დაგვა-დასუფთავება სახლს მხოლოდ სილამაზისა და სისუფთავისთვის როდი სჭირდება დაგვა-დასუფთავება სახლს მხოლოდ სილამაზისა და სისუფთავისთვის როდი სჭირდება. სიღრმისეული დალაგება ოჯახში დადებითი ენერგეტიკისა და ხელსაყრელი ატმოსფეროს გამეფებაშიც დაგეხმარებათ.
როგორ უნდა ჩაატაროთ ე.წ. "უბორკა", რომ ენერგეტიკულად მაქსიმალური სარგებელი მოუტანოთ თქვენს სახლს. თურმე, ამასაც თავისი წესები ჰქონია - ყოველ შემთხვევაში, ამგვარი რამეებისაც სჯერა ბევრს და ითვალისწინებენ კიდეც.
იატაკების წმენდა და ხარა-ხურისგან ფართობის გათავისუფლება ჯობია, ახალმთვარეობასა და სავსემთვარეობას შორის დაამთხვიოთ. ასე სისუფთავე უფრო დიდხანს შენარჩუნდება. გრანდიოზული დალაგების დაწყება სასვსე ან ახალმთვარეობის პირველ დღეებში არ ღირს. განსაკუთრებით კარგად წმენდს ენერგეტიკულ ველს მზის სხივებქვეშ ბალიშების, საბნების, ლეიბების ან პლედების გამზეურება.
არ დაგავოთ იატაკი ზღურბლის მიმართულებით - ამბობენ, ასე ოჯახიდან ფული გაედინებაო. ჯობია მტვერი სამზარეულოს მიმართულებით დააგროვოთ.
არ მოაწყოთ "უბორკა" დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე - ამით სახლში ღვთიური ენერგიის შემოსვლას შეუშლით ხელს.
სახლში მხოლოდ ერთი ცოცხი უნდა გქონდეთ, რომელიც ტარით ქვემოთ იდება. თუ პირიქით დევს, მუდმივად დალაგება-დასუფთავებაში იქნებით, წესრიგის დამყარებას კი ვერა და ვერ მოახერხებთ.