მაცივრის თაროზე სამკურნალო ნახშირის აბები დააწყვეთ - 6 წესი მაცივრის მოსავლელად
მაცივრის თაროზე სამკურნალო ნახშირის აბები დააწყვეთ - 6 წესი მაცივრის მოსავლელად
მაცივრის გაწმენდას ერთი შეხედვით არავითარი წესი არ სჭირდება. გაალღვე და გაასუფთავე - მეტი რა არის საჭირო. თუმცა არსებობს ნიუანსები, რომლებიც ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ. ყოველ შემთხვევაში, გამოცდილი დიასახლისები რამდენიმე რჩევას გიზიარებენ.

1. მაცივრის წმენდისას არ გამოიყენოთ კაუსტიკური და ზედმეტად აგრესიული სარეცხი საშუალებები. ძმარი, საჭმელი სოდა და ლიმონის წვენი გაცილებით უკეთესია.
2. ჩაასხით თასში თბილი წყალი, დაამატეთ რამდენიმე კოვზი ძმარი (მაგ. 3 ლიტრზე 2 სუფრის კოვზი) და ამ ხსნარით გაწმინდეთ მაცივარი. რა თქმა უნდა, გალღობის შემდეგ.
3. ძმარზე არანაკლებ ეფექტურია ლომონის
წვენი. წყალში შეიძლება მთელი ნაყოფი ჩაწუროთ და დოზის გადაჭარბების არ შეგეშინდეთ.
mshoblebi

რით არის საშიში თანამედროვე მაცივრები - საოჯახო ტექნიკის სუსტი წერტილი



4. უფრო სწრაფად რომ გალღვეს, დენის წყაროდან გამორთვის შემდეგ საყინულეში ცხელი სათბურის დადებაც შეიძლება, ან სულაც მდუღარე წყლით სავსე თავმოხდილი ქვაბის დადგმა. ორთქლი ყინულს სწრაფად გაადნობს.
5. არ შეიძლება ყინულის ფენის ძალდატანებით მოცილება, მით უმეტეს ბასრი ხელსაწყოთი. თანამედროვე მასალები, რითაც მაცივრებია დამზადებული, არც ისე მდგრადია და ძალიან მარტივად შეიძლება, საყინულე კამერა დააზიანოთ.
6. უკვე გაწმენდილ მაცივარს 2 საათით გამოშრობა აცადეთ. როცა ჩართავთ და პროდუქტით გაავსებთ, თაროზე 5 აბი აქტივირებული ნახშირი ან 3
ნაჭერი შავი პური ან გაჭრილი ლიმონი დადეთ. ეს პროდუქტებს უფრო დიდხანს და ხარისხიანად შეინახავს. აქტივირებული ნახშირი მაცივარში ყოველგვარ უსიამოვნო სუნს გააქრობს. ერთხელ დაწყობილი აბები შეგიძლიათ 3 თვეში ერთხელ გამოცვალოთ.
mshoblebi

კვერცხს მაცივრის კარის თაროზე ინახავთ? - ეს დიდი შეცდომაა
56017
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი