ყველა მომავალ დედას ერთხელ მაინც შეპარვია ეჭვი, შეიჭრას თუ არა თმა ორსულობის პერიოდში ყველა მომავალ დედას ერთხელ მაინც შეპარვია ეჭვი, შეიჭრას თუ არა თმა ორსულობის პერიოდში. ხომ არ ავნებს ამით ბავშვს, იქნებ ტყუილად არ არის ეს წესი ხალხში გავრცელებული? განვიხილოთ ძირითადი ნიუანსები, გადაწვეტილება კი თავად მიიღეთ.
თუ ამ კითხვას ბებიას დაუსვამთ, უარყოფით პასუხს მიიღებთ. ცრურწმენების მიხედვით თმის შეჭრა არ შეიძლება, რადგან:
ბავშვის უმკლებთ სიცოცხლეს;
იზრდება მკვდარი ბავშვის დაბადების შანსი;
ირღვევა სასიცოცხლო ენერგია ბავშვსა და დედას შორის;
იზრდება ნაადრევი მშობიარობის რისკი.
ძველად მიაჩნდათ, რომ ადამიანი კოსმოსიდან ძალას თმით იღებდა და ქალს (ზოგჯერ მამაკაცსაც) აუცილებლად გრძელი თმა უნდა ჰქონოდა. გარდა ამისა, გრძელი თმა ქალის ჯანმრთელობისა და სილამაზის მთავარი ნიშანი იყო.
თანამედროვე ქალები იშვიათად ატარებენ გრძელ თმას. თუ თმის შეჭრას არანაირი სამედიცნო უკუჩვენება არა აქვს, იქნებ ცრურწმენებს არ მივაქციოთ ყურადღება?..
მედიკოსების აზრით, უმჯობესია, ფეხმძიმე ქალს სასურველი ვარცხნილობა ჰქონდეს, ვიდრე საძულველი გრძელი თმა ნერვებს უშლიდეს და ზოგჯერ დეპრესიაშიც აგდებდეს. ამიტომ, ამ კითხვაზე მედიკოსებს დადებითი პასუხი აქვთ.
სტილისტების აზრით, ფეხმძიმობის პერიოდში ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებების ხარჯზე უმჯობესდება ქალის თმის სტრუქტურა. ფეხმძიმობის შემდეგ კი პირიქით, უარესდება. ქალი თმის ცვენას უჩივის. ამიტომ, მშობიარობის შემდეგ ქალმა აუცილებლად უნდა შეიჭრას თმა, რათა თმის ბღუჯა-ბღუჯა ცვენამ საბოლოოდ არ წაუხდინოს განწყობა.
რაც შეეხება თმის შეჭრას უშუალოდ ფეხმძიმობის პერიოდში, სტილისტებს კონკრეტული პასუხი არა აქვთ, მაგრამ ბოლოჭამიებით გაფუჭებული, ფორმადაკარგული და მოუვლელი თმის ყურებას, ისევ თმის შეჭრა და აკურატული ვარცხნილობა ურჩევნიათ.