ბიჭის 7 ყველაზე ლამაზი და გავრცლებული სახელი საფრანგეთში, რომელსაც საინტერესო მნიშვნელობა აქვს
ბიჭის 7 ყველაზე ლამაზი და გავრცლებული სახელი საფრანგეთში, რომელსაც საინტერესო მნიშვნელობა აქვს
თუკი თქვენი ვაჟისთვის განსხვავებულ სახელს ეძებთ, ეს გამორჩეული ფრანგული სახელები შესაძლოა გამოგადგეთ, ამიტომაც გადახედეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ვარიანტებს:

როგორ არჩევენ საფრანგეთში ბიჭების სახელებს?

ფრანგებს არა მარტო უნდათ, რომ თავიანთ შვილს გამორჩეული, ლამაზი ჟღერადობის სახელი დაარქვან, არამედ სურთ, რომ ეს სახელი გარკვეულ დატვირთვას, მნიშვნელობას ატარებდეს, ამიტომაც, მშობლები იდეებს სხვადასხვა წყაროდან იღებენ, მაგალითად:

ქვეყნის ისტორიული წარსული
- საფრანგეთში, მრავალი წლის განმავლობაში, მამრობითი სქესის სახელებისთვის გარკვეული კანონზომიერება არსებობდა და ის სახელები იყო პოპულარული, რომლებსაც ფრანგი მონარქები ატარებდნენ. მაგალითად: რობერტი, ლუი, ჩარლზი, ფილიპი. მაგრამ, ონომასტიკისთვის ეს
ჩვეულებრივი მოვლენაა და სხვა ქვეყნებშიც
ხშირად მიმართავენ. სამეფო სახელები საფრანგეთის მოსახლეობას ყოველთვის უყვარს.

ოჯახური ტრადიციები - საფრანგეთში წინაპრების პატივსაცემად ბიჭებს ხშირად ორი ბაბუის, მამისა და დედის მამის სახელებს არქმევენ. მაგალითად: ჟან-პოლი, ჟან-კლოდი და ა.შ. შესაძლოა მესამე ნაწილი ნათლობის დროს აირჩიონ. სავალდებულო რთული სახელწოდების ტრადიცია საფრანგეთში 1993 წლამდე არსებობდა, ახლა კი ეს მიდგომა შეიცვალა.

გარდა ამისა, ფრანგები მორწმუნე კათოლიკეები არიან, ამიტომ ლამაზ სახელებს შორის ბევრი ქრისტიანობასთან ასოცირდება: პიერი, ბენჟამენი, კრისტოფი, მიშელი, დავითი.

ესთეტიკური მშობლები თავიანთ შვილს ლიტერატურით, თეატრით, კინოთი შთაგონებულ სახელებს არქმევენ. მაგალითად: ალენი, პატრიკი, კრისტიანი, ბერნარდი, ფრედერიკ, ლორანი, ერიკი, სებასტიანი, სტეფანი.
სხვა პოპულარული სახელებია: პიერი, პოლი, სერჟი, ჟანი, ნიკოლა.
მაგრამ, დღეს მოდა განსხვავებულია. თავად ფრანგები წარმატებულად მიიჩნევენ შემდეგ მამრობითი სქესის სახელებს: ტიერი, პიერი, კრისტოფი, ჟანი, მიშელი და ფილიპი.

mshoblebi

ყველაზე ლამაზი ფრანგული სახელების სია ბიჭებისთვის კი ასე გამოიყურება:

ალენი - ითვლება, რომ ამ სახელის მატარებლები გამოირჩევიან გაწონასწორებული ხასიათით და შეუძლიათ კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ სხვა ადამიანებზე. სხვათა შორის, ეს სახელი ბევრი ფრანგისთვის ალენ დელონით და თანამედროვე გასტრონომიის შეფ-მზარეულის, ალენ დუკასითაა შთაგონებული.

მარსელი
- ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს. ეს სახელი ჰქვია ქალაქს, მამრობითი სქესის წარმომადგენელს და ასევე, დამოუკიდებელი გვარიცაა. ვარაუდობენ, რომ ძველი რომაული წარმოშობა აქვს და ომის ღმერთის, მარსისგან წარმოდგება. კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა შორის ძალიან ბევრი მარსელია. მაგალითად: მწერლები მარსელ ალენი და მარსელ პრუსტი, ფრანგი მსახიობი მარსელ მარსო და მრავალი სხვა.

ემილი
- ეს მოკლე სახელი დიდი ხანია მთელ ევრიპაში გახდა პოპულარული და ამ სახელს არაერთი ცნობილი ადამიანი ატარებს არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მსოფლიოში.

დანიელი
- სინამდვილეში, ამ სახელს ებრაული წარმოშობა აქვს და სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღმერთი ჩემი მოსამართლეა“. სახელი განსაკუთრებით პოპულარული ლუკ ბესონის საკულტო ფილმის ,,ტაქსის“ გამოსვლის შემდეგ გახდა, რადგანაც მთავარ გმირს, რომელმაც უამრავი მაყურებელი მოხიბლა, სწორედ ეს სახელი ერქვა.

ნათანი
- კიდევ ერთი გამორჩეული სახელია და ბოლო დროს საფრანგეში ბიჭებს ხშირად არქმევენ, თუმცა ისიც ებრაული წარმოშობისაა.

კამილი
- კიდევ ერთი ლამაზი სახელი, რომელიც გავრცელებულია საფრანგეთში და არა მხოლოდ საფრანგეთში. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის მიხედვით, ეს სახელი ლათინური წარმომავლობისაა "ტაძრის მცველს" ნიშნავს, ხოლო, მეორე ვერსიის მიხედვით, არაბულია და"სრულყოფილს", "მიმზიდველს" ნიშნავს.

ვენსანი
- არისტოკრატული და სერიოზული სახელია და შეეფერება მამაკაცს, რომელსაც ცხოვრებაში დიდი გეგმები აქვს. ითარგმნება როგორც "გამარჯვებული". ამ სახელის მქონე ცნობილ ფრანგებს შორის არიან მსახიობები ვენსან პერესი, ვენსან კასელი, ვენსან ლაკოსტი და სხვები.

altგოგოს 7 პოპულარული სახელი 2022 წელს - ამბობენ, ამ სახელს თუ დაარქმევთ გოგონას, ცხოვრებაში გაუმართლებს

altყველაზე იშვიათი და ორიგინალური სახელები საქართველოში - უნიკალური სახელების სია იუსტიციის სახლიდან


2725
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები