ნათია დემეტრაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სოციალური მედიის მენეჯერია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ ამას თავად პრობლემად არასოდეს აღიქვამდა, არც სხვების შეგონებები „აძლევდა მოტივაციას“, რომ, თუ დაიკლებდა, უფრო ლამაზი იქნებოდა.
საბოლოოდ, როდესაც წონის დაკლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საკუთარი „დიეტა“ შეიმუშავა, სწორედ მას შემდეგ მიაღწია სასურველ შედეგს (თუმცა, ამბობს, რომ მიზნამდე კიდევ რამდენიმე კილოგრამია). ნათია თავის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეძლო 2 წელიწადში 53 კილოგრამის დაკლება.
- რამ და როდის განაპირობა წონის პრობლემა ან საერთოდ თუ თვლიდით პრობლემად, თუნდაც ცოტათი?
- რაც თავი მახსოვს მსუქანი ვარ. ჩემი მშობლებისგან ვიცი, რომ როდესაც 3 წლის ვიყავი სოფელში დასასვენებლად წასული კარგად მოპუტკუნებული ჩამოვედი და მის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტს ვიმატებდი. პრობლემა, როგორც ასეთი, არ ყოფილა. მშობლები ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და უამრავი ანალიზისა და კვლევის პარალელურად ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი, ყოველთვის ნორმაში იყო ჩემი მონაცემები. ზრდასრულობისას, როდესაც ჩემმა წონამ ზღვარი გადალახა, მაშინ შემექნა პირველი პრობლემა, ინსულინი მქონდა ორჯერ მაღალი და უკვე წონის კლებასთან ერთად, მკურნალობაც მჭირდებოდა. სხვა მხრივ, ჭარბი წონა, როგორც პრობლემა ან კომპლექსების სათავე ჩემთვის არასდროს არ ყოფილა. ყოველთვის შემეძლო სანაპიროზე გახდა, აუზზე სიარული. არ მიქმნიდა პრობლემას ვყოფილიყავი თავდაჯერებული ურთიერთობებში და ა. შ. არც შოპინგისას ყოფილა პრობლემა, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიყვარს შოპინგი და ახალი ტანსაცმელი.
ჟურნალისტი, რომელმაც უმარტივესი გზით 6 თვეში 30 კილოგრამი დაიკლო: "მე ეს შევძელი, მაგრამ გაჩერებას ჯერ არ ვაპირებ"
- მოგვიყევით თქვენს „მოგზაურობაზე“. როგორ დაიწყეთ და გააგრძელეთ წონის კლება?
- „აბა თუ გამომივათი“ დავიწყე და ვაგრძელებ დღემდე. უარი ვთქვი კონკრეტულ ჩვევებზე, ვაიძულე თავი, რომ ვყოფილიყავი რეჟიმში და, რაც მთავარია, ვიპოვე ჩემთვის კომფორტული გზა. არ ამიკრძალავს არცერთი პროდუქტი, უარი არ მითქვამს ჩემს საყვარელ საკვებსა თუ სასუსნავებზე. უბრალოდ გავანახევრე ულუფა, მკაცრად ვიკვებებოდი 3-4 საათში ერთხელ და უარი ვთქვი ჭამასა და ჭამას შორის რამის მიღებაზე. ვიყავი რეჟიმში, „ვუსმენდი“ ჩემს ორგანიზმს და ვიცავდი იმ მარტივ „მოთხოვნებს“, რომლებიც წონაში კლებისთვისაა საჭირო. თუ მინდოდა შოკოლადი, აუცილებლად ვჭამდი, ოღონდ ცოტას, დღის პირველ ნახევარში და სადილის ან საუზმის შემდეგ დესერტად. უფრო ნელი გზაა, როდესაც პიცასაც ჭამ, ქათმის ფილესაც და სალათის ფოთლებსაც, სამაგიეროდ კომფორტული და, რაც მთავარია, ჩემთვის შედეგიანი არჩევანი გავაკეთე კომფორტულად, მაგრამ ნელა კლებას შორის და სწრაფად, თუმცა მოკლევადიანად კლებას შორის. დღემდე მირჩევნია, რომ თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად, ვიდრე დავიკლო 5 კილო, ბოლოს მომბეზრდეს და უკანვე მოვიმატო რამდენიმე დღეში, როგორც იყო გასული წლების განმავლობაში.
წინა წლებთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ არ ავკრძალე არაფერი, უბრალოდ გავანახევრე და ფაქტია, შედეგიც იმაზე კარგი მქონდა, ვიდრე გასულ წლებში. ყველაზე მეტად იმის გააზრება დამეხმარა, რომ უცებ უცებ არ ხდება იმ კილოგრამების მოშორება, რომლებსაც ამდენი წელი ვაგროვებდი. გავიაზრე, რომ ეს არის გრძელვადიანი, რამდენიმეწლიანი პროექტი, მივიღე და მივყევი დინებას.
განაგრძეთ კითხვა