თუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს
თუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს
ლუკმის, საგნის დაგაცდენა ბავშვსაც შეიძლება დაემართოს და მოზარდსაც. მისგან დაზღვეული არავინაა. თუმცა, ბავშვების შემთხვევაში სიტუაცია რთულადაა. ამიტომ, უფროსმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს, რომ ბავშვი დახრჩობას გადაარჩინოს.
თუ ბავშვმა რაღაც გადაყლაპა მას აღენიშნება შემდეგი სიმპტომები:
ვერ ტირის, ვერ ისუნთქავს ჰაერს, ვერ ყვირის, მისი ხმა სუსტად ისმის;
თვალები ფართოდ აქვს ღია და შეშინებული;
პირიც ღია აქვს და აქტიურად გამოიყოფა ნერწყვი;
კანი შეწითლებული ან გალურჯებული აქვს;
ბავშვმა საფრთხის შესახებ შეიძლება მიგახვედოთ და ყელისკენ წაიღოს ხელები;
რთულ შემთხვევაში მოსალოდნელია გონების დაკარგვა.
სასწრაფოდ გამოიძახეთ "სასწრაფო
დახმარება", მის მოსვლამდე კი ბავშვს პირველადი დახმარება თავად გაუწიეთ.
1. აუწიეთ ბავშვს ხელები ზევით სასუნთქი გზები გაფართოვდება და სუნთქვის პროცესი გაადვილდება.
2. თუ პირველმა რჩევამ არ უშველა, დაიწვინეთ ბავშვი ხელზე მუცლით დაბლა და ხუთჯერ რბილად, მაგრამ მკვეთრად დაარტყით ზურგზე, ბეჭებს შუა.
mshoblebi
3. თუ ბავშვმა პატარა საგანი ან საკვების ნაჭერი გადაყლაპა, შეიძლება პირღებინება გამოიწვიოთ, თუ თითს ენის ფუძესთან დააჭერთ.

თუ საგანი სასუნთქ გზებშია გაჭედილი, ბავშვს სხვა სიმპტომები აღენიშნება და თავადაც შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ:
1. ბავშვი თქვენთან ზურგით დააყენეთ, ერთი ხელი მუცელზე მოხვიეთ და რბილად დააჭირეთ, ოდნავ წინ გადახარეთ და რამდენჯერმე დაარტყით ზურგზე.
2. თუ პირველმა რჩევამ არ უშველა, დააწვინეთ ბავშვი ზურგზე, ისე რომ, თავი ტანის დაბლა
მოექცეს, მკერდის ძვლის დაბლა რამდენჯერმე დააწექით საჩვენებელი და შუა თითით. პერიოდულად ბავშვი წამოაჯინეთ და ისევ განაგრძეთ მკერდის ძვლის დაბლა საჩვენებელი და შუა თითით დაწოლა.
3. თუ სასუნთქ გზებში პატარას მკვრივი საგანი - კანფეტი ან სათამაშოს დეტალი გაეჩხირა, დაიწვინეთ ბავშვი ხელზე პირით დაბლა, თავი მკერდის დაბლა უნდა ჰქონდეს. რამდენჯერმე დაარტყით ბეჭებს შორის.
არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: ბავშვს ფეხებში მოჰკიდეთ ხელი, ასწიეთ და ისევ ბეჭებშუა დაარტყით.
mshoblebi
დაუშვებელია, ბავშვისთვის პირში თითების ჩაყოფა. ამით უფრო მეტ საშიშროებას ქმნით, რომ საგანი უფრო ღრმად არ ჩაიწიოს.
mshoblebi
ერთი წლის ზევით ბავშვის დახმარება
მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არც ბავშვს აგრძნობინოთ საფრთხე. საგნის ან ლუკმის გადაცდენის შემთხვევაში გამოიყენეთ ჰელმიჩის მეთოდი:
1. დადექით ბავშვის უკან, მუხლებზე.
2. ხელი წელზე მოხვიეთ.
3. ერთი ხელის თითები მომუშტეთ და ჭიპსა და ნეკნებს შორის, თითებით შიგნით მოათავსეთ.
mshoblebi
4. მეორე ხელით მუჭი დაიჭირეთ.
5. ხელები გვერდზე გასწიეთ და დააწექით ბავშვს მუცელზე ქვევიდან ზევით.
შეასრულეთ ასეთი ქმედება, სანამ გადაყლაპული ნივთი ბავშვს პირიდან არ გადმოუვარდება.
სტრესის გამო ბავშვს შეიძლება ყელის სპაზმი დაემართოს, რასაც სუნთქვის შეჩერება მოჰყვება. ნუ დაიბნევით, ჩაუტარეთ ბავშვს ხელოვნური სუნთქვა.
mshoblebi
იმისათვის, რომ არ აღმოჩნდეთ კრიტიკულ სიტუაციაში დაიცავით უსაფრთხოების წესები: ნუ შეიძენთ ბავშვისთვის ისეთ სათამაშოებს, რომლებსაც აქვთ გრძელი ბეწვი, ან მცირე დეტალები. შეაჩვიეთ ბავშვი ნელა ჭამას, ლუკმის საგულდაგულოდ დაღეჭვას. სასურველია, განსაზღვრულ ასაკამდე ბავშვს საქუცმაცებული საკვები მისცეთ. არასდროს აჭამოთ ბავშვს იძულებით, ასეთ შემთხვევაში საკვებით დახრჩობის რისკი მატულობს.
308516
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
.
8
ამიტომაც გერმანიაში საბავშო ბაღში აკრძლულია საწუწნი კანფეტის მიტანა რომ არ გადასცდეთ ბავშვებს. მაგაზე საშინელი რაა . ამ დროს წამებში უნდა მოახდინო რეაგირება ღმერთმა ყველას აშოროს
18:26 / 14-05-2019
Tika
9
Gamarjobat gtxovt mipasuxet 3 wlis aris chemi bichi da game dzilis dros nerwyvi cdeba xshirad ris bralia an vis mivmarto
01:48 / 12-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი