ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ როგორ შედეგებს მიიღებთ 2, 4, 6, 8 და 10-წუთიანი დუღილისას მოხარშული კვერცხი ნოყიერი და სასარგებლო საკვებია. შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს - რკინას, კალცს, თუთიასა და მარგანეცს. ყველა დედამ იცის, რომ საუზმედ მოხარშული ან თოხლო კვერცხი "მისწრებაა". დიეტოლოგებიც ბავშვებისთვის შემწვარზე მეტად მოხარშული კვერცხს გირჩევენ.
იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს გასტანს ხარშვის პროცესი, კვერცხი სხვადასხვა გემოსა და კონსისტენციას იღებს. თოხლოს მიირთმევთ თუ მაგრად მოხარშულს, ეს მხოლოდ ხარშვის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.
ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ როგორ შედეგებს მიიღებთ 2, 4, 6, 8 და 10-წუთიანი დუღილისას და როდის უნდა დასრულდეს ხარშვის პროცესი.