მათზე ხომ უამრავი ვირუსი და ბაქტერია სახლდება ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის გამოცვლა რეგულარულად უნდა ხდებოდეს, მასზე ხომ უამრავი ვირუსი და ბაქტერია სახლდება. შეიძლება ხშირად ცვლით, მაგრამ მისი დეზინფექცირება მაინც აუცილებელია. მით უმეტეს, თუ სახლში მეტიჩარა ბავშვია, რომელსაც უნდა, რომ დედას ჭურჭლის რეცხვაში დაეხმაროს.
ბავშვები ხომ ყველაფერს პირისკენ მიაქანებენ. თუ ახალი ღრუბელი არ გაქვთ, რომ ბავშვს მისცეთ, დეზინფექციის მარტივი პროცედურა ჩაატარეთ. სასურველია ეს ყოველდღიურად გაიმეოროთ - საკმარისია ერთხელ გარეცხოთ ჭურჭელი ან გახეხოთ ნიჟარა, რომ ბაქტერიების მთელი არმია ღრუბელზეა. ეს მავნე მიკროორგანიზმები თანდათან თქვენკენ დაიწყებენ მიგრაციას. ყველა სარეცხი საშუალება მათ ვერ უმკლავდება.
გაწურეთ ღრუბელი, ჩადეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 2-3 წუთით. შემდეგ ფრთხილად გაწურეთ და გააცივეთ. მზადაა.
ეცადეთ, ყოველი ხმარების შემდეგ ღრუბელი მაგრად გაწუროთ. შეინახეთ ისეთ ბადეში, რომელშიც წყალი არ დაგროვდება. ბაქტერიების ზრდას სწორედ ნესტი და საკვების ნარჩენები იწვევს.
მაგიდის ტილოს დეზინფექცია
დღეს მაგიდის ტილოს გაახლება პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ყოველდღიურად შეცვლაც შეუძლებელია. არადა ბაქტერიების ან უსიამოვნო სუნის წარმოსაქმნელად ზოგჯერ ერთი დღეც საკმარისია. ტილო რომ ყოველთვის უზადოდ სუფთა იყოს, ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ შემდეგი პროცედურა: დღის ბოლოს, როცა სამზარეულოში ყველა აქტივობა დამთავრებულია და მალე დასაძინებლადაც ემზადებით, აიღეთ ჩვეულებრივი სარეცხის 72%-იანი საპონი და გასაპნეთ მაგიდის ტილო (თუ მშრალია, დაასველეთ). ასე საპნიანი დატოვეთ მთელი ღამით და დილით გარეცხეთ. სუფთაც იქნება და უსიამოვნო სუნის კვალიც აღარ დარჩება.
ყველაზე მარტივი და პრაქტიკული საშუალება ნიჟარის გასასუფთავებლად