ბავშვის უსაფრთხოება ის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალია, რაც დღევანდელ მშობლებს ყველაზე მეტად აღელვებთ. იცოდით, რომ ყოველდღიურად სამძებრო-სამაშველო სამსახურებში დაკარგული ადამიანების და განსაკუთრებით, ბავშვების შესახებ ათასობით განცხადება შედის და ყოველწლიურად ასი ათასობით ბავშვი იკარგება მთელ მსოფლიოში? საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაა და ამიტომაც არის, რომ სპეციალისტები მშობლებს გამუდმებით აფრთხილებენ, ასწავლონ ბავშვებს უსაფრთხოების წესები და თავადაც ყველა საშუალება გამოიყენონ, რომ თავიდან აიცილონ მსგავსი განსაცდელი.
უსაფრთხოების რამდენიმე წესი, რომელიც უნდა ასწავლოთ ბავშვებს:
- ყოველთვის, ნებისმიერ შემოთავაზებაზე უთხარი "არა" უცნობ ადამიანებს.
- აუხსენით, რომ უფროსი ადამიანები დახმარებას უნდა სთხოვდნენ თავის ტოლებს და არა ბავშვებს. არ უნდა გაჰყვეს უცნობ ადამიანს, რაც არ უნდა შესთავაზოს მან: კანფეტი, თოჯინა, ტელეფონი და ა.შ. ასევე უცნობმა ადამიანმა შეიძლება არა მხოლოდ შესთავაზოს რაიმე, არამედ ითხოვოს დახმარება. რა თქმა უნდა, მოხუც ადამიანს უნდა დაეხმარო, თუმცა, არ უნდა გაჰყვე არსად.
- აუხსენით, რომ ვერავინ გაარჩევს გარეგნულად კარგ ადამიანს ცუდისგან და რომ კეთილად განწყობილი დეიდა მაინც უცხოა.
- ასწავლეთ ბავშვს, რომ არ არის სირცხვილი დასახმარებლად ვინმესთან მისვლა, თუ გზა აებნა. ვის შეიძლება, რომ მიმართოს? ბავშვიან ქალს ან კაცს, პოლიციელს, დაცვის თანამშრომელს, გამყიდველს, მოლარეს.
- აუხსენით, რომ თუ ვინმე რაიმეთი ემუქრება, აუცილებლად უნდა მოუყვეს ოჯახის წევრებს.
- ასწავლეთ ბავშვს, ყოველთვის ჩაგაყენოთ საქმის კურსში, თუ სად მიდის, რამდენ ხანში დაბრუნდება, აკონტროლოს დრო. უთხარით, რომ თქვენც - უფროსები ასე იქცევით, რომ ეს ნორმალურია. ეს არ ნიშნავს კონტროლს. ეს არის ზრუნვა ერთმანეთზე.
- ასწავლეთ მთავარი წესი დაკარგვის დროს: თუ მიხვდი, რომ დაიკარგე - დარჩი იმავე ადგილზე!
- ასწავლეთ ბავშვს ხმამაღლა ყვირილი. უნდა იყვიროს, თუ დაიკარგა, მათ შორის ქალაქშიც.
უსაფრთხოების წესები მშობელთათვის:
- ნუ გაავრცელებთ სოციალურ ქსელში ბავშვის პირად მონაცემებს, ლოკაციას, თუ სად არის ბავშვი. ნუ გაავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლება ბოროტმზრახველებმა გამოიყენონ.
- აკონტროლეთ დრო, როდესაც ბავშვი უნდა დაბრუნდეს სახლში. თუ იგვიანებს ნახევარი საათით, დაუკავშირდით პედაგოგს, მეგობრებს. ნუ იგრძნობთ უხერხულობას, როდესაც მოგიწევთ სხვა ადამიანების შეწუხება იმის გამო, რომ ბავშვს დააგვიანდა სახლში მოსვლა. ბავშვის დაკარგვა - ექსტრემალური სიტუაციაა და თქვენ უნდა იმოქმედოთ რაც შეიძლება სწრაფად.
- არ ეჩხუბოთ ბავშვს, როდესაც იპოვით, არ უყვიროთ, არ სცემოთ. აუხსენით, თუ რა გადაიტანეთ მისი დაკარგვის შემდეგ, მოუყევით იმ საშიშროებების შესახებ, რაც შეიძლებოდა შემთხვეოდა მას. ნუ შეაშინებთ, რადგან ბავშვი, რომელიც ნამდვილად დაიკარგა, შეიძლება ისე შეშინდეს მოსალოდნელი სასჯელით, რომ თვითონ დაიმალოს და არ გამოგეხმაუროთ დაძახილზე.
- ისარგებლეთ თანამედროვე გაჯეტებით და პროგრამებით იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი შვილის უსაფრთხოება. არსებობს საშუალებები, რომლებიც ამაში ძალიან დაგეხმარებათ და ბავშვიც სიამოვნებით გამოიყენებს.
ერთ-ერთი ასეთი გაჯეტია საბავშვო საათი. მაგალითად, ცნობილ ბრენდს Canyon-ს აქვს საბავშვო საათის უახლესი მოდელი - Sandy KW-34, 2G SIM ბარათის ჩასასმელით და Canyon Life აპლიკაციით, სადაც თქვენ შეძლებთ, თქვენივე სმარტფონზე ადევნოთ თვალი ბავშვის ზუსტ მდებარეობას. GPS მოდულის წყალობით, ბავშვის მდებარეობა 5 მეტრის სიზუსტით შეიძლება განისაზღვროს, რაც ძალიან დიდი კომფორტია მშობლისთვის. საათს ახლავს ასევე "SOS ღილაკი" - უფროსებთან სწრაფი კომუნიკაციისთვის, და სპეციალური შეტყობინების ფუნქცია, როდესაც ბავშვი ტოვებს დადგენილ უსაფრთხო ზონას.
Sandy KW-34-ს აქვს შემომავალ და გამავალი ზარების მიღების მხარდაჭერა, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორებიცაა მაღვიძარა, პედომეტრი, კამერა და თამაშები. ახალი ალგორითმები ბატარეის მოხმარების ვადას დატენვიდან ოთხ დღემდე ზრდის. გაჯეტი ჩასმულია მსუბუქ მინიატურულ კორპუსში (იწონის მხოლოდ 42 გრამს) და ახლავს სილიკონის კომფორტული სამაჯური. აქვს მწარმოებლის 12-თვიანი გარანტია.
თავისი არსით, საბავშვო საათი მარტივი და მოსახერხებელი გაჯეტია, რომელიც ძნელია, გატეხო ან დაკარგო, ტელეფონისგან განსხვავებით, რომელიც ბავშვმა ადვილად შეიძლება დაკარგოს სირბილის ან ვარჯიშის დროს. ასევე აუცილებელია, გქონდეს ჯიბე ან ჩანთა, რომ ტელეფონი სადღაც მოათავსო. საბავშვო საათს კი არ სჭირდება ასეთი არაფერი, ის უბრალოდ გიკეთია მაჯაზე და ხარ მშვიდად და უსაფრთხოდ.
საბავშვო საათი გაჯეტი, რომელიც ვიზუალურადაც და ტექნოლოგიურადაც დახვეწილია და ყველა პატარას აღაფრთოვანებს, ბავშვების უსაფრთხოების და მათი მშობლების მშვიდად ყოფნის შთაგონებით შეიქმნა. განსაკუთრებით მაშინ არის კომფორტული და სიმშვიდის გარანტი, როდესაც თქვენი შვილი პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს თქვენ გარეშე - პირველად მიდის სკოლაში, სპორტზე ან საზაფხულო ბანაკში, თქვენ კი მუდმივად გინდათ დარწმუნებული იყოთ მის უსაფრთხოებაში და კავშირზე გყავდეთ.
საბავშვო საათი უკვე ბევრმა მშობელმა გამოსცადა და ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევენ.
საათის ყველა მოდელის და მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება
შეგიძლიათ ბმულზეR