კულინარიული ხელოვნების ახალი დონე – შეცდომები, რომლებსაც ყოველდღე ვუშვებთ სამზარეულოში
კულინარიული ხელოვნების ახალი დონე – შეცდომები, რომლებსაც ყოველდღე ვუშვებთ სამზარეულოში
გამოცდილი დიასახლისიც არ არის დაზღვეული შეცდომებისგან სამზარეულოში. ხანდახან უბრალო წვრილმანს შეუძლია კერძის გაფუჭება. ეს ილეთები დაგეხმარებათ, შეცდომებს აარიდოთ თავი და კერძები უკეთ გააკეთოთ. ბევრი რამ აქედან, ალბათ ნაცნობია თქვენთვის, რაღაც კი აუცილებლად ახალი იქნება.

1. მაკარონის მოხარშვა ჯობს შედარებით დიდ ქვაბში – ასე აკეთებენ იტალიელი ბებოები. მასში მაკარონი თანაბრად იხარშება და არც წებივანი იქნება. სანამ მაკარონს ჩაყრით, მდუღარე წყალში ცოტა მარილიც უნდა ჩაყაროთ. ასევე შეიძლება ცოტა ზეთის ჩასხმა ხარშვის დროს და მაკარონი და სპაგეტი ერთმანეთს არ მიეკრობა.
2. პომიდორს მაცივარში ნუ შეინახავთ.
იქ ის თავის გემოს კარგავს – ტემპერატურის ცვალებადობის გამო და სულ სხვა კონსისტენციას იძენს. ჯობს, ქაღალდის პაკეტში შეინახოთ, ან მუყაოს კოლოფში, გრილ ადგილას.
3. არ ჩადოთ დანები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. მაღალი ტემპერატურისგან დაბლაგვდება. დანა რომ დიდხანს გემსახუროთ, ჯობს, ჩვეულებრივი გარეცხვის შემდეგ (არა ძალიან ცხელი წყლით) გააშროთ და მშრალ ადგილას მოათავსოთ.
4. შემწვარი კერძი რომ გარეგნულადაც ლამაზი იყოს და გემრიელიც, დიდი ზომის ჭურჭელში უნდა მოამზადოთ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ შეწვის დროს ნაQრები ერთმანეთს არ ეხებოდეს. ასე საუკეთესო შედეგს მიიღებთ. კიდევ ერთი რჩევა: თუ კარტოფილს და ქათამს შეწვამდე შეამშრალებთ, მას ძალიან გემრიელი და დაბრაწული კანი ექნება,
შიგნით კი რბილი დარჩება.
5. თუ რბილი ცომი გინდათ მოამზადოთ, ფენოვანი ან ბისკვიტი, ფქვილს დანარჩენი ინგრედიენტები ნელ-ნელა დაამატეთ. თუ სწრაფად დაამატებთ, უფრო წებოვანი იქნება ცომი. ეს ცუდი არ არის, თუ პიცის ცომს ამზადებთ, მაგრამ ჰაეროვან ცომს არ შეეფერება. ასევე მოსახერხებელია, დაბალი სიჩქარის მიქსერით აურიოთ ცომი და ცოტ-ცოტა დაუმატოთ ფქვილი.
6. ეს ყველამ იცის, მაგრამ შეხსენება არ არის ცუდი – სანამ პროდუქტებს ტაფაზე მოათავსებთ ან ტაფაზე ზეთს მოასხმამთ, ის მანამდე უნდა გააცხელოთ. თუ ცივ ტაფაზე მოათავსებთ ინგრედიენტებს, შეწვის დროს მიეკრობა.
7. თუ პიცის გამოცხობის დროს გინდათ, რომ ზედ მოყრილმა მწვანილმა ფერი და გემო არ დაკარგოს, მანამდე ცოტა მცენარეული ზეთი მოაპკურეთ.
8. დაჭრილი ხახვი სიახლეს არ დაკარგავს, თუ მას მარილმოყრილ თასზე მოათავსებთ.
9. მარილი არ დანესტიანდება, თუ სამარილეში ბრინჯის მარცვლებს ჩაყრით.
10. თუ ვაშლს სალათისთვის ამზადებთ და არ გინდათ, რომ გაშავდეს, ოდნავ მარილიან ცივ წყალში უნდა მოათავსოთ რამდენიმე წამით.
11420
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
Ams
0
მე ისეტი ტაფები Mაქვს გაცხელება უბრალოდ Aრცა რეკომენდებული საკვები ცივზე უნდა იდოს Iდოს ესე რო გააჩნია რეკომენდაციას რას Dა რითი აკეთებ
01:39 / 10-01-2015
1000
0
Reigani tu oregano:))
23:37 / 07-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი