გთავაზობთ ეფექტურ და გამოცდილ მეთოდებს როცა სასურველ ნივთს ვყიდულობთ, იმედი გვაქვს, რომ ის წლობით გაგვიძლებს, მაგრამ ლაქებმა ან სხვა უსიამოვნებებმა შეიძლება ჩვენი გარდერობი მომენტალურად დააცარიელოს.
გთავაზობთ ეფექტურ და გამოცდილ მეთოდებს, რომლებიც თქვენს სამოსს დიდი ხნით შეგინარჩუნებთ.
როგორ გავწმინდოთ კედები
სარეცხ საშუალებას ცოტა სოდა შეურიეთ და ნამიანი კბილის ჯაგრისით კეტის რეზინი გაწმინდეთ. მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
კოლჰოტმა რომ დიდხანს გაგვიძლოს
იმისათვის, რომ თვალწასულმა კოლჰოტმა საზოგადოებაში უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაგდოთ, ჩაცმამდე თმის ლაქი შეასხით.
როგორ შევაჩეროთ კოლჰოტზე წასული თვალი
ამისათვის ფრჩხილის უფერული ლაქი გამოგადგებათ, რომელიც უკიდურეს წერტილში უნდა დააწვეთოთ და აცალოთ გაშრობა. ნახეთ კიდევ ბევრი სასარგებლო რჩევა