მართლმადიდებლური ონლაინჟურნალი "კარიბჭე" ნათლობასთან დაკავშირებულ გავრცელებულ კითხვებზე გვთავაზობს პასუხებს.
ორი დის მიერ ბავშვის მონათვლა დანაშაული არ არის. მთავარია, ნათლიებს გააზრებული ჰქონდეთ მათი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე და ნათლულის ქრისტიანულად აღზრდისათვის იზრუნონ.
უკავშირდება თუ არა ნათლობისა და ჯვრისწერის სანთლების დიდხანს შენახვა საეკლესიო წესს. რა ვუყოთ მათ?
ასეთი სანთლების შენახვა საეკლესიო წესს არ უკავშირდება. ეს მხოლოდ ლამაზი ტრადიციაა. ამ სანთლებს ნათლობისა და ჯვრისწერის დღესასწაულის მოსაგონებლად ინახავენ და ცდილობენ, ასეთივე ლამაზ დღეებში აანთონ. მაგალითად, როცა ბავშვი დაიბადება, ან "ვერცხლისა" და "ოქროს" ქორწილს აღნიშნავენ… თქვენც შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, ან სულაც მაშინ აანთოთ, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ.
თუ ნათლობისას, მღვდელმა ბავშვის მშობლების სურვილით კვერექსის წარმოთქმისას (ლოცვა ნათლობისას) მოგიხსენიათ, ნათლიად ითვლებით.
მართლმადიდებლური წესით, ასეთი ქორწინება აკრძალულია, რადგან ნათლობით ნათესაობა გადადის ნათლიისა და ნათლულის პირდაპირ შტოზე. თქვენი შვილი და დედათქვენის ნათლულის შვილი სწორედ ამ შტოების გაგრძელებას წარმოადგენენ. ურჩიეთ, მივიდნენ მოძღვართან, რომელიც რჩევითა და ლოცვა-ვედრებით დაეხმარება მათ. თქვენც ილოცეთ მათთვის.
რასაკვირველია, მართებულია. თუ ნათლობა შესრულდა მართლმადიდებლობის ყველა წესის დაცვით, სულერთია, ჩატარდა იგი ოჯახში თუ ეკლესიაში, თქვენ მონათლულად ითვლებით. არაფერი არ არის არაკანონიკური იმაშიც, რომ თქვენ იმავე მღვდელმა მოგნათლათ, რომელმაც გარდაცვლილ ბებიას წესი აუგო. ცხოვრებაც ასეა, – ერთსა და იმავე დროს ვიღაც იბადება, ვიღაც კვდება და ვიღაცა ჯვარს იწერს.
ნათლობის საიდუმლოს შესრულება შეიძლება როგორც სამარხვო, ისე არასამარხვო დღეებშიც. მაგრამ თუ თქვენ ბავშვის მონათვლის შემდეგ სახსნილო სუფრის გაშლა გნებავთ (რაც, სამწუხაროდ, ნათლობის საიდუმლოს შემავალი ნაწილი გახდა), მარხვაში ეს არაქრისტიანული საქციელი იქნება. ჩვილი უმჯობესია მონათლოთ დაბადებიდან მეორმოცე დღეს.
თუ ნათლობაზე თავიდანვე გქონდათ უარი ნათქვამი და ნათლობის საიდუმლოს აღსრულების დროს თქვენი სურვილის წინააღმდეგ მოგიხსენიეს, ნათლიად არ ითვლებით. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ასეთი ჯვრისწერა, საერთო მართლმადიდებლური საეკლესიო კანონიკით, არ იკრძალება. ნათლობით ნათესაობა მხოლოდ ნათლიისა და ნათლულის პირდაპირ შტოზე გადადის.
ცოლ-ქმარი ვალდებულია ერთმანეთის ნათლულზე იზრუნონ. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, ცოლ-ქმარი "ერთ სულ და ერთ ხორც არს". რადგანაც ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება აკრძალულია, ცოლ-ქმარიც ვერ მონათლავს ერთ ბავშვს.
ეკლესია მსგავს კავშირებს სიფრთხილით ეკიდება. თქვენ უკვე ნათლულის ოჯახის ნათესავი ხართ. ნათლობით ნათესაობა კი იმდენივე თაობაზე გრძელდება, რამდენზეც სისხლით ნათესაობა, ოღონდ, პირდაპირი შტოს შთამომავლებზე – ეს ნათესაობა არ ეხება თქვენი ძმის ან დის შთამომავლებს. ეს წმინდა საეკლესიო წესია. პრობლემის გადასაწყვეტად რჩევისათვის მიმართეთ ადგილობრივ მმართველ მღვდელმთავარს.
თქვენ მიერ დასმული კითხვები იმდენად არაარსებით საკითხებს ეხება, რომ ნუ გაიკვირვებთ, თუ სხვადასხვა მოძღვრისაგან სხვადასხვა პასუხს მიიღებთ. ჩვენი პასუხი კი ასეთი გახლავთ: სანთელი შეგიძლიათ დაანთოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საბაბით, ხოლო, რაც შეეხება პირსახოცს, ის აუცილებლად სათუთად უნდა შეინახოთ, რადგან მასზე წმინდა მირონის კვალია აღბეჭდილი.
თქვენი ძმა მონათლულია. ის მოუნათლავი კაცი არ არის ნათლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ნათლიის მისია თვით მღვდელს აქვს შესრულებელი.
არათუ შეიძლება, ადრე ქრისტიანებს ჰქონდათ ტრადიცია, კათაკმევლები (მოსანათლები) 40 დღის მანძილზე ემზადებოდნენ ამ დღისათვის, რათა სწორედ აღდგომას მონათლულიყვნენ!
ასეთი შეხედულება მცდარი გახლავთ. ეკლესიის ისტორიის მიხედვითა და საეკლესიო სწავლებით, მონათვლა წყალში შთაფვლითა და წყლის პკურებით ერთნაირად მიღებული და თანაბარმნიშვნელოვანია.
მონათლულმა უნდა ატაროს ერთი ჯვარი და არა სამი. თანაც, სავალდებულო არ გახლავთ, რომ ეს იყოს ნათლობის ჯვარი. ნათლობის ჯვარს ხშირად სათუთად ინახავენ, როგორც განსაკუთრებულ სიწმინდეს და სხვა ჯვარს ატარებენ.
13 წლის გოგონას აქვს ნება ბავშვის მონათვლისა, ოღონდ იგი უნდა იყოს ეკლესიურად იმდენად გაცნობიერებული, რომ შეძლოს რელიგიურად აღზარდოს თავისი ნათლული.