კურნავს ბევრ დაავადებას, ებრძვის კარიესს, ოსტეოპოროზს, ხერხემლის დაავადებებს, სისხლმდენ ღრძილებს, ალერგიას 1. კურნავს ბევრ დაავადებას
კვერცხის ნაჭუჭი ებრძვის კარიესს, ოსტეოპოროზს, ხერხემლის დაავადებებს, სისხლმდენ ღრძილებს, ალერგიას.
თუ ასთმა გაქვთ, წყალში გახსნილი კვერცხის დაფქული ნაჭუჭი შეგიმსუბუქებთ ან სრულიად გაგათავისუფლებთ შეტევებისგან.
ხალხურ მედიცინაში არსებობს უამრავი რეცეპტი თორმეტგოჯა ნაწლავის სამკურნალოდ. ასევე, კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენება დამწვრობების, დიარეის, გასტრიტის და თირკმელსა და საშარდე მილში ქვების დასაშლელად.
2. ორგანიზმის გამდიდრება კალცით
კვერცხის ნაჭუჭი კალცის ბუნებრივი წყაროა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის. კალცი ასევე დიდი რაოდენობით არის სოდაში, თაბაშირსა და ცარცში, მაგრამ მხოლოდ კვერცხის ნაჭუჭით მიღებული კალცი შეითვისება ორგანიზმის მიერ სრულად, რადგან კვერცხის ნაჭუჭის შემადგენლობაში არსებული კალცი, პრაქტიკულად, მთლიანად ემთხვევა ადამიანის ძვლებსა და კბილებში შემავალ ამ ნივთიერებას. (იხილეთ უნიკალური ხალხური რეცეპტები კვერცხის ნაჭუჭის მეშვეობით კალცის მისაღებად).
3. კვერცხის ნაჭუჭი ბავშვების ძვლოვანი ქსოვილის საშენებლად
კვერცხის ნაჭუჭი ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის, რადგან 3 წლამდე აქტიურად ყალიბდება ბავშვის ძვლოვანი ქსოვილი. ამიტომაც კალცის მარაგის დამატებით მიცემა 3 წლამდე ბავშვისთვის აუცილებელია.
შეურიეთ დაფქული კვერცხის ნაჭუჭი ბავშვის საკვებს. გარდა კალცის მარაგის მიწოდებისა, კვერცხის ნაჭუჭი ბავშვს დაიცავს ანემიისგან, რაქიტისა და დიათეზისგან. პატარებს 6 თვიდან წლამდე, საკვებში დანის წვერით უმატებენ კვერცხის დაფქულ ნაჭუჭს, ხოლო ერთიდან 3 წლამდე – ორჯერ მეტს.
4. ვთავისუფლდებით რადიაქტიული ნივთიერებებისგან
ადამიანის ორგანიზმი ადვილად და სწრაფად აგროვებს რადიაქტიულ ნივთიერებებს, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც მისი გამოდევნა ორგანიზმიდან აუცილებელია. ამაში კი ისევ და ისევ კვერცხის ნაჭუჭი დაგეხმარებათ – შეურიეთ ყოველდღიურად საკვებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ¼ ჩაის კოვზი დაფქული კვერცხის ნაჭუჭი.
5. თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის
კალცი – ლამაზი თმისა და ჯანმრთელი ფრჩხილების წყაროა. თუ გსურთ, რომ თქვენი თმა და ფრჩხილები ყოველთვის შესანიშნავ ფორმაში იყოს, მიიღეთ თუნდაც კვირაში ერთხელ კვერცხის ნაჭუჭი. ამისათვის 1/3 კვერცხის დაფქული ნაჭუჭი შეურიეთ 2 კაფსულა თევზის ქონს. იხილეთ გაგრძელება
ასევე იხილეთ: კვერცხის უნიკალური თვისებები