5 წლის ბიჭმა დედას რამდენიმე რჩევა მისცა და ინტერნეტვარსკვლავი გახდა - რატომ მოეწონა ათიათასობით ადამიანს მისი რჩევები
5 წლის ბიჭმა დედას რამდენიმე რჩევა მისცა და ინტერნეტვარსკვლავი გახდა - რატომ მოეწონა ათიათასობით ადამიანს მისი რჩევები


29 წლის ამერიკელმა გვენიტ ტოუდბუშმა იანვრის ბოლოს Twitter-ზე ხუთი წლის ვაჟის, კლარკის მიერ მიცემული რჩევები გააზიარა. გვენიტის გასაკვირად, ეს რეკომენდაციები ათიათასობით მომხმარებელს მოეწონა, ვირუსულად გავრცელდა, 94 000 მოწონება და 20 000-ზე მეტი რეტვიტი მოაგროვა.
"როდესაც განვიხილეთ დღის გეგმები, ჩემს ხუთი წლის შვილს ვუთხარი, რომ ცოტას ვნერვიულობდი დღევანდელ საქმიან შეხვედრაზე. მან თქვა: "დედა, მეც სულ ვნერვიულობ და ვიცი, რა უნდა გავაკეთო". ასე რომ, მეგობრებო, აქ არის ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც მან მომცა, სანამ მანქანით სკოლამდე მივიდოდით:
  • გამამხნევებელი სიტყვები უნდა თქვა, მაგალითად,
    საკუთარ თავს უთხარი: "ამ შეხვედრაზე
    ყოჩაღი და გამბედავი ვიქნები!", "საყვარელი ვარ!", "კარგი სურნელი მაქვს!" და ეს უნდა თქვა ხუთჯერ, ან ათჯერ, იქამდე, ვიდრე კარგად არ გაიგებ და არ დაიჯერებ.
  • ძალიან ძლიერი და უშიშარი უნდა იყო.
  • იფიქრე იმაზე, რა სიკეთე გელოდება ამ დღეს! ცოტაც რომ იტირო, არა უშავს. შეგიძლია კარტოფილის ჩიფსებზე იფიქრო!
  • ღრმად უნდა ჩაისუნთქო და ამოისუნთქო - და მერე ისევ გაიმეორო იგივე.
  • მაშინაც კი, თუ საშინელი დღე გაქვს, ყოველთვის გახსოვდეს, რომ არსებობს ჩახუტება."
ბევრი მომხმარებელი უბრალოდ გაოცებული იყო ამ რეკომენდაციებით და იმით, რომ 5 წლის ასაკში ბავშვმა ასე მკაფიოდ შეძლო რჩევების ჩამოყალიბება.  "გამუდმებით ვკითხულობ ამ რჩევებს. სწორედ ამ დილით ვიღაცამ გააზიარა საკუთარი პრობლემების შესახებ ახალ სამსახურში და მაშინვე გავუგზავნე მას თქვენი შვილის ბრწყინვალე რჩევების ბმული, "- წერდნენ მომხმარებლები კომენტარებში.

როგორც თავად გვენიტმა Good Morning America-სთან საუბრისას განაცხადა, შოკირებული იყო, რომ მისმა ტვიტმა ამდენი ადამიანის რეზონანსი გამოიწვია. კლარკის რჩევების სიამდე მას ტვიტერზე მხოლოდ 300 გამომწერი ჰყავდა, ახლა მათი რიცხვი 6 ათასზე მეტია.
ბევრი ადამიანი წერს, რომ კლარკის რჩევები მათ შთააგონებდა და წარმატებით გადიოდნენ გასაუბრების ინტერვიუებს, აგვარებდნენ სამსახურში პრობლემებსა და გამოწვევებს. გვენიტის თქმით, კლარკი იზრდება როგორც ძალიან ჭკვიანი, კეთილი და ემპათიური ადამიანი. „ძალიან ვამაყობ მისით, ვამაყობ იმით, რომ მან გამოიმუშავა ფსიქოლოგიური გამძლეობა, რომელიც ვიმედოვნებ, მთელი ცხოვრება თან გაჰყვება", - თქვა ქალმა.

2460
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები