ხორცში ჩანგალი ღრმად ჩაარჭეთ და ოდნავ აამოძრავეთ ხორცი, თევზი, კვერცხი - ის პროდუქტებია, რომლებსაც ბავშვის ორგანიზმის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეუძლია დიასახლისს მათი ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმება. როგორ უნდა გამოვიცნოთ ყიდვის დროს ხარისხიანი ხორცი, თევზი და კვერცხი?
ხორცი
კარგი ხარისხის და გემრიელი ხორცი ღია ფერის უნდა იყოს. ძალიან მუქი წითელი ხორცი ბებერ საქონელს ახასიათებს, რაც დიდად სასარგებლო არაა, გვიანაც იხარშება და ნაკლებად გემრიელია.
ღია ფერის ხორცს ოდნავ მოყვითალო ქონი უნდა ჰქონდეს. ძალიან ყვითელი ქონი ასევე ბებერი საქონლისაა, ქათქათა თეთრი კი - კამეჩის. კარგი ხორცი თითქმის მშრალი უნდა იყოს. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - ხორცში ჩანგალი ღრმად ჩაარჭეთ და ოდნავ აამოძრავეთ. როცა ამოიღებთ, დაყნოსეთ. თუ ხორცი უხარისხოა, ჩანგალს უსიამოვნო სული აუვა.
ახალი ხორცის ბულიონს სასიამოვნო სუნი აქვს. ცხიმი სითხის ზედაპირზე მსხვილ რგოლებად იშლება.
თევზი
მდინარის თევზს ბევრი წვრილი ფხააქვს. ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, როცა მის ბავშვისთვის შეთავაზებას აპირებთ.
ხარისხიანი თევზის უმი ხორცი ფხას ადვილად არ უნდა ძვრებოდეს. არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი კანი, ჩავარდნილი თვალები და ჩაზნექილი ფორმა. რაც შეეხება გაყინულ თევზს, როცა დაბრეცილი და ერთმანეთზე მიკრული სხეულებია, ისე იგი ერთხელ უკვე გადნა და თავიდან გაყინეს. ამით პროდუქტის ხარისხი კლებულობს. მწარმოებლები მშრალი წესით გაყინულ თევზს უშვებენ სარეალიზაციოდ. ისინი ერთმანეთს არც ეკრობა, არც ფორმას იცვლის.
როცა ბავშვისთვის ყიდულობთ, აუცილებლად თავიანი თევზი აარჩიეთ და არა თავმოჭრილი. ბავშვისთვის არც ფილეა სასურველი.
კვერცხი
• ახალ კვერცხს არ უნდა ჰქონდეს კრიალა ზედაპირი, ხელის გადასმის დროს უნდა შეიგრძნობოდეს ხაოიანი ზედაპირი, ძველი კვერცხის ზედაპირი პრიალებს;
• დაიჭირეთ ხელში კვერცხი, ის უნდა იყოს საკმარისად წონადი.
• დაყნოსეთ. მას არ უნდა ჰქონდეს სუნი, თუ სუნი აქვს, წარმოიდგინეთ, გატეხვის შემდეგ რა მძაფრი სუნი ექნება.
• თუ გახედავთ ქათმის კვერცხს სინათლეზე, მას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი ღია–ნარინჯისფერი, ყოველგვარი მუქი ლაქების გარეშე. მუქი ლაქები ნიშნავს, რომ კვერცხი გაფუჭებულია.
არ შეიძინოთ კვერცხი, თუკი შეამჩნევთ რომ:
• ნაჭუჭი დაზიანებულია ან გატეხილია;
• ნაჭუჭი დასვრილია;
• ნაჭუჭი პრიალებს;
• კვერცხს არასასიამოვნო სუნი აქვს.
შეგიძლიათ კვერცხის ვადა წყლის დახმარებით შეამოწმოთ
იხილეთ ვიდეო: კვერცხის ცილისა და გულის გაცალკევების ყველაზე მაგარი და მარტივი მეთოდი - არ დაიჯერებთ!