გონების დაბინდვა, გულის შეტევა, თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობის შეფერხება - რა უხილავ გავლენას ახდენს ცხელი ამინდები ჩვენს ჯანმრთელობაზე
გონების დაბინდვა, გულის შეტევა, თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობის შეფერხება - რა უხილავ გავლენას ახდენს ცხელი ამინდები ჩვენს ჯანმრთელობაზე
ანომალიური სიცხეები ზაფხულობით მხოლოდ დისკომფორტის მომტანი არ არის. სიცხეს თან ახლავს თბური ტალღები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უხილავ გავლენას ახდენს. რა შეუძლია დაუშაოს ჩვენს ორგანიზმს გარემოს მაღალმა ტემპერატურამ და როგორ დავიცვათ ამ დროს ჩვენი ჯანმრთელობა.

  • სიცხეში გადაჭარბებული ოფლიანობის გამო ირღვევა წყლისა და მარილის ბალანსი, რაც კუნთების უჯრედების კვებას აუარესებს და საერთო ჯამში შრომისუნარიანობას უქვეითებს ადამიანს.
  • ზრდის გულის შეტევათა სიხშირეს.
  • თუ ღამის ტემპერატურა აჭარბებს 22-24 გრადუსს, დღის ტემპერატურა კი ბევრად მაღალია 32-34 გრადუსზე, ორგანიზმი თავის ნორმალურ ტემპერატურას ვეღარ იბრუნებს და თანდათან იფიტება იმის გამო,
    რომ მუდმივად უწევს
    ადაპტაცია და შეგუება ამ პირობებთან.
  • მზის ან სითბურმა დაკვრამ შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის მომატება, პულსის გახშირება, თავბრუსხვევა და გულისრევა. შესაძლებელია გონების დაკარგვაც და ცნობიერების დაბინდვაც გამოიწვიოს.
  • დღის ყველაზე ცხელ პერიოდში სითხეების მიღებას მოერიდეთ. მართალია, ცხელ ამინდებში ბევრი წყალი უნდა მიიღოთ, თუმცა ეცადეთ სითხის ძირითადი რაოდენობა დილასა და საღამოს დალიოთ. ამ დროს ორგანიზმი მას ქსოვილებში მოიმარაგებს. ყველაზე ცხელ საათებში წყალზე მეტად სითხის შემცველი საკვები - ხილი და ბოსტნეული დაგეხმარებათ - პამიდორი, საზამთრო, კიტრი...
  • მხოლოდ ონკანი წყლის სმა საკმარისი არ არის. პერიოდულად მინერალური წყალი მიიღეთ, რომელიც კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს შეიცავს. სიცხით შეწუხებულ ორგანიზმს მხოლოდ სითხის შევსება კი არა, ოფლთან ერთად გამოდევნილი მინერალური მარილების აღდგენაც  ესაჭიროება.
  • ტკბილი, გაზიანი
    სასმელები სასარგებლო არცერთ სეზონზე არაა, მაგრამ განსაკუთრებით ცხელ დღეებში კიდევ უფრო შეიკავეთ თავი მათი მიღებისგან. ისინი გაგრილებაში არ გეხმარებათ. არც წყურვილს მოგიკლავენ. პირიქით, თირკმელებს და ღვიძლს სამუშაოს ურთულებენ. ეს კი რისკია ორგანიზმისთვის, რადგან ანომალიური სიცხის დროს თირკმელებზე დატვირთვა ისედაც იზრდება.
  • ცხელ დღეებში პატარა პორციებად იკვებეთ და საკვების მიღებიდან ნახევარი საათი წყალს ნუ დალევთ. შემდეგ კი პატარა ყლუპებად მიირთვით, წყლის დიდ მასას ერთბაშად ნუ ჩაუშვებთ კუჭში.
  • ძლიერ სიცხეში გახურებული სხეულით ცივ წყალში ნუ შეცურავთ. სხეულის ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა გამოიწვიოს. წყალში შესვლამდე ცოტა ხანი ჩრდილში გაგრილდით.
  • შხაპის მიღებისას ნელთბილი წყალი გამოიყენეთ და ჰაერი გრილი მოგეჩვენებათ.
  • თუ მზეზე ყოფნა გარდაუვალია, თავზე სველი ხელსახოცი დაიფინეთ. თან კი მინერალური წყალი იქონიეთ.
  • სიცხეში ეცადეთ, სადაც კი საშუალება მოგეცემათ, ფეხშიშველმა იაროთ, თუნდაც მიწაზე. ეს სისხლის ცირკულაციას ხელს შეუწყობს და ორგანიზმის საერთო ტონუსი მოიმატებს. ფეხის გულებზე ისეთი აქტიური წერტილები მდებარეობს, რომლებიც სხვადასხვა ორგანოს მუშაობაზე ახდენენ გავლენას.
  • სიცხეში მერიდეთ ტონალურ კრემებსა და თხევად პუდრებს. ისინი სახის ფორებს ახშობენ, რაც სახის კანზე ბევრ გართულებას იწვევს.
  • ცხელ დღეებში განსაკუთრებით დიდ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს მოწევა და ალკოჰოლური სასმელების მიღება.
დაიმახსოვრეთ:
  1. არასოდეს დატოვოთ ბავშვი ჩაკეტილ მანქანაში. არ ჩასხდეთ გახურებულ მანქანაში მანამ, სანამ ცოტას არ გაანიავებთ ან კონდენციონერით არ გააგრილებთ.
  2. თუ იგრძენით სისუსტე, თავმბრუსხვევა, კუნთების მტკივნეული შეკუმშვა, სასწრაფოთ გადადით გრილ ადგილას და წყალი დალიეთ. თუ ერთ საათში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, სამედიცინო დახმარებას მიმართეთ.
  3. ხშირ-ხშირად მოიკითხეთ ხანში შესული ადამიანები, რომლებიც ცხელ ზაფხულს მარტონი ატარებენ.
  4. თუ გრძნობთ, რომ სიცხისგან ითენთებით, კისერზე, თავზე და იღლიებში სველი ტილო დაიფინეთ. გადაივლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი (25-30 გრადუსი).
  5. ადამიანისთვის სიგრილის მინიმალური ტემპერატურაა 18 გრადუსი, ხოლო სიცხის - 23 გრადუსი. ზამთარია თუ ზაფხული, 18-23 გრადუსი არის ადამიანისთვის ყველაზე კარგი ტემპერატურა. რა თქმა უნდა, ორგანიზმი ამაზე მეტი ტემპერატურის პირობებშიც აგრძელებს მუშაობას, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით.
  6. გასაგრილებლად ეფექტურია, თუ ძალიან თხელი, ნატურალური ქსოვილის სამოსს დაასველებთ, გაწურავთ და ისე ჩაიცვამთ. საუბარია ნატურალური „შიფონის“ ან ბამბის ძალიან თხელ ქსოვილებზე.

alt"11:00-დან 20:00 საათამდე ფანჯრები დახურული უნდა იყოს" - რით ემუქრება სითბური ტალღები ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობას

alt"დაკიდეთ სახლში სველი პირსახოცები, გამორთეთ ელექტრობა..." - როგორ ვებრძოლოთ სიცხეს სახლში


20987
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია