"დედა, არ მინდა შენნაირი გავხდე, რადგან შენ მარტო მუშაობა იცი" - 13 ცხოვრებისეული რჩევა მშობლებისგან
 "დედა, არ მინდა შენნაირი გავხდე, რადგან შენ მარტო მუშაობა იცი" - 13 ცხოვრებისეული რჩევა მშობლებისგან
ზოგჯერ მშობლები ბევრ რჩევასა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებს იღებენ მაშინ, როდესაც საერთოდ არ ელოდებიან. რამდენიმე მშობელმა გაგვიზიარა, რა ასწავლა მათ მშობლობამ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობამ:

1. ის, რაც ჩემმა პატარა ქალიშვილმა მასწავლა: დააფასე მომენტი

ერთ ღამეს, 1,5 თვის ქალიშვილს ძუძუს ვაწოვებდი და სოციალურ ქსელში რაღაცას ვათვალიერებდი. უცებ ჩემმა შვილმა მზერა მომაპყრო. პირველად შემომხედა პირდაპირ თვალებში და კინაღამ გამოვტოვე ეს საოცარი მომენტი. მას შემდეგ, ღამის კვების დროს, სმარტფონი დავდე. ჩემს ქალიშვილთან ერთად გატარებული ეს დრო ჩემი საყვარელი მომენტი გახდა.

2. ის, რაც დიეტოლოგმა
მასწავლა: ბოსტნეულის ნაყინის გაკეთება

როდესაც დიეტოლოგთან
განვიხილეთ ჩემი სკოლამდელი ასაკის შვილის კვება, მან თქვა, რომ გაყინული ბოსტნეული ისეთივე ჯანსაღია, როგორც ნედლი. ამის შემდეგ გაყინული ბარდის, პატარა სტაფილოების, სიმინდის მარცვლების ნაზავს ვაკეთებ, ვდებ ბავშვების წინ და ვეუბნები, რომ ფერადი ნაყინია.

mshoblebi

3. ის, რაც კოლეგამ მასწავლა: ზედმეტად არ უნდა იშრომო

ის ხშირად გვიან მუშაობს და მისი ქალიშვილი ეუბნებოდა: "დედა, არ მინდა შენნაირი გავხდე, რადგან შენ მარტო მუშაობა იცი". ჩემი თანამშრომლის გამო ძალიან ვწუხდი, მაგრამ ეს დამეხმარა ცხოვრებაში ბალანსი მეპოვნა. რა თქმა უნდა, შემიძლია ტელეფონს ვუყურო, თუ მნიშვნელოვან წერილს ველოდები, მაგრამ 18:30-დან 21:00 საათამდე დროს მხოლოდ ბავშვებს ვუთმობ.

4. ის, რაც დედამ მასწავლა: მხიარული სიურპრიზები

საშობაოდ და დაბადების დღეებზე ბევრ საჩუქარს ვიღებდით. მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მალავდა რამდენიმე შეფუთულ სათამაშოს კარადაში. როცა გარეთ წვიმდა ან კიდევ მოწყენილები ვიყავით, ახალ სათამაშოს გვაჩუქებდა ხოლმე. იმავეს ვაკეთებ ჩემს ქალიშვილებთან და თითქოს ისევ შობაა!

5. ის, რაც სხვა დედამ მასწავლა: როგორ ვაკონტროლო ბავშვები ავტოსადგომზე

როცა მე და ბავშვები ავტოსადგომზე ვართ, ეს ხშირად მანერვიულებს, რადგან უფროსები მანქანებს საშინლად ატარებენ და საშიშია. თუმცა, ერთხელ დავინახე, რომ ერთი დედა ასე იქცეოდა: პარკირებისას ბავშვებს უთხრა, ერთმანეთის მიყოლებით დამდგარიყვნენ ტროტუარზე დახატულ თეთრ ნიშანზე და მისი ნებართვის გარეშე არ დაეტოვებინათ ადგილი. ახლა ჩემი ორი ვაჟი მორჩილად დგას იმ რიგში.

6. ის, რაც სხვა მამამ მასწავლა: როგორს მოვარგოთ საფენი შვილს სწორად

მან თქვა: "ყოველთვის დარწმუნდით, რომ საფენში ბავშვის პენისი ქვემოთაა მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტანი მთლიანად დაუსველდება!"

altმითები და რეალობა ბიჭებში საფენების გამოყენებაზე - რა უნდა იცოდნენ დედებმა


7. ის, რაც მაღაზიაში გამყიდველმა მასწავლა: როგორ ავირჩიო ბავშვისთვის სწორი სახელი

მან დაინახა, რომ ორსულად ვიყავი და თქვა, რომ როდესაც ბავშვის სახელს ვირჩევ, მაშინ უნდა წარმოვიდგინო, რომ ეს არის ზრდასრულის სახელი / იმის, ვინც ეძებს სამუშაოს / ხანდაზმული ადამიანის - და ვნახო, სახელი შეესაბამება თუ არა ყველა ამ სიტუაციას. ასევე მთხოვა, დავრწმუნდე, რომ მიღებული ინიციალები სხვა ენაზე რაიმე სისულელეს არ ნიშნავდეს.

altრა უნდა ქნათ, როცა ბავშვს საკუთარი სახელი არ მოსწონს და ითრგუნება, ან რა უნდა იცოდეთ ბავშვისთვის სახელის შერჩევისას - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს



mshoblebi

8. ის, რაც საბავშვო ბანაკში მუშაობით ვისწავლე: სიარული ნებისმიერ ამინდში

ბანაკში ბავშვები ყოველდღე ძალიან ადრე დგებოდნენ და ნებისმიერ ამინდში დადიოდნენ სასეირნოდ, სათამაშოდ, სუფთა ჰაერზე, რადგან ეს უფრო სახალისო იყო. ახლა, როცა ორი შვილის დედა გავხდი, ვეუბნები: "დილის ცხრის შემდეგ სახლში არაფერი საინტერესო არ ხდება". ამიტომაც, სასეირნოდ გამყავს. თუ ცხელა, ერთმანეთს წყალს ასხამენ, თუ ცივა, უფრო თბილად იცვამენ, წვიმის შემთხვევაში კი საწვიმარსა და რეზინის ჩექმებს იცვამენ. ჩემი შვილები ყოველთვის უკეთ გრძნობენ თავს ეზოში, ქუჩასა და პარკში სირბილის შემდეგ.

9. ის, რაც ჩემმა სტილისტმა მასწავლა: როგორ მივაჩვიოთ ბავშვი უნიტაზის გამოყენებას

მოვუყევი, რომ ჩემს შვილთან ერთად ღამის ქოთანზე უარის თქმა მინდოდა, თუმცა ბავშვს უნიტაზზე დაჯდომა არ სურდა. მან შემომთავაზა, რომ ბავშვი უნიტაზზე უკუღმა დამესვა, მიმეცა მარკერები და ამ მარკერებით უნიტაზის თავსახური მოეხატა. ეს ღამის ქოთანზე უარის თქმასა და უნიტაზის გამოყენების შანსს გაზრდიდა.

10. ის, რაც იდენტურმა ტყუპმა მასწავლა: ფერთა კოდები

იმის მაგივრად, რომ ყველაფერზე ეტიკეტები დამეკრა და მიმწერა, ვინ რომელი იყო, რადგანაც ჩემი ვაჟები წყლის ორი წვეთივით ჰგავდნენ ერთმანეთს, სხვადასხვა ფერის ტანსაცმლისა და ნივთების ყიდვა დავიწყე, რაც საქმეს მიმარტივებდა. თავიდანვე ერთს ვუყიდე ყველაფერი ლურჯი, მეორესთვის კი სხვა ფერი ავარჩიე. როცა გაიზარდნენ, ერთ-ერთის საყვარელი ფერი კვლავ ლურჯი დარჩა, მეორემ კი წითელი აირჩია. ეს მათ საშუალებას აძლევს არ იჩხუბონ, რადგან თითოეული თავანთი ფერის მიხედვით არჩევს ნივთებს.

11. ის, რაც პედიატრმა მასწავლა: როგორ ავიცილოთ თავიდან უფროსი შვილის ეჭვიანობა

როცა მეორე შვილზე ორსულად ვიყავი, ვნერვიულობდი, როგორი რეაქცია ექნებოდა უფროსს ბავშვის გამოჩენის შემდეგ. ექიმმა, რომელსაც ორი შვილი ჰყავს, მირჩია, უფროსი შვილისთვის, როცა პატარას პირველად შეხვდებოდა, საჩუქარი მომემზადებინა. მან თავად გამოსცადა ეს მეთოდი და სწორედ საჩუქარი დაეხმარა ბავშვს, რომ უფრო დადებითად მიეღო საკუთარი დედმამიშვილი.

alt4 წლის ბავშვის განცდები, როცა სახლში დაიკო მიუყვანეს: "რად გვინდოდა ეს მტირალა ბავშვი?.. ვინ არის ამის დედა?"



mshoblebi

12. ის, რაც ჩემმა ქმარმა მასწავლა: უყურე მულტფილმებს ბავშვთან ერთად

როდესაც ჩემი ოთხი წლის ქალიშვილი მასთან ერთად მულტფილმების ყურებას მთხოვს, ამ დროს ჩვეულებრივ სახლის საქმეებს ვაკეთებ. მაგრამ, ჩემი ქმარი სხვაგვარად იქცევა: ის ნამდვილად ზის მასთან ერთად, უყურებს მულტფილმს და განიხილავს. უცებ მივხვდი, რომ ამით ის თავის ქალიშვილს აჩვენებს, რომ აინტერესებს ის, რაც მას აინტერესებს. გარდა ამისა, მას უკეთ ესმის, რას თამაშობს, იცის მისი საყვარელი პერსონაჟები, საყვარელი სიმღერები. ახლა მესმის, რამდენად ღირებულია ტელევიზორის წინ ბავშვთან ერთად გართობა!

13. ის, რაც ჩემმა ბავშვობის საყვარელმა ფოტომ მასწავლა: უბრალოდ ისიამოვნე

ფოტოზე მე, ჩემი და და ჩემი ბიძაშვილები ეზოში რეზინის მილითა და ძველი პლასტმასის აუზით ვმხიარულობთ. ეს ფოტო მახსენებს, რომ საუკეთესო გართობა უფასოა.

3456
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
. . . . .
4
ოჯახის შექმნის შემდეგ კაცისც და ქალიც თავს არ ეკუთვნის, მაგრამ ამ ბოლო დროს რატომღაც ქალის შრომის ხაზგასმა ხდება, რატოა ასე ვერ ვხვდები. კაცი სახლიდანაა გასული და წელებზე ფეხს იდგამს ოჯახისთვის ნორმალურ კაცებს ვგულისხმობ რატქმაუნდა მაგრამ მათზე სიტყვას არ ასველებს არავინ. ქალებს აკლია თურმე ფეშენ ცხოვრება კაცები იცოცხლე არ ილებენ არაფერს. კაით რა ნამუსი არარ არის რეებს წერთ? რასაც ბავშვები ხედავენ და ბავშვებს ჭირდებათ ეს ოჯახებსი ხელმოკლეობის ბრალია და ამაზე დაწერეთ რამე, ესაა რალობა
13:23 / 07-02-2022
1
ახლა ამათ გონიათ რომ კარგი და საღი სტატია გამოცხვეს?
13:13 / 07-02-2022
მსგავსი სიახლეები