უამრავი ადამიანი, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნავს, ცდილობს, დღის განმავლობაში ბევრი წყალი დალიოს. ვინაიდან წყლის სმა ერთ-ერთ საუკეთესო ჩვევად დასახელდა, მასთან დაკავშირებით ბევრი მითი და გადაჭარბებული წარმოდგენაც გავრცელდა.
გთავაზობთ წყლის სმასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს.
შეცდომაა, როცა ფიქრობთ, რომ წყლის მიღება მხოლოდ სუფთა წყლის დალევით შემოიფარგლება. წყლის მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ, ყველანაირი სითხე, რაც დღის განმავლობაში მივირთვით: ჩაი, ყავა, წვენებიც და წვნიანიც. ალკოჰოლი და გაზიანები სასმელები ამ ჩამონათვალში არ შედის.
მითია ისიც, რომ დღეღამეში აუცილებლად 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ. სინამდვილეში წყლის ნორმა ინდივიდუალურია. მაგალითად, მამაკაცმა, რომელიც საშუალო ფიზიკურ დატვირთვას ეწევა, საკუთარი სხეულის ყოველ კილოგრამზე 35 მილილიტრი წყალი უნდა მიიღოს, ქალმა კი - 25-30 მილილიტრი. სხვა არის ჭარბწონიან და მცირეწონიანთა ნორმაც.
ასევე ზედმეტი იმედები უკავშირდება წყალს წონის კლების საკითხშიც. წყალი წონაში არ აკლებინებს, უბრალოდ, ეხმარება ამ პროცესს. კლების მთავარი საწინდარი კი სწორი კვება და ფიზიკური აქტივობაა. წყალი, უბრალოდ, დაგეხმარებათ, რომ დიეტისგან მაქსიმალურად კარგი ეფექტი მიიღოთ.