სახლის დასუფთავება რომ ძალიან მალე და მარტივად დასრულდეს - თანამედროვე მეთოდები
სახლის დასუფთავება რომ ძალიან მალე და მარტივად დასრულდეს - თანამედროვე მეთოდები
თუ სახლში გენერალური დალაგების მოწყობას ხშირად ვერ ახერხებთ, ეს რჩევები ძალიან დაგეხმარებათ. სამწუხაროდ, დღეს დიასახლისებს სახლში საფუსფუსოდ ბევრი დრო აღარ რჩებათ, თანაც უნდა ვაღიაროთ, რომ 21-ე საუკუნის ადამიანი ცოტა გაზარმაცებულია. ასეა თუ ისე, ამ რჩევების წყალობით დროსაც დაზოგავთ, ძალებსაც და სისუფთავესაც მიაღწევთ

1. წებოვანი რულონი
აბაჟურები, ქსოვილის შალითები და ძნელადმისაწვდომი თაროები შესანიშნავად იწმინდება ტანსაცმლის საწმენდი წებოვანი რულონით. ის ალბათ გეცნობათ, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე იყიდება.
mshoblebi
2. ლანგარი ფოლგაში

თუ მთელ ლანგარს ფოლგაში შეფუთავთ, ყოველთვის სუფთა დარჩება. მხოლოდ ფოლგის გამოცვლა დაგჭირდებათ
ხოლმე.
mshoblebi
3. სუფთა ბლენდერი
ის თავად გაირეცხება, თუ რამდენიმე წვეთ სარეცხ საშუალებას და წყალს ჩაასხამთ, შემდეგ კი ჩართავთ. იდეალურად სუფთა იქნება.
mshoblebi
4. საკვების შესაფუთი ელასტიური ცელოფანი
თუ მაცივრის თაროებს ყოველთვის ამ ელასტიური ცელოფნით შეფუთავთ, ბევრი საქმე მოგაკლდებათ. დასვრილი თ
აროების წმენდისთვის დრო აღარ დაგეხარჯებათ.
mshoblebi
5. იდეალურად სუფთა გაზქურის სადგამი
გაზქურის სადგამი, რომელსაც მიმწვარი ცხიმი აქვს, ამიაკით სუფთავდება. საკეტიან პაკეტში ჩაასხით ამიაკის ხსნარი, მოათავსეთ შიგნით სადგამი და 2 საათში საოცრების მომსწრენი გახდებით.
mshoblebi
6. სუფთა კაფელი
თუ ბანაობისას ჩვეულებრივი საპნის მაგივრად შხაპის გელს ან თხევად საპონს გამოიყენებთ, კაფელზე ნადები არასოდეს გაჩნდება. თხევადი საპნები, როგორც წესი, ზედაპირზე არ ჩერდება და კვალს არ ტოვებს.
mshoblebi
10126
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?