თუ "ზელიონკის" მომხმარებელი ხართ, ეს უნდა იცოდეთ ალბათ არც ერთი ადამიანის ბავშვობას არ გაუვლია ბრილიანტის მწვანის გარეშე. სწორედ ასე ჰქვია "ზელიონკას" სამედიცინო ენაზე. თუმცა, საინტერესოა, უამრავ ანტისეპტიკურ საშუალებას შორის როგორ გახდა ბრილიანის მწვანე ასეთი პოპულარული და რაშია მისი საიდუმლო. რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს კარგად ნაცნობი ნივთიერება?
"ზელიონკა" - სინთეტიკური საღებავია, რომელიც იდეალურად ღებავს აბრეშუმს, ბამბას, ქაღალდსა და ხეს. ის შემთხვევით მიიღო ახალგაზრდა ლონდონელმა ქიმიკოსმა უილიამ პერკინმა, როცა მალარიის საწინააღმდეგო წამალზე მუშაობდა. საფეიქრო წარმოებაში საღებავმა მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა, მისი ქსოვილიდან ამოყვანა თითქმის შეუძლებელია. ექსპერიმენტები გრძელდებოდა და ქიმიკოსმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ "ზელიონკა" მარტო კი არ ღებავდა, მიკროორგანიზმებსაც ანადგურებდა.
ანტისეპტიკმა მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა და მას დღემდე იყენებენ საქართველოშიც და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. თუმცა, ევროპა მას არ აღიარებს. იქაურ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრეპარატი ბოლომდე შესწავლილი არ არის და რიგ შემთხვევებში ინფექციის ერთი ადგილიდან მეორეზე გავრცელებას უწყობს ხელს.
იცით, რომ სტალინის რეპრესიების დროს დახვრეტილებს ნომრებს გვამებზე ბრილიანტის მწვანით აწერდნენ.
თუ "ზელიონკის" მომხმარებელი ხართ, უნდა იცოდეთ მისი ქსოვილიდან და კანიდან მოშორების წესები:
1. კანიდან ბრილიანტის მწვანეს სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით მოიცილებთ.
2. მათეთრებელით ან საპნიანი ხსნარით კი - ქსოვილიდან.
3. თუ "ზელიონკა" ლინოლიუმზე ან პლასტიკატზე დაგეწვეთად, მისი მოცილება ისევ სპირტით ან წყალბადის ზეჟანგით უნდა სცადოთ.
კანზე შედარებით დიდი დაზიანებული ადგილების დასამუშავებლად იოდის ნაცვლად "ზელიონკის" გამოყენება ჯობია. ის იოდზე რბილი მოქმედების ანტისეპტიკია და ამიტომ მას იყენებენ ჩვილებისთვის და არა იოდს.
რას წარმოადგენს "ზელიონკის" ხსნარი?
გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება, არ გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, არ იწვევს ქსოვილშიდა წნევის მომატებას.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარეგანი მოხმარებისას კანის მსუბუქი ანთებითი პროცესებისას.
ასევე ოპერაციების და ტრამვების შემდეგ კანის საფარის გასამუშავებლად. თვალის დაავადების დროს ისმევენ ქუთუთოებზე.
უკუჩვენება:
მხოლოდ ალერგია პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესები:
კანის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატს ვუსვამთ კანზე ჯანმრთელი ქსოვილების მოცვით.
თვალების დაავადებისას ისმევენ ქუთუთოების კიდეებზე.
სიფრთხილე:
გამოყენების შემდეგ აღმოჩენილი უსიამოვნო სიმპტომის შემთხვევაში წამლის მიღება დაუშვებელია.