ბავშვობაში გამოვლენილი თვისებები, რომლებიც სამომავლოდ დასაქმებაში და კარიერულ წინსვლაში უშლის ხელს - როგორ უნდა გამოასწოროთ ისინი ადრეულ ასაკში
ყველა ვართ მომსწრე, როგორ იცვლება ჩვენს თვალწინ შრომით ბაზარზე მოთხოვნები. ის, რაც ადრე პერსპექტიულ სამუშაოდ ითვლებოდა, დღეს აღარავის სჭირდება და პირიქით. რა მოხდება მაშინ, როცა ჩვენი შვილების დასაქმების დრო მოვა?
მომავალში სამუშაოს დიდ ნაწილს მანქანები და კომპიუტერული პროგრამები შეასრულებენ. ეს ტენდენცია დაწყებულია და მას ვერაფერი შეაჩერებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა უნარ-ჩვევები დასჭირდებათ მომავალ დასაქმებულებს. ანუ რა თვისებებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი ჩვენი შვილები, რომ მომავლის შრომით ბაზარზე წარმატებულად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება. დღეს კი შეგვიძლია გამოვყოთ ის თვისებები, რაც ნიშანს გვაძლევს, რომ სამომავლოდ შეიძლება ბავშვს სამსახურში თავის დამკვიდრება გაუჭირდეს.
ეს თვისებები ბავშვთა ასაკში არც თუ ისე იშვიათია, თუმცა მათი გამოსწორება სავსებით რეალურია და ამიტომ მშობელი რაც უფრო ადრე მიაქცევს ამას ყურადღებას, მით უფრო გაუადვილდება ბავშვს მომავალში თავის წარმოჩენა.
რა არის ეს ხელისშემშლელი მიზეზები, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვთა ასაკში ვლინდება?
ბევრი მშობელი ღელავს, რომ შვილს ტანატოლებთან ურთიერთობა უჭირს. თუმცა ამ დროს ძალდატანება და ზეწოლა, რომ გაიჩინოს სამეგობრო ან თავად მშობელმა შეარჩიოს მისთვის მეგობრები, დაუშვებელია. არც იმის ჩიჩინი ღირს, რომ როგორმე თავისი გაიტანოს. გამოსავალი ისევ და ისევ ბავშვისთვის ინტერესების განვითარებაშია.
ახალი მიღწევები და ახალი უნარები თავდაჯერებას შეჰმატებს და თანატოლებთან ურთიერთობის კომპლექსსაც დააძლევინებს. სხვადასხვა წრეზე სიარული კი დაეხმარება, საერთო ინტერესების მქონე მეგობრები გაიჩინოს.
4. შემოქმედებითი მიდგომის არქონა
არ არის კარგი ნიშანი, როცა ბავშვს შემოქმედებითი საქმიანობისადმი ინტერესი არ აქვს, არ უჩნდება რაიმეს საკუთარი ხელით შექმნის სურვილი, თავისი ორიგინალური ხედვების დემონსტრირება. შემოქმედებითი ადამიანები ყოვლთვის იქნებიან სასურველი კადრები, მათი ფასი დღითიდღე მოიმატებს.
ნუ იფიქრებთ, რომ შემოქმედებითი უნარი აუცილებლად თანდაყოლილი ნიჭი უნდა იყოს, რომელიც ყველას არ გააჩნია. ეს არასწორია. ბავშვს უნდა დაეხმაროთ, რომ თავისი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ეს პოტენციალი ყველა ბავშვშია, უბრალოდ, მისი რეალიზაციის გზას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ მასტერკლასები და შემოქმედებითი წრეები.
5. პასუხიმგებლობისთვის თავის არიდება პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ლიდერთა გამოკვეთილი თვისებაა. მისი არქონა ინერტულობას წარმოშობს, რაც წარმატებისთვის ხელისშემწყობი ნამდვილად ვერ იქნება.
ასეთ პასიურ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ - თავდაჯერებას და ქარიზმატულობას კარგად ავითარებს სამსახიობო წრეები. თეატრალური წრეები აუდიტორიასთან ურთიერთობასაც ასწავლის და თავდაჯერებასაც შემატებს ბავშვს.
რა უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი
როგორ გავზარდოთ ბავშვი ლიდერად? - დავით კენჭაძის უნიკალური რჩევები მშობლებს