როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ თქვენი შვილი განსაკუთრებულად ნიჭიერია - მშობლები

როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ თქვენი შვილი განსაკუთრებულად ნიჭიერია

2021-07-09 17:01:35+04:00

არსებობენ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები, რომლებსაც კონკრეტულ ასაკში შეუძლიათ ის, რასაც ჩვეულებრივ, სხვები ვერ აკეთებენ. გთავაზობთ ნიშნებს, თუ როგორ შეიძლება ამოიცნოთ, რომ ბავშვს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს:

სწრაფი განვითარება

mshoblebi ნიჭიერი ბავშვები უფრო სწრაფად გადიან ყველა საკვანძო ეტაპს, ვიდრე მათი თანატოლები. მაგალითად, ისინი ძალიან ადრე იწყებენ ლაპარაკს, ლექსიკური მარაგი კი სწრაფად ივსება. ორი წლის ასაკისთვის შეუძლიათ, რთული წინადადებები შეადგინონ და ამ ფორმით ჩამოაყალიბონ აზრი. შეიძლება ეს პროცესი უფრო ადრეც დაიწყოს.

ადრეულ ასაკში განვითარებული დაკვირვების უნარი

mshoblebi ასეთი ბავშვები სწრაფად აფიქსირებენ გონებაში იმას, რასაც შეიძლება ჩვეულებრივ, მათი თანატოლები ყურადღებას არ აქცევენ, ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმახსოვრებენ. მაგალითად, მათ შეიძლება შეამჩნინონ, რომ სახლთან ავტობუსი ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოდის ან კიდევ დააკვირდნენ და დაიმახსოვრონ, სათამაშო მანქანაზე ზუსტად რამდენი კუბიკი ეტევა.

დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა

mshoblebi ნიჭიერ ბავშვებს მხოლოდ ის არ აინტერესებთ, რა ხდება მათ გარშემო, მათი ცნობისმოყვარეობა უფრო შორს მიდის, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს იკვლევენ, ამის გამო უამრავ შეკითხვას სვამენ და ხშირად, მშობლებს მოთმინებაც აღარ ჰყოფნით. შეკითხვა შეიძლება ყველაფერს შეეხებოდეს, დედამიწაზე არსებული ძუძუმწოვრების ცხოვრების სტილიდან დაწყებული, ტოსტერის აგებულებით დამთავრებული.

საყვარელი თემა, რომელზეც ყველაფერი იციან

mshoblebi ნიჭიერი ბავშვები ხშირად ირჩევენ ინტერესის სფეროს და უამრავ ინფორმაციას იძიებენ. მაგალითად, თუ დინოზავრებით არიან დაინტერესებულნი, მათი ლათინური სახელების დასახელებას წამებში შეძლებენ. თუ ინტერესის სფეროა, მათ შეუძლია, განმარტონ, როგორ მუშაობს ავტომობილის ძრავა და ასე შემდეგ.

უპირატესობას უფროსებთან ან ასაკით უფროს ბავშვებთან ურთიერთობას ანიჭებენ

mshoblebi განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვებს შეიძლება თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდეთ, რადგან ისინი განვითარების სხვა ეტაპზე არიან და ინტერესებიც განსხვავებული აქვთ. ასეთ ბავშვებს ხშირად ბეზრდებათ სკოლა, რადგან სწავლება მათთვის ძალიან მარტივია, ამიტომაც ცდილობენ, უფროსებთან ჰქონდეთ კომუნიკაცია.

ფოკუსირების უნარი და მიზანდასახულობა

mshoblebi ასეთ ბავშვებს ძალიან დიდი გამძლეობა და მიზანდასახულობა აქვთ, რომ წამოწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ, საუკეთესო ხარისხით. ისინი ნაკლებად ერთობიან ტელევიზორით, ვიდეოთამაშებით ან კიდევ სოციალური ქსელებით.

ლიდერული თვისებები

mshoblebi ინტელექტუალური შესაძლებლობების ადრეული განვითარებისა და ორგანიზების ბუნებრივი ნიჭის წყალობით, ასეთი ბავშვები ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ლიდერულ პოზიციაზე თანატოლთა შორის. უფრო თავდაჯერებულები არიან, შეუძლიათ საკუთარი ქცევის გაკონტროლება და ხშირად ეფექტურ გზასაც პოულობენ პრობლემის გადასაჭრელად.

ადრე იწყებენ კითხვას

mshoblebi განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვები ძალიან ადრე იწყებენ კითხვას, თანატოლებთან შედარებით. ბევრი მათგანი კარგ მკითხველად ყალიბდება და მზად არიან, მთელი თავისუფალი დრო ამ პროცესს დაუთმონ.

ორიგინალური აზროვნება

mshoblebi განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს არა მხოლოდ იმაზე მეტი ესმით, ვიდრე მათ თანატოლებს, არამედ აქვთ უნარი, საკუთარი არასტანდარტული მიდგომა წარადგინონ პრობლემის გადასაჭრელად. ახალგაზრდა გენიოსები სამყაროს შემოქმედებითად უყურებენ და ბევრი განსხვავებული იდეა აქვთ.

ისინი არასრულყოფილები არიან

mshoblebi არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებიც ბავშვები არიან. მათაც შეიძლება დაუშვან შეცდომები, ცუდად მოიქცნენ და სტანდართული ქცევა გამოავლინონ. შეიძლება მათემატიკაში გენიოსი იყოს, მაგრამ სპორტს ვერ იტანდეს, ან კიდევ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი იყოს და კითხვა არ უყვარდეს. მშობლებმა ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ და შვილები ზედმეტად არ უნდა დასტრესონ. ხოლო იმ ნიჭის განვითარებას, რომელიც აქვს მათ შვილს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი და კარგი გარემო შეუქმნან შვილს.