ბავშვი რომ კონდიციონერთან არ გაცივდეს - როგორ უნდა გააგრილოთ ბავშვი უსაფრთხოდ - მშობლები

ბავშვი რომ კონდიციონერთან არ გაცივდეს - როგორ უნდა გააგრილოთ ბავშვი უსაფრთხოდ

2022-07-11 07:16:02+04:00


ზაფხულის სიცხეების გაძლიერებასთან ერთად ოჯახებში კონდიციონერის მოხმარებაც ხშირდება. ბევრ მშობელი ჩივის, რომ პატარა კონდიციონერთან სიახლოვის გამო გაცივდა.
რა თქმა უნდა, ბავშვისთვის, მით უმეტეს, ჩვილისთვის, გაგრილება აუცილებელია, თუმცა გარკვეული სიფრთხილის ნორმების დაცვაა საჭირო. კონდიციონერს არაერთი პრობლემის პროვოცირება შეუძლია:
  • ალერგია - ისეთი ალერგენები, როგორიცაა მტვერი და უწვრილესი მიკროორგანიზმები, შეიძლება მოწყობილობის ფილტრში დაგროვდეს და კონდიციონერის ჩართვისას ჰაერში გაიფანტოს. ფილტრები საკმაოდ ბევრ ბაქტერიას აგროვებს და თუ ისინი დროულად არ გასუფთავდა, სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ.
  • გაციება და რესპირატორული ინფექციები
  • კუნთების ტკივილი
  • ჰაერის გამოშრობას შეუძლია კანისა და ლორწოვანი გარსის პრობლემებიც გამოიწვიოს. ამიტომ კონდიციონერის პარალელურად ჰაერის დამატენიანებელი აუცილებელია.

როგორ დავიცვათ ბავშვი გაციებისგან

  1. სწორად გამოიყენეთ კონდიციონერი: რეგულარულად გაასუფთავეთ ფილტრები და საჭიროების შემთხვევაში, შეავსეთ გამაგრილებელი სითხით. ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა გააკეთოს, რადგან ფრეონი საკმაოდ ტოქსიკური სითხეა და მისით მოწამვლის რისკი არსებობს.
  2. აკონტროლეთ იმ ოთახში ჰაერის ტემპერატურა, რომელშიც ბავშვია. როცა კონდიციონერს ჩართავთ, 5-7 გრადუსზე მეტი სხვაობა არ უნდა იყოს მის სიგრილესა და ჩართვამდე ოთახში არსებულ ტემპერატურად შორის.
  3. გაგრილებული ჰაერის ნაკადი პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს ბავშვს, თორემ გადაცივებას გამოიწვევს.


რამდენი უნდა იყოს ზაფხულში ოთახის ტემპერატურა

მოგეხსენებათ, ჩვილებს სხეულის თერმორეგულაცია სუსტი აქვთ, ამიტომ ოთახის ტემპერატურა 22 გრადუსის ფარგლებში უნდა შეინარჩუნოთ ახალშობილისთვის, ხოლო 20 გრადუსი - ცოტა მოზრდილებისთვის. კონდიციონერმა 5-7 გრადუსზე მეტად არ უნდა შეცვალოს ოთახის ტემპერატურა.
მოწყობილობა ბავშვის საწოლიდან ან მისი სათამაშო სივრციდან 2 მეტრით დაცილებული უნდა იყოს. ეცადეთ, საწოლი არ დადგათ კონდიციონერის მოპირდაპირე მხარეს.
თუ ძლიერი სიცხიდან ბავშვი გაგრილებულ ოთახში შეიყვანეთ, მაშინვე ნუ გამოუცვლით. 10 წუთი მიეცით აკლიმატიზაციისთვის და შემდეგ გახადეთ.
როცა გარეთ გადიხართ, გაიყოლეთ ბავშვისთვის მოსაცმელი, რადგან თუ სადმე დახურულ და გაგრილებულ სივრცეში შეივლით, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო ბავშვს შეიძლება შემოცმა დასჭირდეს. .
დაიმახსოვრეთ:
კონდიციონერის პულტზე მითითებულია ის ტემპერატურა, რომელიც აგრეგატმა ოთახში უნდა უზრუნველყოს და არა გამონაბერი ჰაერის ნაკადის. ანუ უფრო ცივი ჰაერი უბერავს, ვიდრე თქვენ პულტზე მიუთითეთ. ამიტომ კონდიციონერის შლეიფი ისე დააყენეთ, ნაკადი ჭერის პარალელურად მიედინებოდეს და ქვემოთ. 

altრა დაავადებებს იწვევს კონდიციონერი და რა უნდა გაითვალისწინოთ გაგრილების დროს - ექიმის რეკომენდაციები

altრომელი ასაკიდან ჩავურთოთ ბავშვს კონდიციონერი - ექიმ კომაროსკის რჩევები კონდიციონერის თაობაზე