ბავშვზე სექსუალური ძალადობა, მისი რისკები, მითები და პრევენცია (ინფორმაცია სანდო და ავტორიტეტული წყაროებიდან)
ევროპაში ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთი რაიმე სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
ბავშვზე სექსუალური ძალადობა მოიცავს: სექსუალური ხასიათის შეხებას, გაუპატიურებას, სექსუალურ შევიწროებას, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩასადენად ბავშვის მიტყუებას, ექსჰიბიციონიზმს, პროსტიტუციასა და პორნოგრაფიაში ექსპლუატაციას, ონლაინ სექსუალურ გამოძალვას, იძულებას და ა.შ.
70%-დან 85%-მდე ბავშვი იცნობს მოძალადეს. ბავშვების დიდი უმრავლესობა იმ ადამიანების მსხვერპლია, რომელთაც ისინი ენდობიან.
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც გოგონა, ისე ბიჭი.
დაახლოებით სამიდან ერთი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არასოდეს უყვება ვინმეს ამის შესახებ, რადგან:
აქვს შიში, რომ არ დაუჯერებენ ან შიში შედეგების მიმართ - მუქარის აღსრულება და ა.შ. ზოგიერთ ბავშვს არ შეუძლია ამოიცნოს ძალადობა ძალიან მცირე ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან ინფორმაციის არქონის გამო შეიძლება ჰქონდეს სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა არ იცის, ვის უამბოს ზოგიერთ ბავშვს შეიძლება ეგონოს, რომ მოძალადესთან „ურთიერთობაში“ არაფერია უჩვეულო, რადგან ის ძალიან ახლობელი და მისთვის სანდო ადამიანი იყოს
რეალობა: ბავშვები იშვიათად ტყუიან იმის შესახებ, რომ მათ მიმართ ხორციელდება ძალადობა. უფრო პირიქით, მათ შეიძლება შეამცირონ ძალადობის ბუნება და ხარისხი, რადგან ეშინიათ მოძალადისა და აგრეთვე შიშობენ, რომ მათ ვერ გაუგებენ ან დაადანაშაულებენ.
მითი N2 - ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას უმეტესწილად ბავშვისთვის უცხო, უცნობი ადამიანები ახორციელებენ.
რეალობა: ხშირ შემთხვევაში (შემთხვევათა 75-90%) ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ახორციელებენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვები კარგად იცნობენ და ენდობიან.
მითი N3 - სექსუალური ძალადობა მხოლოდ ერთხელ ხდება.
რეალობა: ხშირად ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია, რომლის დროსაც მოძალადე სარგებლობს ბავშვთან დამყარებული ახლო ურთიერთობით, ბავშვის ნდობით. ხშირად უშუალოდ სექსუალურ ქმედებებში ბავშვის ჩართვას წინ უსწრებს სექსუალური ელფერის ხანგრძლივი “მოსამზადებელი” პერიოდი.
მითი N4 - სექსუალური ძალადობა იწყება პუბერტატულ (მოზარდობის) ასაკში.
რეალობა: სექსუალური ძალადობა შეიძლება განხორციელდეს, როცა ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკშია. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ითვლებიან მაღალ რისკჯგუფად. ყველაზე ხშირად ძალადობას განიცდიან 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები.
მითი N5 - ბავშვს აზიანებს მხოლოდ სქესობრივი აქტი.
რეალობა: ბავშვისთვის საზიანო და ტრავმის გამომწვევია სექსუალური ძალადობის ნებისმიერი ფორმა. ეს ზიანი მას შეიძლება მოზრდილ ცხოვრებაშიც გაჰყვეს.
შეიძლება სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირი იყოს ოჯახის წევრი, ოჯახის ახლობელი ან სრულებით უცნობი.
მოძალადე ხშირად სხვათაგან არაფრით გამოირჩევა ან შეიძლება ისეთი ადამიანიც იყოს, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს.
ზოგ შემთხვევაში მოძალადე შეიძლება იყოს (თუმცა, აუცილებელი არაა) ადამიანი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეესაბამება შემდეგ კრიტერიუმებს:
არაბუნებრივი ლტოლვა აქვს, ბევრი დრო გაატაროს ბავშვებთან; წარსულში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომლებიც, შესაძლოა, სექსუალურ ძალადობასთან იყოს დაკავშირებული; ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო; მოიხმარს პორნოგრაფიულ მასალას; ნარკოტიკის ან ალკოჰოლის მომხმარებელია და ა.შ. ამ კატეგორიის ადამიანები ბავშვის მისაზიდად შეიძლება სხვადასხვა სტრატეგიას იყენებდნენ: ხშირი საჩუქრები, მზრუნველობა, ყურადღება ან შანტაჟი, მუქარა. ზოგ შემთხვევაში, საერთოდ მინიმუმამდე დაჰყავთ ვერბალური კონტაქტი და ირჩევენ მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებთანაც არ მოუწევთ კომუნიკაცია.
ხშირად ჰკიდებს ხელს თავის გენიტალიებს; აგრესიულად, გაღიზიანებულად ან ძალიან სევდიანად თამაშობს მამაკაცის/ქალის როლებს; სძულს თავისი ან საპირისპირო სქესი; თავისი სხეული არ უყვარს; ხშირად ამბობს, რომ მისი სხეული უშნოა ან ბინძურია; დაჟინებით ინტერესდება სექსუალური ქმედებებით, მალულად ცდილობს შეეხოს სასქესო ორგანოებს, ინტიმურ ადგილებს; მოითხოვს, რომ სხვები მას შეეხონ. `სექსუალურად უცნაურად~ იქცევა _ `აცდუნებს~ მოზრდილს; ითხოვს, რომ ადამიანებმა ტანსაცმელი მთლიანად გაიხადონ, ძალდატანებით ხდის სხვებს. ასაკისათვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნა აქვს; უცნობ ადამიანებს პირდაპირ უსვამს სხვადასხვა სექსუალური შინაარსის შეკითხვებს; ჩაცმაზე უარს ამბობს. ტანზე მალულად იხდის. უარს ამბობს, მარტო დატოვოს ადამიანები სააბაზანოში/ტუალეტში; სხვა ადამიანების თანდასწრებით გახდა (ექიმის, თანატოლების, ფიზკულტურის გაკვეთილზე და ა.შ.) ეშინია; საჯაროდ, გამომწვევად ეწევა მასტურბაციას, ითრევს ამაში სხვა ბავშვებს; სხვა ბავშვებთან, ცხოველებთან ან სათამაშოებთან სქესობრივი აქტის და/ან ორალური სექსის იმიტაციას ახდენს; ეშინია გარკვეული სპეციფიკური ადგილების, როგორიცაა სააბაზანო ან საწოლი; დარღვეულია ძილი _ ეშინია დაძინება, სიზმარში კოშმარებს ხედავს, ძალიან მოუსვენრად ძინავს, ძილში წრიალებს, ტირის; პასიურია, შებოჭილი. არ არის სპონტანური. მაგ., ფიზკულტურის გაკვეთილებზე ზის სწორად, გამართული, დაძაბული, ფეხებმიტყუპებული, მაშინ როცა სხვა ბავშვები სპონტანურად დარბიან, ყვირიან. უცნაურად მოძრაობს, თითქოს ცდილობს ფეხები ერთმანეთს არ დააშოროს; განსაკუთრებულ მოუსვენრობას გრძნობს და აშკარად ეშინია, როცა სთხოვენ დაწვეს ზურგზე; ეშინია, გაურბის შეხებას, განსაკუთრებით მოზრდილი ადამიანებისაგან, შეხებისას თითქოს ქვავდება. გადაადგილებისას მთელი ტანით მოჭიმულია, დაძაბული. კალთაში ჩაჯდომისას თავს უხერხულად გრძნობს; როცა ეძახიან, მოდის და ჯდება, თუმცა დაძაბულია. ზოგიერთ ბავშვს ქცევის ჩამოთვლილი ნიშნებიდან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე შეიძლება შევამჩნიოთ. ერთი ცალკე აღებული ნიშანი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გავაკეთოთ დასკვნა სექსუალური ძალადობის შესახებ.
საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტს არ სჯერა, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირები შეიძლება იყვნენ მშობლები ან ოჯახის წევრები. უმეტესობა ფიქრობს, რომ ასეთი დანაშაული შეიძლება ჩაიდინონ ნაცნობებმა, ოჯახის მეგობრებმა და უცხო პირებმა. საქართველოში საზოგადოების 42% მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი ალბათობით ბავშვზე შესაძლო სექსუალური ძალადობის „ეჭვმიტანილები“ უცხო პირები არიან, ხოლო მეორე ადგილზე არიან ოჯახის მეგობრები და ნაცნობები (35%). მშობლების მხრიდან ასეთი ძალადობის შესაძლებლობა დაუშვა 5%–მა, ხოლო ოჯახის სხვა წევრების მხრიდან – 10% -მა. ეს შეხედულება ეწინააღმდეგება გლობალურად არსებულ ფაქტობრივ მონაცემებს იმის შესახებ, რომ ყველაზე ხშირად ასეთ დანაშაულს სჩადიან ოჯახის წევრები და ნაცნობები. მოსახლეობის დამოკიდებულება ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ რა სახის იყო ძალადობა. მოსახლეობის 85% მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80% ფიქრობს, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს. მათგან ყოველი მესამე ამას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. საქართველოში მოსახლეობის 84%–მა ვერ შეძლო სექსუალური ძალადობის ყველა ფორმის სწორად ამოცნობა. თითქმის 30% მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ქალები თვალს ხუჭავენ, როცა მათი პარტნიორები სექსუალურად ძალადობენ ბავშვებზე ოჯახში. „საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევის“ შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ქალების 78.3% ოჯახს „საიდუმლო ადგილად“ მიიჩნევს, საიდანაც გარეთ არაფერი უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოხდეს.
ლანზაროტის კონვენცია
2014 წელს საქართველომ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის ევროპის საბჭოს ე.წ. ლანზაროტის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. კონვენციის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენცია და მათ წინააღმდეგ ბრძოლა.
კონვენციის თანახმად, მიერთებულმა ქვეყნებმა უნდა გაატარონ აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა სახის ზომები ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სექსუალური ბოროტმოქმედების ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისა და ბავშვთა დაცვის მიზნით.
კერძოდ:
სხვადასხვა სფეროში დასაქმებული იმ პირების ცნობიერების ამაღლება და ცოდნით აღჭურვა, რომლებსაც რეგულარული კონტაქტი აქვთ ბავშვებთან, გარდა ამისა, ისინი არ უნდა იყვნენ წარსულში ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი. დაწყებით და საშუალო საგანმანათლებლო ეტაპებზე ბავშვების ასაკის შესაბამისად ინფორმირება სექსუალური ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის რისკის, აგრეთვე თავდაცვის საშუალებათა შესახებ. მშობლებთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ მიწოდებული ამგვარი ინფორმაცია ბავშვებს უნდა გადაეცეთ სექსუალობის შესახებ ინფორმაციის ფართო კონტექსტში და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს სარისკო სიტუაციებზე, განსაკუთრებით, ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას. პროგრამები ან ღონისძიებები, რომლებიც შემუშავებულია დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასებისა და პრევენციისათვის. ცნობიერების ამაღლების კამპანია, ფართო საზოგადოებას ინფორმირება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის ფენომენის, ასევე მათ წინააღმდეგ მისაღები ზომების შესახებ. ბავშვების მონაწილეობა სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამებისა თუ სხვა ინიციატივების შექმნასა და განხორციელებაში, მათივე განვითარების შესაბამისად, რაც მათ სექსუალურ ექსპლუატაციასა და მათ მიმართ სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. კერძო სექტორის, განსაკუთრებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ტურიზმსა და სამოგზაურო ინდუსტრიის, ასევე, საბანკო და საფინანსო სექტორების, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაში, ასევე შიდა ნორმების განხორციელებაში, თვითრეგულირებისა და თანარეგულირების გზით. მედიის ხელშეწყობა, რომ მან გაავრცელოს საჭირო ინფორმაცია ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის ყველანაირი გამოვლინების შესახებ, მედიის დამოუკიდებლობისა და პრესის თავისუფლების სათანადო პატივისცემით. ისეთი პროექტებისა და პროგრამების დაფინანსების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი ფონდების შექმნის ხელშეწყობა, რომლებსაც განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან დაცვის მიზნით.
ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისგან და ნებისმიერი სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან. აკრძალულია ბავშვის იძულება, ჩაებას რაიმე სექსუალურ მოქმედებაში. აკრძალულია პროსტიტუციასა და სხვა სექსუალურ მოქმედებაში ბავშვის ჩაბმა. აკრძალულია პორნოგრაფიულ საქმიანობაში, პორნოგრაფიული ხასიათის მასალების დამზადებაში, რეკლამირებაში, გავრცელებაში, გადაცემაში, მიღებაში, ექსპორტსა და იმპორტში, ამ მასალებით ვაჭრობაში ბავშვის ჩაბმა. სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს სექსუალური ექსპლუატაციისგან ან სხვა ფორმის სექსუალური ძალადობისგან ყველა ბავშვის, მათ შორის, გოგონებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, დასაცავად. მუხლი 60. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია
სახელმწიფო იღებს შესაბამის ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომებს ბავშვის ექსპლუატაციის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიის, ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის საზიანო ძალადობის ყველა ფორმის ეფექტიანი პრევენციისთვის. სახელმწიფო იღებს ბავშვის ფიზიკური დასჯის, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას. ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის: ა) საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აკრძალვის, მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვისა და სხვა კონკრეტული სამართლებრივი გარანტიების შექმნით; ბ) მშობლისა და ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირის მხარდაჭერა აღზრდის პოზიტიური, არაძალადობრივი მეთოდებისა და უნარების განვითარებით, სოციალურ-ეკონომიკური დახმარების, კონსულტაციის გაწევით და ინფორმაციის მიწოდებით; გ) განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სპორტის, კულტურისა და მართლმსაჯულების სფეროებში ბავშვთან და ბავშვის საკითხებზე მომუშავე პირების სპეციალიზებული სწავლება და ინფორმირება, მათ შორის, ბავშვისთვის უსაფრთხო და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნისა და ძალადობის შემცველი სოციალური ნორმების შეცვლის მიზნით; დ) ბავშვის მიმართ ძალადობის რისკების, ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების საკითხებზე საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში; ე) სხვადასხვა ფორმის ძალადობის აღმოფხვრის მიზნით პოლიტიკის დოკუმენტების, პროგრამებისა და ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში ბავშვის მონაწილეობის ხელშეწყობა; ვ) ბავშვის ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმის პრევენციის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში კერძო სექტორის, მათ შორის, ტურიზმის, საბანკო და საფინანსო ორგანიზაციების, მონაწილეობის ხელშეწყობა; ზ) ბავშვის ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმის ყველა ასპექტის გაშუქებასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაში მედიის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა ბავშვის პირადი ცხოვრების, კონფიდენციალურობის პრინციპისა და სხვა ეთიკური სტანდარტების დაცვით; თ) სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური სახსრებით, ამ ორგანიზაციების მიერ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით. 4. სახელმწიფო ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბავშვის ძალადობის ხელშემწყობი ფაქტორების, მათ შორის, სხვადასხვა სახის სოციალური საფრთხის, სიღარიბის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის აღმოსაფხვრელად.
5. სახელმწიფო შეიმუშავებს და ახორციელებს ძალადობის პრევენციისკენ, მოძალადის ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლისა და ძალადობრივი ქცევის მიზეზის აღმოფხვრისკენ მიმართულ სამედიცინო და ფსიქოსოციალური თერაპიისა და კონსულტაციის პროგრამებს.
მოამზადა თაია მახარაშვილმა
საგანმანათლებლო და ინფორმაციული ხასიათის ბმულები მშობლებისა და ბავშვებისთვის:
კიკო და ხელი - https://rm.coe.int/-/168092d620
ქვედა საცვლის წესი - https://rm.coe.int/-/168092d622
უთხარით, ვისაც ენდობით - https://rm.coe.int/-/168092d621
ციფრული მშობლობა (ქართული სუბტიტრებით) - https://vimeo.com/316775086
ბავშვის აღზრდა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში - https://rm.coe.int/-/1680934a23
როგორ ველაპარაკოთ ბავშვს ამ საკითხზე - http://phf.org.ge/.../seqsualuri-dzaladoba-rogor.../
წყაროები:
https://www.coe.int/.../responding-to-child-sexual...
http://phf.org.ge/.../reso.../seqsualuri-dzaladoba-bavshvze/