ბავშვის დაბადებას სიხაულთან ერთად რჩევა-დარიგებების მთელი ნიაღვარიც მოსდევს.
არ აქვს მნიშვნელობა, ითხოვეთ რჩევა თუ არა. „ექსპერტები“ ყოველთვის მოგძებნიან, თუნდაც ტელეეკრანებიდან და კომპიუტერის მონიტორებიდან.
განვიხილოთ ის არასწორი რჩევები, რასაც დედებს აძლევენ:
მან ცხრა თვე გაატარა თქვენს მუცელში. ამიტომ თბილად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს. თქვენი ხელები ამ წარმოუდგენელი ერთიანობის გაგრძელებაა და ამავე დროს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი რამ.
როგორც წესი, ბავშვები სიბრაზის გამო არ ტირიან და არ იციან ხალხით მანიპულირება.
ტირილი მათი კომუნიკაციის საშუალებაა და ის განსხვავდება საჭიროებებისა და სიტუაციების შესაბამისად.უგულებელყოფილი ჩვილი განიცდის მწვავე ტკივილს, რომელიც ტირილით გამოიხატება.
ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ წინაშე არის პატარა და დაუცველი ადამიანი, რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული მშობლებზე.