"მითია, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება შეწვის დროს არ შეიძლება... ის საუკეთესოა ზეთებს შორის"
"მითია, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება შეწვის დროს არ შეიძლება... ის საუკეთესოა ზეთებს შორის"

ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია ნებისმიერ ოჯახში. ამიტომ ამ პროდუქტის შესახებ ბევრი რამ გვაინტერესებს. ექიმი ზაზა თელია ზეითუნის ზეთის შესახებ საყურადღებო დეტალებს აზუსტებს. მისი, თქმით მცდარია აზრი, რომ ზეითუნის ზეთში შეწვა არ შეიძლება.
"ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის.
ის უპირატესად შედგება მონო-გაუჯერებელი ცხიმისგან - 73%, პოლი-გაუჯერებელი - 11%, გაჯერებული ცხიმები - 14%.
არსებობს მითი, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს.
ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონო-გაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს
ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანს-ცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა "ძლიერი შეწვა".
და ბოლოს - ბევრი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
ბოლო კვლევებით კი დადგინდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.
ასე რომ გამოიყენეთ საუკეთესო ზეთი - ზეითუნის" - წერს ზაზა თელია.

altწიპწის ზეთი, სიმინდის,ზეითუნის ზეთები ბავშვთა კვებაში - თემურ მიქელაძის სასარგებლო რჩევები მშობლებს, რომელი ზეთია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბავშვთა ასაკში

altყალბი ზეითუნის ზეთი: რა უნდა იცოდეთ მასზე


1280
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნინო
0
ძალიან კარგი ინფორმაციაა, იმედია ახლა მაინც დაიჯერებენ და მეტად მოიხმარს ყველა ზეითუნის ზეთს. ცოტა ძნელია ნამდვილი ზეითუნის ზეთის შოვნა, ისე ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობს და საქართველოს თავისი უნდა ქონდეს. ცოტა კი არის.
14:55 / 14-06-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია