სათამაშოები, რომლებიც კლავენ - ფრთხილად, მშობლებო!
სათამაშოები, რომლებიც კლავენ - ფრთხილად, მშობლებო!
ერთ-ერთი ამერიკული მხატვრული ფილმის - "თოჯინები" - სიუჟეტში, უამინდობით შეწუხებული ტურისტები ქალაქგარეთ მდგომ სახლს შეაფარებენ თავს, სადაც უცნაური მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს.
ისინი თოჯინებს ამზადებენ, მაგრამ ეს უბრალო თოჯინები როდია. ისინი ცოცხლდებიან და ადამიანებზე ნადირობას იწყებენ. შეიძლება, ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ, რომ ეს სინამდვილისგან ძალზე შორსაა, მაგრამ ახლა სწორედ ცხოვრებისეულ შემთხვევებზე მოგითხრობთ:

ერთხელ ამერიკაში
ამერიკულმა ჟურნალმა Radar-მა ერთხელ, ყველაზე სახიფათო სათამაშოების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი ბასრმა ხელშუბებმა - Jarts - დაიკავა. მათ
1980-იან წლებში უშვებდნენ. ეს თითქმის ნამდვილი იარაღი იყო, რომელსაც ალბათ სიამოვნებით გამოიყენებდნენ ამაზონის აბორიგენები. არადა, ეს მინიშუბები მხოლოდ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. სათამაშოს ინტრუქციაში ეწერა, რომ მისი დანიშნულება შორ მანძილზე ტყორცნა იყო. როგორც ჩანს, პატარებიც ამას მთელი ძალით ცდილობდნენ. ხელშუბების მწარმოებელნი კი გონს მხოლოდ მაშინ მოეგნენ, როცა მათი მიზეზით ოთხი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 6000-ზე მეტი დაიჭრა...
მეორე ადგილი, ერთი შეხედვით უვნებელმა მოწყობილობამ დაიკავა. ის ახალბედა ფიზიკოსებისთვის შექმნეს და 1950-იან წლებში იყიდებოდა. მის უმთავრეს ღირებულებად მიიჩნეოდა ის, რომ ბავშვებს ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება ეძლეოდათ; ხოლო ამისთვის მათ ურან-238-ს სთავაზობდნენ. სათამაშოს შემქმნელი აშშ-ში ცნობილი მეწარმე - ალფრედ ჰილბერტი გახლდათ, რომელმაც განსხვავებულ სფეროებში გამომგონებლობით გაითქვა სახელი. ხსენებულ მოწყობილობაში
შედიოდა: ჰეიგერის მრიცხველი, ალფა-ნაწილაკებზე დაკვირვებისთვის განკუთვნილი აპარატი და სხვა არაჩვეულებრივი ნივთები, რაც ბავშვებს რადიოაქტიურ მასალებზე მუშაობის საშუალებას აძლევდა. კომპლექტში შედიოდა ბირთვული ფიზიკის ძირითადი საკითხების ზოგადი ცნობარიც. ამ გამოგონების თანაავტორი გენერალი - ლესლი გროუსი იყო, რომელიც ადრე ამერიკული ატომური ბომბის შექმნაში მონაწილეობდა. კომპლექტი საკმაოდ ძვირად ფასობდა, მაგრამ შეძლებული მშობლები საკუთარი შვილებისთვის სახსრებს არ იშურებდნენ - შეფუთვაზე ხომ ეწერა, რომ სათამაშო ბავშვების "შემეცნებას ავითარებდა". მოგვიანებით გაირკვა, რომ ურანი-238 ავთვისებიან სიმსივნესა და სისხლის კიბოს იწვევს.

1990-იან წლებში დახლებზე გამოჩნდა თოჯინა, რომლის სახელიც შეიძლება ასე ითარგმნოს - "კომბოსტოში ნაპოვნი ბავშვი". ის ფირმა Mattel-მა გამოუშვა, რომელმაც თავის დროზე სახელი თოჯინა ბარბის გამოშვებით გაითქვა. "კომბოსტოს ბავშვი" თავიდან მშობლებში დიდ აღტაცებას იწვევდა. თოჯინა ძალიან ჰგავდა ახალშობილს, ჰქონდა სახელი და "დაბადების" მოწმობა. რაც მთავარია, მას ჭამა შეეძლო, უფრო მეტიც - ღეჭვა და საკვების ყლაპვა. ეს მომავალი დედიკოებისთვის თითქოს გამოსადეგიც იყო, რადგან ისინი ბავშვობის ასაკიდან ჩვილის მოვლას სწავლობდნენ. თუმცა, ეს გულისამაჩუყებელი ქმნილება მალე მშობლებისთვის დიდი უსიამოვნების მიზეზად გადაიქცა: თოჯინამ ბავშვების 30-ზე მეტი თითი შეიწირა და დააზიანა.

ჩამოთვლილი შემთხვევების გამომზეურების შემდეგ ხმამაღალი სასამართლო პროცესები გაიმართა, რის შედეგადაც კომპანიები სახიფათო სათამაშოების წარმოებას წყვეტდნენ; ხდებოდა მათი სავაჭრო ქსელიდან ამოღება და დაზარალებულებს უზარმაზარ კომპენსაციებსაც უხდიდნენ.

ჩინეთში წარმოებული
ჩვენში მეტწილად ჩინური პროდუქციით ვაჭრობენ, რომლითაც ასევე მსოფლიო ბაზარია მოცული (იხილეთ ვრცლად). სამწუხაროდ, კომუნისტური ჩინეთის წარმოება რაოდენობიდან ხარისხზე ვერაფრით გადაერთო. ბევრი სათამაშო, რომელსაც გარეგნული მიმზიდველობა აქვს, ჯანმრთელობისთვის თურმე სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვმა ცუდად დამაგრებული სათამაშოს დეტალი გადაყლაპა ან ტრავმა ზერელედ აწყობილი სათამაშოს კონსტრუქციის დაშლის შედეგად მიიღო - მაგალითად, მავთულის კარკასით ან ზამბარით. ბეჭდურ მედიაში მრავალი ამგვარი შემთხვევა გამოქვეყნდა. სანიმუშოდ ერთიც კმარა: სამმა პატარამ რამდენიმე მაგნიტი გადაყლაპა, რომელიც ადვილად მოშორდა პლასტმასის სათამაშოებს. მაგნიტებმა ბავშვის ორგანიზმში ერთმანეთი მიიზიდეს და ნაწლავის პერფორაცია გამოიწვიეს. გაგრძელება

ასევე იხილეთ: ყველაზე სახიფათო თოჯინა
9330
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?