ქიმიური პროდუქტი ბოლომდე "სანდო" ვერ იქნება დეოდორანტის გარეშე ზაფხულის გატარება წარმოუდგენელია. ამ ნივთის გამოყენება ყოველდღიურად გვიწევს და არამარტო ზაფხულში. ასეთი ხშირი მოხმარების ნივთიერება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა იყოს. რაც არ უნდა საიმედო დაპირებებს გვაძლევდნენ მწარმოებლები, ქიმიური პროდუქტი ბოლომდე "სანდო" ვერ იქნება. ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც შეიძლება ორგანიზმი დავასვენოთ და ქარხნული დეოდორანტის მაგივრად ნატურალური გამოვიყენოთ.
1. აიღეთ ერთი ლაიმი. ეს ლიმონის მონათესავე ციტრუსია, რომელიც ძალიან წააგავს ამ უკანასკნელს, ოღონდ მწვანე ფერისაა.
ციტრუსს ორი რგოლი ჩამოაჭერით და ახალდაბანილ იღლიის ფოსოში შეიწყვეთ.
გაიჩერეთ 1-2 წუთით. დარჩენილი ლაიმი მაცივარში შეინახეთ და ყოველდღიურად გამოიყენეთ.
2. დაბანის შემდეგ იღლიაში სველი სოდა წაისვით. ყოველგვარ სუნს შთანთქავს.
ორივე მეთოდი უმარტივესია, მაგრამ რაც მთავარია - ეფექტურად მუშაობს.