როგორ მივცეთ ბავშვს სწორად ჰემატოგენი, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს - დოზები და გამოყენების წესი
როგორ მივცეთ ბავშვს სწორად ჰემატოგენი, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს - დოზები და გამოყენების წესი

ჰემატოგენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიეტური დანამატია. ის ემსახურება ორგანიზმში რკინის ნაკლებობის კომპენსაციას. ჰემატოგენი ასევე აუმჯობესებს ჰემატოპოეზის (სისხლის ფორმოვანი ელემენტების სისხლის წითელი და თეთრი ბურთულების წარმოქმნა) პროცესს. ის ბევრი ბავშვისთვის ნაცნობი დელიკატესია, აქვს სასიამოვნო სუნი და მოტკბო გემო. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული შეზღუდვები მის მიღებასთან დაკავშირებით.

როგორ მივირთვათ:

ჰემატოგენის გამოყენების წესები მარტივია. ის უნდა მიირთვათ ჭამამდე რამდენიმე საათით ადრე. მისი მიღება მხოლოდ წყალთან ერთად შეიძლება. თუ ჰემატოგენთან ერთად C ვიტამინით მდიდარ საკვებს მიიღებთ, მაშინ ის უკეთესად შეიწოვება.

რამდენი ჰემატოგენის ჭამა შეიძლება
დღეში:
ჰემატოგენის ყოველდღიური მიღება დამოკიდებულია
ადამიანის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უკონტროლო მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები ჯანმრთელ ადამიანებში. ბოლო კვლევების შედეგად დადგინდა ჰემატოგენის ყოველდღიური მიღების დოზა.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეს არის 20 გ. დღეში, 18 წლამდე - 30 გ. დღეში, ხოლო მოზრდილებისთვის - 50 გ-მდე. დაავადების მქონე ადამიანებისთვის მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს დღიური მაჩვენებელი, პაციენტის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმებმა შეიძლება დანიშნონ უფრო დიდი დოზა სამკურნალო ეფექტის გასაუმჯობესებლად. მნიშვნელობა აქვს, უზმოზე მიირთმევთ მას თუ ნაჭამზე.
განაგრძეთ კითხვა
1483
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები