ანდერძი არის ე.წ. მოანდერძის, სრულწლოვანი, ქმედითუნარიანი პირის მიერ წერილობითი ფორმით შესრულებული საბუთი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ანდერძი შეიძლება შედგეს ორი ფორმით: სანოტარო და შინაურული.
- ე.წ შინაურული ანდერძი შეიძლება შეადგინოს მოანდერძემ, მოაწეროს ხელი და საკუთარი სურვილისამებრ შეინახოს. როცა ანდერძი დაწერილია შინაურულად, მემკვიდრე ვალდებულია წარუდგინოს ნოტარიუსს ექსპერტის დასკვნა, შინაურული ანდერძის გარდაცვლილისადმი კუთვნილების შესახებ. შინაურული ანდერძი შეიძლება იყოს დახურული ფორმითაც. ასეთ შემთხვევაში მოანდერძის სურვილით მოწმეებმა ანდერძი უნდა დაადასტურონ ისე, რომ არ გაეცნონ მის შინაარსს. ამ შემთხვევაში მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ანდერძის შედგენას, მაგრამ ისინი არ გასცნობიან მის შინაარსს.
- სანოტარო ფორმა გაცილებით საიმედოა და გაუგებრობის თავიდან აცილების მხრივაც უმჯობესი.ნოტარიუსს უფლება არ აქვს, გათქვას ანდერძის შინაარსი.
სანოტარო ფორმით შედგენილი ანდერძი შეიძლება იყოს ორი სახის:
- ნოტარიუსი მხოლოდ ადასტურებს ანდერძზე განხორციელებულ ხელმოწერის ნამდვილობას – ამოწმებს ხელმომწერის პირადობა, ქმედუნარიანობას.
- ნოტარიუსი ხელმოწერის დადასტურებასთან ერთად, განუმარტავს მოანდერძეს იმ შინაარსსა და სამართლებრივ შედეგებს, რაც გამომდინარეობს ანდერძის შინაარსიდან.
ანდერძის შედგენისას გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
- დაუშვებელია ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივი ანდერძის შედგენა (მხოლოდ მეუღლეებს აქვთ უფლება შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის თაობაზე).
- ანდერძზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ თარიღი.
- თუ მოანდერძე რაიმე მიზეზით თვითონ ვერ მოაწერს ხელს ანდერძს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა პირმა.
განაგრძეთ კითხვა