როგორ გაზარდეს ღარიბმა მშობლებმა მომავალი მილიონერები და რა ჩვევები ჩაუნერგეს ბავშვობიდან - მდიდრებსა და ღარიბებზე ჩატარებული კვლევის შედეგები - მშობლები

როგორ გაზარდეს ღარიბმა მშობლებმა მომავალი მილიონერები და რა ჩვევები ჩაუნერგეს ბავშვობიდან - მდიდრებსა და ღარიბებზე ჩატარებული კვლევის შედეგები

2021-07-08 18:34:40+04:00

ამერიკელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ტომას კორლიმ 5 წლის განმავლობაში შეისწავლა ინფორმაცია წარმატებული ადამიანების ბავშვობაზე, მათ ჩვევებსა და სოციალურ ფაქტორზე. 233 შეძლებულ ადამიანს დააკვირდა, რომლებმაც დამოუკიდებლად მიაღწიეს ფინანსურ წარმატებას. ასევე, კვლევაში მონაწილეობდა 128 ღარიბი ადამიანი. შედეგად, კორლიმ დაადგინა, რას აკეთედნენ მილიონრების მშობლები, რის გამოც მათმა შვილებმა ასეთ წარმატებას მიაღწიეს. დაკვირვების შედეგად აღმოჩენილ რჩევებს გთავაზობთ:

ბევრი იკითხეთ

mshoblebi მილიონერი ადამიანების მშობლების 63% შვილებს სთხოვდა, რომ ბავშვობიდან რეგულარულად წაეკითხათ ლიტერატურა. ყოველთვე მინიმუმ ორ წიგნს კითხულობდნენ ისტორიაზე, მეცნიერებაზე, წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიასა და განვითარების გზებზე.

არ ითამაშოთ აზარტული თამაშები

mshoblebi მომავალი მილიონრების დედა და მამა, როგორც წესი, არასდროს თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს, არ იღებდნენ მონაწილეობას ლატარიებში, არ სტუმრობდნენ კაზინოებს. ამიტომაც, ბავშვებს, რომლებმაც მშობლებისგან კარგი მაგალითი მიიღეს, არც ერთი დღით დაუხარჯავთ ფული უმიზნოდ და უსარგებლოდ.

სცადეთ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით

mshoblebi მომავალი მილიონრების 82%-ს ბავშვობაში კონკრეტული ოცნება ჰქონდა, რომლისკენაც მიისწრაფვოდნენ. ყველაზე წარმატებულები საქმეს, რომელიც ძალიან უყვარდათ, მალევე პოულობდნენ. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მშობლებს ჰქონდათ. ისინი გამუდმებით მოუწოდებდნენ შვილებს, რომ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, მოესინჯათ საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით.

იკვებეთ ჯანსაღად

mshoblebi ბავშვები იმას ჭამენ, რასაც მშობლები. კვებითი ჩვევები ადრეულ ასაკში ყალიბდება. კორლის ექსპერიმენტში ჩართული ადამიანებიდან მხოლოდ 21% იყო ჭარბწონიანი. დანარჩენები ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდნენ.

დაკავდით სპორტით

mshoblebi გამოკითხული მილიონრების 95% კვირაში ოთხი დღე, მინიმუმ ნახევარი საათი მაინც დადიოდა სავარჯიშო დარბაზში. ყოველდღიური ვარჯიში ტვინისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ამიტომაც, მშობლებმა უნდა იფიქრონ, რომ თავადაც დაკავდნენ სპორტით, რათა შვილებისთვის მაგალითი იყვნენ.

ნუ დახარჯავთ დროს ტელევიზორის ყურებისათვის

მდიდრების 63% კორლის ექსპერიმენტში ამბობდა, რომ დღეში ერთ საათზე ნაკლებს ატარებდა ინტერნეტში დასვენებისა თუ გართობის მიზნით. 67% დღეში ერთ საათზე ნაკლებ დროს ატარებდა ტელევიზორთან. მხოლოდ 9% უყურებდა რეალითი შოუებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა გააკონტროლონ და მკაცრად შეზღუდონ ეკრანთან გატარებული დრო.

მხარი დაუჭირეთ თქვენს შვილებს

mshoblebi მილიონრების მშობლების უმეტესობა ჩართული იყო სასკოლო ცხოვრებაში, ხშირად ჰქონდათ მასწავლებელთან კომუნიკაცია, ეხმარებოდნენ შვილებს გაკვეთილებისა თუ დავალებების მომზადებაში. ზოგადად, ბავშვებს ყველაფერში მხარს უჭერდნენ და ამხნევებდნენ.

ისწავლეთ ფულთან ურთიერთობა

mshoblebi იმ წარმატებული ადამიანების 73%, რომლებიც კორლიმ შეისწავლა, ბევრად ნაკლებს ხარჯავდნენ, ვიდრე გამოიმუშავებდნენ. ისინი ასე გამდიდრდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორი ჩვევები ბავშვობიდან ჩამოუყალიბეს მშობლებმა.

სწორად აირჩიეთ მეგობრები

წარმატებული ადამიანების თითქმის 80% დროის დიდ ნაწილს უთმობდა იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც სულით ენათესავებოდნენ. როგორც წესი, ისინი ოპტიმისტი და სიცოცხლით სავსენი იყვნენ. გარემოცვაზე წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული. ამიტომ, მშობლები ამ მხრივ ყურადღებით უნდა იყვნენ, გაიგონ, ვის ემეგობრებიან შვილები და რა გავლენას ახდენენ ისინი მათზე.

მიიღეთ სამუშაო გამოცდილება

mshoblebi მილიონრების 92% ამბობდა, რომ წარმატებისთვის ყოველდღიურად უწევდათ მძიმე შრომა, შეუპოვრობა და მიზანდასახულობა. ასე რომ, მოზარდსაც შეუძლია გარკვეული ასაკიდან ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს სკოლის შემდეგ თუ არდადეგებზე.

იპოვნეთ უფროსი მეგობარი და მოუსმინეთ

mshoblebi ბევრმა წარმატებულმა ადამიანმა კორლის უთხრა, რომ წარმატების მიღწევაში უფროსი მენტორისა თუ მეგობრის ჭკვიანური რჩევები გამოადგა. ასეთი მენტორი შეიძლება იყოს მშობელი, სკოლის მასწავლებელი, სპორტული მწვრთნელი და ა.შ.