"ბავშვისთვის მისაღებია კარაქის როგორც 72%-იანი, ასევე 82%-იანი ვარიანტები და ნაღები" - როდის და რამდენი კარაქი უნდა მიიღოს ბავშვმა
"ბავშვისთვის მისაღებია კარაქის როგორც 72%-იანი, ასევე 82%-იანი ვარიანტები და ნაღები" - როდის და რამდენი კარაქი უნდა მიიღოს ბავშვმა
ნაღების კარაქი სასარგებლოა მისი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინ А-ს შემცველობის გამო. რა თქმა უნდა, შეიცავს ქოლესტერინს, როგორც ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მაგრამ გარკვეული დოზით ქოლესტერინიც საჭიროა ორგანიზმისთვის. ის ყველა უჯრედის მემბრანის კომპონენტია, ამიტომაც 4-5 თვიდან ის ბავშვის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს.
როგორც წესი, ნაღების კარაქი ბავშვის რაციონში ფაფებთან ერთად ჩნდება. თავიდან მოტკბო ვარიანტით დაიწყეთ, რომელშიც რძემჟავა ბაქტერიები არ შედის. საწყისი დოზა 4 გრამია (ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვზია), რომელიც ფაფაში უნდა დაუმატოთ. ერთი წლის ასაკისთვის დღიური დოზა 6 გრამამდე
გაზარდეთ. ამ დროს შესაძლოა პურზე წასმულიც მისცეთ. 1დან 3 წლამდე დღიური პორცია 15-20 გრამია, 3 წლის შემდეგ - 25-30 გრამი. ეცადეთ ეს ნორმა დღეში 2-3 კვებაზე გადააწილოთ, ერთბაშად ნუ მისცემთ.
სინათლის ან მაღალი ტემპერატურის გავლენით, კარაქში А ვიტამინის შემცვლეობა ქვეითდება, ამიტომ კარაქი მხოლოდ მაცივარში უნდა ინახებოდეს და კერძებშიც უშუალოდ კვების წინ უნდა დაუმატოთ.
არ არის გამორიცხული, ბავშვს კარაქზე ალერგია აღმოაჩნდეს, ისევე როგორც, სხვა რძის პროდუქტებს ახასიათებთ. ასევე უარყოფითად მოქმედებს კარაქის გადაჭარბებული მოხმარება, რაც ნივთიერებათა ცვლაზეც აისახება და ხელს უწყობს გაცხიმოვნებას.
mshoblebi
ბავშვისთვის მისაღებია კარაქის როგორც 72%-იანი, ასევე 82%-იანი ცხიმის შემცველი ვარიანტები, ასევე ნაღები (ე.წ. სლივკები), რომელიც შეგიძლიათ ფაფაში ან პიურეში დაუმატოთ.
სპრედის მიცემა ბავშვისთვის მიუღებელია. მისი
ორგანიზმი ვერ გაუმკლავდება სპრედის მრავალგვარ და რთულ შემადგენლობას.

276
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები