გამოცდილებაპრაქტიკული რჩევები
6 თამაში, რაც ბავშვს სტრესის მიმართ გამძლეს ხდის - როგორ გავუვარჯიშოთ პატარას სტრესის დაძლევის უნარი
6 თამაში, რაც ბავშვს სტრესის მიმართ გამძლეს ხდის - როგორ გავუვარჯიშოთ პატარას სტრესის დაძლევის უნარი

სტრესი მხოლოდ ზრდასრულების პრობლემა არ არის. ბავშვებიც ხშირად განიცდიან მას და სამწუხაროდ, ბევრჯერ უფროსებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. სტრესის არიდება ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ბავშვები სტრესული სიტუაციის მიმართ უფრო გამძლენი იყვნენ და შეეძლოთ უარყოფით ემოციებთან გამკლავება. წარმოგიდგენთ 5 ცნობილ თამაშს, რომელიც ბავშვს ისეთ უნარებს გაუძლიერებს, რომ რთულ პერიოდებს ადეკვატურად აღიქვამს და მათი გადალახვა არ გაუჭირდება.

წრეში ბურთი

მოთამაშე, რომლის ბურთით „დაჭრასაც“ ორივე მხარე ცდილობს, დაძაბულობას განიცდის. მისი მთავარი ამოცანაა, ბურთს დაუსხლტეს. ამ დროს გამოიყოფა კორტიზოლი, თუმცა
მოძრაობის, დადებითი განწყობის, თამაშის ხალისიანი
მომენტების გამო მისი დონე კრიტიკული არ არის. მეტიც, ბავშვი სწავლობს, რომ არ უნდა მოდუნდეს სტრესის დროს, არამედ იმოძრაოს, ყურადღებით იყოს, სხეულის მობილიზება შეძლოს. როცა „დაჭრიან“, ესეც კორტიზოლის ამოფრქვევა იქნება, რომელთან გამკლავებასაც ბავშვის სხეული მოძრაობის ხარჯზე კარგად სწავლობს.

დამალობანა

ბავშვებს, განსაკუთრებით კი 3-4 წლისებს, უჭირთ დამალობანას თამაში. მათთვის რთულია, ჩუმად იხსდნენ სამალავში ისე, რომ თავი დროზე ადრე არ გასცენ. ხოლო თამაშისას სწორედ ეს მცდელობა უვარჯიშებთ ძალიან საჭირო უნარს.

ცხელი კარტოფილი

წრეზე განლაგებული ბავშვები გვერდით მდგომ მოთამეშეს ესვრიან ბურთს, რომელიც მოთამაშემ უნდა დაჭიროს და იმ წამსვე გადაუგდოს შემდეგს ან ხელის გულებით უკუაგდოს იგი. ვინც ამას ვერ ახერხებს, წრის შუაგულში დგება. თამაში საკმაოდ დაძაბულია და მოთამაშეებისგან სწრაფ რეაქციებს ითხოვს. თითქმის იგივე ეფექტი აქვს, რაც „წრეში ბურთს“.

ერთი ზედმეტია

რამდენი ბავშვიც თამაშობს, იმაზე ერთით ნაკლები რაოდენობის სკამებს დგამენ წრიულად. წამყვანი ჩართავს მუსიკას და ბავშვები სკამების გარშემო სირბილს იწყებენ. როგორც კი მუსიკა შეწყდება, ყველა ცდილობს სკამზე დაჯდეს. ერთი „ზედმეტია“ და თამაშიდან ვარდება.

სტრესის მიმართ გამძლეობას და მოთმინების უნარს კარგად ავითარებს სამაგიდო თამაშები, ასევე „სიტყვობანა“ (ერთი თემის ირგვლივ სიტყვების მოფიქრება, სანამ რომელიმე ბავშვი არ „გაიჭედება“), დაჭერობანა.
ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ სტრესული ფაქტორების მუდამ არიდებით ბავშვებს უფრო ცუდ სამსახურს ვუწევთ და მისთვის უფრო მტკივნეული იქნება მომავალში რთულ სიტუაციებთან გამკლავება. ამიტომ  ჯობია, ბავშვს დავეხმაროთ, რომ სწორად და ადეკვატურად გაუმკლავდეს სტრესულ ფაქტორებს.

altუნდა ავარიდოთ თუ არა შვილებს სტრესი - ნათია ფანჯიკიძის რჩევები

alt"მშობლებს აღარ სცალიათ ბავშვების მოსასმენად" – რა იწვევს სტრესებსა და გაუცხოებას მოზარდებში და როგორ მოვიქცეთ?

alt10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!


ბეჭდვა