გამოცდილებაპრაქტიკული რჩევები
უმარტივესი მასაჟი, რომელიც ბავშვს დაძინებაში ეხმარება


ჩვილი ბავშვის დაძინება ბევრი მშობლისთვის პრობლემური ხდება. პატარა ჭირვეულობს, ხელში აყვანას ითხოვს, თუმცა ვერც ხელში იძინებს და საათობით სჭირდებათ მისი რწევა მშობლებს.
თურმე შესაძლებელია, რომ ჩვილი ბავშვის მშვიდად ჩაძინებაში მარტივი მასაჟი დაგეხმაროთ. ელენა ფურმანი ჩვილთა სერთიფიცირებული მასაჟისტია და ხშირად აქვეყნებს ვიდეობლოგებს. ძილისწინა მასაჟის ინსტრუქციის გამოქვეყნების შემდეგ კი ერთ დღეში უამრავმა ადამიანმა გაიცნო. მისი ვიდეოინტრუქციებიდან დასაძინებელი მასაჟი აღმოჩნდა ყველაზე გაზიარებადი და რეზონანსული.
„ძილის წინ მსუბუქ მასაჟს სასწაულის მოხდენა შეუძლია. საიდუმლო იმაშია, რომ ბავშვი ეჩვევა ამ პროცედურას და ის უკვე მას ძილისთვის
განაწყობს“ - ამბობს ელენა.

ხელები მასაჟის წინ თბილი უნდა გქონდეთ.
  1. პირველი მოძრაობა შუბლის წვერიდან ცხვირამდე
  2. შემდეგ გადაუსვით თითები წარბებზე ყუბის მიმართულებით
  3. ყურს უკან წერტილების დაუზილეთ ძალიან ნაზად.

ამის შემდეგ ბავშვს ადვილად დააძინებთ. მასაჟს სხვა დატვირთვაც აქვსა - ის საუკეთესო გზაა ჩვილის მშობელთან კომუნიკაციისთვის.

ეს პროცესი დედაზეც დამამშვიდებლად მოქმედებს. აუმჯობესებს განწყობას და ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ნიშნები აქვს.

ბეჭდვა