მორჩენილი ღვინო ყინულის ფორმებში გაყინეთ, რათა შემდეგ... სწრაფად რომ გაჭრათ პომიდორი ჩერი, ორ ბრტყელ თეფშს შორის დააწყვეთ და შუაში გაატარეთ ბასრი დანა.
ერთ წუთს აანჯღრიეთ უმი კვერცხი, მერე კი მოხარშეთ. ნამდვილი ოქროს კვერცხი გამოგივათ!
ასე შეიძლება გაკეთდეს ლამაზი კალათები.
თუ მაიონეზი გჭირდებათ და უცებ ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ არაჟნით შეცვალოთ – მას შეურიეთ მაგრად მოხარშული კვერცხის ფული და ერთი კოვზი მდოგვი.
მორჩენილი ღვინო ყინულის ფორმებში გაყინეთ, რათა შემდეგ კულინარიულ ექსპერიმენტებში გამოიყენოთ.
კარტოფილი არ გაღივდება, თუ ვაშლთან ერთად შეინახავთ.
არ გადააგდოთ ოდნავ შეყვითლებული მწვანილი. ჯობს ზეითუნის ზეთში აურიოთ და ყინულის ფორმებში ჩაასხათ, მერე კი კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენოთ.
ნუთელას დაცარიელებულ ქილაში მონარჩენ შოკოლადს ცხელი რძე დაუმატეთ და გემრიელი ცხელი შოკოლადი გამოგივათ.
შესანიშნავი და სწრაფი კერძი – ყველიანი პური. დაუმატეთ მწვანილი და პურის ბატონი ღუმელში მოათავსეთ.
გემრიელი საუზმე, რომელიც განსაკუთრებით მამაკაცებს მოსწონთ – საცხობ ფორმებში მოათავსეთ ბეკონის ნაჭრები და კვერცხი და შემდეგ შეწვით.
ნამცხვრის ზომები რომ შეასწოროთ სურვილისამებრ, ალუმინის ფოლგა გამოიყენეთ.
ცივ პიცას უწინდებურ არომატსა და გემოს შემატებთ, თუ ტაფაზე გააცხელებთ და არა ღუმელში.