დღეში რამდენი ჭიქა წყალი უნდა მიიღოს ბავშვმა 3 წლიდან 18 წლამდე - ამის შესახებ ექიმმა ნუტრიციოლოგმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარი მალაზონიამ გადაცემაში "პირადი ექიმი" ისაუბრა. ეს მონაცემები ეყრდნობა აშშ-ის ნუტრიციისა და დიეტეტიკის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ნორმებს. საჭირო წყლის რაოდენობა მოცემულია ჭიქათა რაოდენობის მიხედვით და გოგონებისა ბიჭებისთვის ეს ნორმები ოდნავ განსხვავდება.