დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური დინდგელის მალამო გამოიყენება დამწვრობის, ჭრილობის, ნახეთქების, ნაწოლების, ეგზემის სამკურნალოდ. ხელს უწყობს კანის დაზიანებული უბნების რეგენერაციას. ვირუსების პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით მალამო წაისვით ცხვირის ნესტოებში. ასევე გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.
დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს - ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. დინდგელი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზე.
რაც შეეხება ფუტკრის ცვილს, მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება. ცვილი კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადებების დროს, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა A ვიტამინი. A ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას და გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რასაც ფართოდ იყენებენ კანის დაავადებების, ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების მკურნალობისას.
მასალა
დინდგელი - 40-45 გრ
ცვილი (თაფლის სანთელი) - 25 გრ
ზეითუნის ზეთი (ცივი გამოხდის) - 200 გრ
სამედიცინო სპირტი - 50 მლ
წყალი - 1 სუფრის კოვზი