დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სახელი
სახელებს გარკვეული მნიშვნელობები აქვთ, მაგალითად, ელენე ნათელს ნიშნავს, ალექსანდრე - მცველს და ა.შ.სახელის არჩევისას შეგიძიათ რელიგიური ან ოჯახური ფაქტორებიც გაითვალისწინონ. შესაძლოა, ბავშვს დაარქვან ვინმე ცნობილი ადამიანის სახელი, რომელსაც ოჯახი განსაკუთრებულ პატივს სცემს.
რამდენად
პოპულარულია ეს სახელი დღეს?
სანამ სახელს საქართველოში ბევრია ისეთი სახელი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის, თუმცა თანდათანობით ემატება ახალი სახელები, რომლებსაც უკვე ძალიან ბევრ ბავშვს არქმევენ. მაგალითად, მათე, ანი, საბა...
საერთაშორისო სახელები
ვრცელია ისეთი უცხოური სახელების ჩამონათვალი, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს - ემა, ანა, ლუკა, ნიკოლოზი, მეგი, მერი, აგატა, სტეფანე, მარგარიტა, კლარა, ევა, ერიკი, დავითი და ა.შ.როგორ უხდება გვარს
იმაზე დაფიქრებაც ღირს, თქვენი მომავალი შვილის სახელი რამდენად ახლოს იქნება და-ძმის სახელებთან, რამდენად მოუხდება გვარს. ისე ნუ დაარქმევთ, რომ და-ძმის სახელები ვინმეს ერთმანეთში აერიოს. მაგალითად, ნათია და თათია, აკო და ვაკო და ა.შ.მნიშვნელობა აქვს გვარსაც, თუ გრძელი, ცოტა რთულად წარმოსათქმელი გვარია, სახელსაც მსგავსს ნუ შეურჩევთ. მაგალითად, სახლთხუციშვილს, გარსევანიშვილს, წინამძღვრიშვილს ჯობია მოკლე სახელი ერქვას, მაგალითად რევაზ, დავით, ლუკა და არა ღვთისავარ, მიქაელ, სიდონია და ა.შ.
შეთანხმება მხოლოდ ბავშვის მამასთან
ხომ იცით, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი მოსაზრებაა. სახელი კი ერთი უნდა აარჩიოთ. ამიტომ ჯობს უახლოეს ადამიანთან, ბავშვის მამასთან ერთად მოითათბიროთ. რატომ უნდა მიიღოთ სხვათა რჩევები, რომლებიც თავიანთი ემოციური განწყობისა და შეხედულებების მიხედვით გთავაზობენ ვარიანტებს. სხვისი ემოციების გავლენით არჩეული სახელი თქვენს შვილს ნამდვილად არ სჭირდება.და ბოლოს...
სახელი თქვენ, მშობლებს უნდა მოგწონდეთ, რადგან მოგიწევთ მისი წარმოთქმა ძალიან დიდხანს, მრავალი წლის განმავლობაში...რა სხვაობაა ნათლობისა და ოფიციალურ სახელებს შორის - როგორ შევურჩიოთ ბავშვს სახელი