი დამახასიათებელია მათთვის, ვინც აქტიურადაა სპორტით დაკავებული, ხშირად მიირთმევს რძის პროდუქტებს, სვამენ ლუდს, ბურახს ან ღვინოს.
კოღოებს ასევე ძალიან უყვართ ოფლის სუნი, მოსწონთ იმ ადამიანის კბენა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეჭამა ბანანი. რომ შევაჯამოთ, მას, ვინც არც ისე აქტიურია სპორტში, არ სვამს ალკოჰოლს და არც ბანანის დიდი მოყვარულია, უფრო მაღალი შანსი აქვს, რომ საღამოს კოღოს ნაკბენის გარეშე დაბრუნდეს სახლში.

ექიმის მოსაზრება ვიდეოს კომენტარებში ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა, ნაწილი კი დაეთანხმა.

არსებობს კიდევ ერთი თეორია, თუ რატომ კბენენ კოღოები შერჩევით ადამიანებს. ეს
სისხლის ჯგუფს ეხება. ყველაზე "გემრიელ" სისხლად პირველი ჯგუფის სისხლი ითვლება, მეორე ადგილზე კი მესამე ჯგუფის სისხლია.
კოღოებს მეორე ჯგუფის სისხლი არ მოსწონთ. ხშირად ბავშვებსა და ორსულებს კბენენ, რადგან ისინი ნახშირორჟანგს უფრო დიდი რაოდენობით ამოისუნთქავენ. ამ თეორიის თანახმადაც, კიდევ ერთი რისკი ამიაკის, ოფლისა და ალკოჰოლის სუნია.


altაუცილებლად უნდა დააკვირდეთ ნაკბენს - კოღოს, ობობას და ტკიპას სხვადასხვა ნაკბენი და სხვადასხვა გართულება აქვს - სპეციალისტების რეკომენდაციები

altროგორ უნდა მოიხმაროთ სინამდვილეში კოღოს საწინააღმდეგო ფუმიგანტი, რომ ბავშვის ან მოზრდილის ჯანმრთელობაზე ცუდად არ იმოქმედოს


2442
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები