ბავშვს რომ ლუკმა არ გადასცდეს - ექიმ კომაროვსკის პრაქტიკული რეკომენდაციები
ბავშვს რომ ლუკმა არ გადასცდეს - ექიმ კომაროვსკის პრაქტიკული რეკომენდაციები

საკვების სასუნთ გზებში გადაცდენის გამო ბევრი შემთხვევა მსხვერპლით სრულდება. სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის მოსაშორებლად კლინიკებში მოხვედრილი ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.
უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი მშობლებს რამდენიმე რჩევას აძლევს, რომ ბავშვი სასუნთქ გზებში გადაცდენისგან მაქსიმალურად დაიცვან.
ექიმი კომაროვსკის თქმით, ლუკმის გადაცდენა ძირითადად მაშინ ხდება, როცა ბავშვს საკვები პირში აქვს და ამ დროს რაღაცით ერთობა. ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს და იმის ნაცვლად, რომ ლუკმა დაღეჭოს, მას უნებლიედ „ისუნთქავს“. ბავშვის სასუნთქი გზები კი ზრდასრულისაზე ბევრად ვიწროა, ამიტომ მათი დახშობის რისკები
ყოველთვის მაღალია.

როგორ უნდა დაიცვათ ბავშვი ლუკმის გადაცდენისგან:

  • კვების პროცესში ბავშვი მაგიდასთან უნდა იჯდეს. თუ ლუკმით პირში მოძრაობს, დიდი შანსია, რომ გადასცდეს.
  • საკვები უნდა დაუნაწევროთ პატარ-პატარა პორციებად და ასწავლოთ კარგად დაღეჭვა. სასურველია, კვების პროცესს მოზრდილი ყოველთვის აკონტროლებდეს.
  • ბავშვს დაღეჭვა არ უნდა უჭირდეს. მაგალითად, ვაშლი, სტაფილო, ხორცი საკმაოდ მკვრივი პროდუქტებია. მათი ღეჭვა რთულია და შეიძლება ბავშვმა მათი ბოლომდე დაღეჭვა აღარ მოისურვოს. ამიტომ მკვრივი საკვები ჯობს გაუხეხოთ ან მოთუშული აჭამოთ. თუ სოსისს აჭმევთ, დაუჭერით გრძელ და არა მრგვალ ნაჭრებად.
  • კანფეტები, საღეჭი რეზინი გადაცდენის საშიშრობას ზრდის, რადგან ბავშვი დიდხანს იჩერებს მათ პირში და ამ დროს თამაშობს. მზესუმზირა, მთლიანი თხილის მარცვლებიც ასევე საშიშია და არ გირჩევთ პატარისთვის მათ შეთავაზებას. ჯობს ისინი დაამტვრიოთ და
    სხვა საკვებს შეურიოთ.
  • ხშირად სცდებათ სასუნთ გზებში პოპკორნი, ბალი, ალუბალი, ყურძენი. ისინი შუაზე უნდა გაჭრათ, კურკები ამოუღოთ და ისე შესთავაზოთ ბავშვს. ასევე საყურადღებოა ქიშმიში, თევზის ფხა და სხვა წვრილი ფორმის პროდუქტები.

altთუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს



2910
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები