ქურის ხეხვას რა თქმა უნდა ჯობია, რომ ის დაბინძურებისგან დავიცვათ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ეფექტური საწმენდი საშუალება არსებობს, გაზქურის წმენდა არც ერთი დიასახლისისთვის სასიამოვნო საქმე არ არის. სადილის მომზადების შემდეგ, ან თუ რძე ჩავიდა, გაზქურა საშინელი სანახავია. მის გასასუფთავებლად ნამდვილი ქიმიური შეტევაა საჭირო. ენერგიის ხარჯვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამდენი ხეხვით ზედაპირიც ზიანდება. ქურის ხეხვას რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ის დაბინძურებისგან დავიცვათ. ეს საკმაოდ გამოცდილი ხერხია, რომელსაც დიასახლისები მრავალი წელია იყენებენ. ახალბედებმა კი შესაძლოა ამის შესახებ ჯერ არ იციან, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ მრავალნაცად ხერხს.
ეს ძალიან მარტივია. დაგჭირდებათ ჩვეულებრივი ალუმინის ფოლგა და რა თქმა უნდა, გაზქურა.
მოარგეთ ფოლგის ზომა გაქზურის ზედაპირს. თუ სიგრძეში ან სიგანეში ფოლგა საკმარისი არ არის, ორი დაშვება გამოიყენეთ.
აიღეთ ზედაპირიდან რკინის ცხაური, საცეცხლე ხუფები და მთელ ზედაპირს ფოლგა გადააფარეთ. საცეცხლე ადგილები ამოჭერით და შემდეგ ყველა დეტალი თავის ადგილზე განათავსეთ.
ამის შემდეგ მშვიდად წვით და ხრაკეთ, ბოლოს კი ქურის ხეხვის მაგივრად უბრალოდ, ფოლგას გამოცვლით.
შედეგად შეგრჩებათ:
1. სუფთა გაზქურა ქიმიური დამუშავების გარეშე
2. მომზადებული ვახშამი
3. ნაზი ხელები
4. თავისუფალი დრო.